topmenu

 

უჯარმა - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება.....<<<ციხე - ქალაქები>>>

 

უჯარმა (საგარეჯოს რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ - თბ., 1958, გვ.113-117 - უჯარმის ციხის სამხედრო - სტრატეგიული მნიშვნელობა.

2. უჯარმა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.36; გვ.114-115 - ციხე-ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურული აღწერილობა. უჯარმა ქართულ ისტორიულ წყაროებში, 1950 - 1952 წლის გათხრების შედეგები. ტექსტს დართული აქვს კოშკის ნახატი - მხატვარი ავთო ვარაზი.

3. ქალაქები: უჯარმა //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები - თბ., 1965, გვ.28-31 - უჯარმის დაარსებისა და ისტორიის შესახებ. ტექსტს ახლავს ციხის ჩანახატი (არქ.ირ.ციციშვილი).

4. თამარაშვილი ლ. უჯარმა //გაზ. "სტალინური სიტყვა" (საგარეჯო), 1951, 1 მაისი. - ციხე-ქალაქის ისტორია.

5. ლომთათიძე დ. უჯარმა. - თბ., 1961, ბუკლეტში აღწერილია ციხე-ქალაქი უჯარმა.

6. მუსხელიშვილი დ. ციხე - ქალაქი უჯარმა - თბ., 1966, კახეთის პოლიტიკური ცენტრის-უჯარმის წარმოქმნა, განვითარება და დაცემა.

7. ციციშვილი ირ. უჯარმა //ძეგლის მეგობარი - 1966, N6, გვ.26-29 - უჯარმიის შიდა ციხის ნაგებობების, ზღუდე-კოშკების, წყალსაცავი სისტემის აღწერილობა, ძეგლის ისტორია, მოკლე ცნობა "ჯვარპატიოსნის" ძველი ეკლესიის შესახებ (არქიტექტურული ფორმებისა და მშენებლობის ტექნიკის მიხედვით დათარიღებულია V საუკუნით).

8. ციხე-ქალაქები: უჯარმა //ზაქარაია პ. ქართული ციხე - ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე - დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები - თბ., 2001, გვ.35-38 - ქართული წყაროები უჯარმის შესახებ. ციხის ისტორია, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ნაქალაქარის რეკონსტრუქციის ნახატი.

9. ქალაქები: უჯარმა //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები - თბ., 1960, გვ.6-8 - მემატიანე ჯუანშერის ცნობა უჯარმის შესახებ, ძეგლის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებული არიან: გ.ჩუბინაშვილი, ვახტანგ გორგასალი და მისი ვაჟი დაჩი. ტექსტს ახლავს უჯარმის გეგმა.

10. ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.)აღმოსავლეთ საქართველო: უჯარმა //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002, გვ.56-60. - რეგულარული გეგმარებითა და მასშტაბებით გამორჩეული ციხე-ქალაქის ისტორია; მემატიანეთა ცნობები უჯარმის შესახებ. ციტადელისა და სასახლის აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.20, 21; ტაბ.8).

11. ქალაქები: უჯარმა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხსიმაგრეები - თბ., 1988, გვ.27-29. - მდ.იორის მარჯვენა ნაპირას აგებული , ნანგრევების სახით შემორჩენილი ციხის მდებარეობა, მემატიანეთა ცნობები მის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მეფე მირიანი (IV ს.), მისი ძე რევი, ვახტანგ გორგასალი, მემატიანე ჯუანშერი, ტექსტს ახლავს ციხის ჩანახატი.

12. შუა საუკუნეების ხელოვნება: უჯარმა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია - თბ., 1995, გვ.47-49 - ქალაქის მოკლე ისტორია, ციხის, გალავნის, კოშკის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (უჯარმა-რეკონსტრუქცია, გეგმა).

13. ქალაქები: უჯარმა //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია - თბ., 1955, გვ.50–51 - საისტორიო წყაროები უჯარმის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.

14. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები - თბ., 1961, გვ.129-130, წმინდა ნიკოლოზის სახელობის (ავალიშვილების ეკლესია)ეკლესიის შემორჩენილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი.

15. უჯარმა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - ტ.X, თბ., 1986, გვ.202, ციხე-ქალაქ უჯარმის ისტორია და ქალაქის ტერიტორიაზე აგებული ციხესიმაგრის (ამჟამად ნანგრევებია)მოკლე აღწერილობა.

16. წმინდა გიორგის ეკლესია //"მადლი", 1993 (სექტ.), N14, გვ.5, უჯარმის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის აღდგენის თაობაზე.

17. ჯანაშვილი მ. მოგზაურობა კახეთში //გაზ. ”დროება”,1881 (4 ივნ.), N115, გვ.1-3; (7ივნ.), N116, გვ.2-3; (9 ივნ.), N117, გვ.203.

18. მაღაროელი - თბილისიდამ თელავამდე მგზავრის შთაბეჭდილებანი //გაზ. ”დროება”, 1885 (13 ივლ.), N149, გვ.2-3.

19. ჩვენებური - გაკვრითი შენიშვნები მგზავრისა //გაზ. ”შრომა”, 1883 (26 მაისი), N20, გვ.1-3.

20. ციციშვილი ი. - უჯარმა - თბ., 1982, გვ.64 // ციხე-ქალაქის ისტორია; ციხესიმაგრის საერთო კომპოზიცია, ძეგლთა მხატვრული დამუშავების ნიმუშები. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა.

21. როსტომაშვილი ი. გორგასლანის ციხე-დარბაზი //ჟ."მოგზაური", 1901, N3, გვ.217-220.

22. უჯარმა// შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები - თბ., 2012, გვ.124 // ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

23. უჯარმა//უჯარმიდან ალავერდამდე - თბ., 2013, გვ.4-9. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ციხე-ქალაქ უჯარმის ისტორიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა. ჯვარპატიოსნის ეკლესიის მოკლე მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა.

24. უჯარმა//ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია - თბ., 2014, გვ.44–47 //უჯარმის ციხე-ქალაქის საერო და სათავდაცვო არქიტექტურა. მოკლე ცნობა ვახტანგ გორგასლის მიერ უჯარმის რაბათში აშენებული რაჟდენწმინდის ეკლესიის შესახებ.

25. უჯარმა //გედენიძე ი. საქართველო - რასაც არწივები ხედავენ - თბ., 2018, გვ.46-47 // ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

გამოყენებული ბმული