topmenu

 

სამშვილდე - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება...<<<ციხე-ქალაქები//ეკლესია-მონასტრები>>>


სამშვილდე (თეთრიწყაროს რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. თამარაშვილი ლ. სამშვილდე //გაზ. "საკოლმეურნეო გზა" (თეთრიწყარო). - 1957 (27 ოქტ.). - უძველესი ციხე - ქალაქის ისტორია, ლეონტი მროველისა და ვახუშტის ცნობები ქალაქის დაარსებისა და მისი თავდაპირველი სახელწოდების - ორბეთის შესახებ.

2. სანიკიძე თ. შენიშვნები ქართული ხუროთმოძღვრების, ისტორიის ზოგიერთ საკითხზე //მნათობი. - 1973. - N11. - გვ.159-168. - სამშვილდის სიონის აღწერა. მოხსენიებულია გ. ჩუბინაშვილი.

3. ციციშვილი ირ. სამშვილდე // დროშა. - 1957. - N5. - გვ.15// ციციშვილი ირ. ნაქალაქარი სამშვილდე //ძეგლის მეგობარი. - 1993. - N1. - გვ.13-16. - სამშვილდის ციხისა და ეკლესიათა ნანგრევების (სიონის, თლილი ქვით შემოსილი პატარა წმ.გიორგის სახ. ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია, ხრამის ნაპირზე აგებული ეკლესია - "თეოგენიდა", შიდა ციხე, გალავანი, სამნავიანი ბაზილიკა) აღწერილობა, მისი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება; მოსაზრება ციხე-ქალაქის დაარსებისა და შემდგომი რესტავრაციების თარიღების შესახებ.

4. სამშვილდე //იამბე, ციხის ნაშალო... - თბ., 2007. - გვ.152-153. - სამშვილდის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება. ტექსტს ერთვის ეკლესიის ნანგრევების ფოტო.

5. ციხე-ქალაქები:სამშვილდე //ზაქარაია პ. ქართული ციხე - ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე - დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.18-30. - ციხის მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ციხის დას.ხედის ფოტო.

6. ქალაქები: სამშვილდე //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.19-21. - მოკლე ცნობები ქალაქის მდებარეობისა და ისტორიის შესახებ.

7. ადრე შუასაუკუნეების ციხე - ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.) აღმოსავლეთ საქართველოს: სამშვილდე //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.60-63. - ლეონტი მროველისა და ვახუშტი ბატონიშვილოის ცნობები სამშვილდის ციხეზე, ციხე - ქალაქის მოკლე იტორია, გეგმით ოთხკუთხა ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (ტაბ.9).

8. შუა საუკუნეების ხელოვნება: სამშვილდე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.64-65, 80  - მოკლე ცნობა სამშვილდის სიონის შესახებ.

9. სამშვილდე //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.21-23. - ნაქალაქარ სამშვილდის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება, გადაკეთების პერიოდები, ძეგლის მოკლე ისტორია.

10. სამშვილდე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX.- თბ., 1985. -  გვ.46-47. - მდ.ჭივჭავისა და ხრამის (ქციის) შესართავთან, მთისა და ბარის რაიონების მაგისტრალზე მდებარე, ნანგრევების სახით შემორჩენილი ციხის ("ციხე ორბისა") ისტორია და ხუროთმოძღვრული თავისებურებანი. სამშვილდის სიონის სამების არქიტექტურის პარალელები წრომის ტაძართან. სამშვილდეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების (1968-1970 წწ.) შედეგები. ტექსტს ახლავს ტაძრის გეგმა და დეტალების ფოტოები.

11. სამშვილდე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.115. - ვახუშტი ბაგრატიონი სამშვილდის ციხის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ტაძრის განივი განაკვეთი და გეგმა ნ.ჩუბინაშვილის ანაზომის მიხედვით.

12. სამშვილდის სიონი //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.230-236. რეზ.რუს.ენაზე. - სამშვილდის სიონის მდებარეობა, მოკლე აღწერილობა, წარწერის (საამშენებლო წარწერა ვარაზ - ბაკურისა და იოვანესი) ანალიზი. წარწერის შესრულების სავარაოდო თარიღი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.90, 91).

13. სამშვილდის სამაროვანი - გურამ მირცხულავა //ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ.47-53