topmenu

 

უჯარმა

უჯარმა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გარე კახეთში, მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე.ზღვის დონიდან 770 მეტრი. საგარეჯოდან 22 კილომეტრი. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან აღმოსავლეთით 36 კმ.-ის დაშორებით. უჯარმას ჩრდილოეთით ესაზღვრება გომბორისა და იალნოს ქედები, დასავლეთით ქ. თბილისი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მიუყვება მდინარე იორს. სოფელი უჯარმა წარმოადგენს ერწო - თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს.

 

 

 

 

***********************************************************************************

ქალაქები: უჯარმა //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. – თბ., 1955.–გვ. 50–51.

ადრინდელ შუა საუკუნეების ქალაქებს შორის უკეთ არის შემორჩენილი და შესწავლილი უჯარმა. ძველი ქართული მატიანეები მის აშენებას წინაქრისტიანულ ხანას მიაწერენ. IV საუკუნეში აქ თითქოს ცხოვრობდა მირიან მეფის ძე რევი. V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასალს აქ გადმოუტანია მცხეთიდან თავისი რეზიდენცია. უჯარმა მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელზე, საკმაოდ მაღალ ბორცვზე. ციხექალაქი შედგება შიდა ციხისაგან მთის პლატოზე და ქვედა ციხისაგან, რომელიც მდებარეობს დამრეც ფერდობზე.... <<ტექსტი სრულად აქ... <<

***********************************************************************************

უჯარმა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. - გვ. 36; გვ.114-115.

სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლთაგან სხვებზე უკეთაა ცნობილი ძველი ქალაქის უჯარმის ციტადელი -ივრის მარჯვენა ნაპირზე, გარეკახეთში, თბილისიდან დაახლოებით 40 კმ დაშორებით აღმოსავლეთისაკენ. ქალაქი წარმოიშვა ანტიკურ და ადრეფეოდალურ ეპოქათა მიჯნაზე, მაშინ იგი ქართლის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში იყო.... <<ტექსტი სრულად აქ...<<