topmenu

 

უჯარმა - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება.....<<<ციხე - ქალაქები>>>

უჯარმა (საგარეჯოს რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.- თბ., 1958.- გვ.113-117. - უჯარმის ციხის სამხედრო - სტრატეგიული მნიშვნელობა.

2. უჯარმა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ.36; გვ.114-115. - ციხე-ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურული აღწერილობა. უჯარმა ქართულ ისტორიულ წყაროებში, 1950-1952 წლის გათხრების შედეგები. ტექსტს დართული აქვს კოშკის ნახატი - მხატვარი ავთო ვარაზი.

3. ქალაქები: უჯარმა //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.- თბ., 1965.- გვ.28-31. - უჯარმის დაარსებისა და ისტორიის შესახებ. ტექსტს ახლავს ციხის ჩანახატი (არქ.ირ.ციციშვილი).

4. თამარაშვილი ლ. უჯარმა //გაზ. "სტალინური სიტყვა" (საგარეჯო).- 1951. -1 მაისი. - ციხე-ქალაქის ისტორია.

5. ლომთათიძე დ. უჯარმა. - თბ., 1961. - ბუკლეტში აღწერილია ციხე-ქალაქი უჯარმა.

6. მუსხელიშვილი დ. ციხე- ქალაქი უჯარმა. - თბ., 1966. - კახეთის პოლიტიკური ცენტრის-უჯარმის წარმოქმნა, განვითარება და დაცემა.

7. ციციშვილი ირ. უჯარმა //ძეგლის მეგობარი.- 1966.- N6.- გვ.26-29. - უჯარმიის შიდა ციხის ნაგებობების, ზღუდე-კოშკების, წყალსაცავი სისტემის აღწერილობა, ძეგლის ისტორია, მოკლე ცნობა "ჯვარპატიოსნის" ძველი ეკლესიის შესახებ (არქიტექტურული ფორმებისა და მშენებლობის ტექნიკის მიხედვით დათარიღებულია V საუკუნით).

8. ციხე-ქალაქები: უჯარმა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.- თბ., 2001. - გვ.35-38. - ქართული წყაროები უჯარმის შესახებ. ციხის ისტორია, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ნაქალაქარის რეკონსტრუქციის ნახატი.

9. ქალაქები: უჯარმა //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები.- თბ., 1960.- გვ.6-8. - მემატიანე ჯუანშერის ცნობა უჯარმის შესახებ, ძეგლის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებული არიან: გ.ჩუბინაშვილი, ვახტანგ გორგასალი და მისი ვაჟი დაჩი. ტექსტს ახლავს უჯარმის გეგმა.

10. ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.)აღმოსავლეთ საქართველო: უჯარმა //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002.- გვ.56-60. - რეგულარული გეგმარებითა და მასშტაბებით გამორჩეული ციხე-ქალაქის ისტორია; მემატიანეთა ცნობები უჯარმის შესახებ. ციტადელისა და სასახლის აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.20,21; ტაბ.8).

11. ქალაქები: უჯარმა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხსიმაგრეები.- თბ., 1988.- გვ.27-29. - მდ.იორის მარჯვენა ნაპირას აგებული , ნანგრევების სახით შემორჩენილი ციხის მდებარეობა, მემატიანეთა ცნობები მის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მეფე მირიანი (IV ს.), მისი ძე რევი, ვახტანგ გორგასალი, მემატიანე ჯუანშერი, ტექსტს ახლავს ციხის ჩანახატი.

12. შუა საუკუნეების ხელოვნება: უჯარმა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ.47-49. - ქალაქის მოკლე ისტორია, ციხის, გალავნის, კოშკის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (უჯარმა-რეკონსტრუქცია, გეგმა).

13. ქალაქები: უჯარმა //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. – თბ., 1955.–გვ.50–51. - საისტორიო წყაროები უჯარმის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.

14. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.- თბ., 1961.- გვ.129-130. - წმინდა ნიკოლოზის სახელობის (ავალიშვილების ეკლესია)ეკლესიის შემორჩენილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი.

15. უჯარმა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X.- თბ., 1986.- გვ.202. - ციხე-ქალაქ უჯარმის ისტორია და ქალაქის ტერიტორიაზე აგებული ციხესიმაგრის (ამჟამად ნანგრევებია)მოკლე აღწერილობა.

16. წმინდა გიორგის ეკლესია //"მადლი".- 1993 (სექტ.).- N14.- გვ.5. - უჯარმის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის აღდგენის თაობაზე.