topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გონიოს ციხე - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე.....<<<საქართველოს ციხე - ქალაქები>>>


აფსარ - გონიოს ციხე - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ.51-52.

არიანეს ცნობით, II საუკუნის 30-იან წლებში აფსაროში ხუთი რომაული კოჰორტა მდგარა. აფსარ - გონიოს ციხე მდებარეობს ბათუმის სამხრეთით 7 კილომეტრის მანძილზე. გეგმაში ციხე ზუსტი ოთხკუთხედია, მისი სიგრძეა - 245 მეტრი, სიგანე - 195 მეტრი. მას ჰქონდა 18 კოშკი და ოთხი კარი. ამ კარების განლაგება ოთხივე მხარეს, დამახასიათებელია რომაული ციხეებისათვის - კასტელუმებისათვის. ციხეში შეიმჩნევა სამი სამშენებლო ფენა. ამასთანავე, ორი უძველესი ფენა ძნელად გასარჩევია, ვინაიდან წყობა მსგავსია. ძველი კედლების სისქეა 2,3 -3,1 მეტრი, სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ ორ მეტრამდე და აგებული ყოფილა კვადრების სწორი რიგებით და თარიღდება III –V სს. დანგრეულ კედლებზე შემდეგ ამოყვანილია ახალი კედლები 1,6 მ. სისქისა, თანაც კედლის სისქის შემცირება მოხდა შიგნიდან, ისე რომ ორივე ფენის კედლები თანხვდენილია. ციხის უძველესი ფენის ნგრევა, ალბათ, უნდა მომხროყო იმ დროს, როდესაც ლიკვიდირებული იყო რომაული სამხედრო ბაზა. VI საუკუში აფსარის ციხე გადადის ბიზანტიელების ხელში, რომლებმაც აღადგინეს ციხე. ციხის კედლებს ჰქონია ქონგურები, რასაც მოწმობს მორჩენილი ფრაგმენტები. მესამე ფენა გონიოს კედლებისა შეიმჩნევა არსებული გალავნის წყობის ზედა ნაწილებში, სადაც განსხვებული, წვრილი ქვებით შედგენილი წყობაა. ეს უკანასკნელი სამშენებლო ფენა ეკუთვნის XVI საუკუნეს, როდესაც ოსმალოებმა დააშენეს მიტაცებული გონიოს კედლები.