topmenu

 

დავით გარეჯი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

ნ.თურმანიძის ფოტო

დავითგარეჯა (საგარეჯოს რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. აბრამიშვილი გ. დავით გარეჯელის ციკლი ქართული კედლის მხატვრობაში. - თბ., 1972. - დავით გარეჯის ტაძართა ფრესკები დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლიდან. ქტიტორული წარწერების ანალიზი. მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობის დათარიღება.

2. აბრამიშვილი გ. დავით გარეჯის უდაბნოს მთავარი საქტიტორო წარწერა. - მაცნე. - 1962.-N3. - გვ.295-304. - დავით გარეჯის უდაბნოს მთავარი ეკლესიის მოხატულობა და წარწერები. დათარიღება.

3. აბრამიშვილი გ. დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის კედლის მხატვრობის თარიღისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - 1970. - N5. - გვ.199-222.

4. ალიბეგაშვილი გ. ვოლსკაია ა. დავით გარეჯის მოხატულობა //ძეგლის მეგობარი. - 1964. - კრ.3. - გვ.47-51. - დავით გარეჯის ფრესკული მხატვრობის ანალიზი.

5. ალხაზიშვილი ნ. მონასტრები გარეჯის უდაბნოში //ფრესკა. - 1975. - N7. - გვ.14-16. - დავით გარეჯის უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის მოკლე აღწერილობა.

6. ამირანაშვილი შ. დავით - გარეჯის უდაბნოს ფრესკები //ძეგლის მეგობარი. - 1964. - N1. - გვ.11-13. - დავით გარეჯის კედლის მხატვრობის სამონაზვნო-სამოძღვრებო ტენდენციისა და ეროვნული სახის შესახებ. ტექსტს ერთვის XVII ს.-ის მოხატულობის ფრაგმენტის ჩანახატი.

7. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ. - თბ., 1958. - გვ.107-112. - მონასტრის დაარსების ისტორია, მისი საკულტო-სარწმუნოებრივი და სამხედრო-სტრატეგიული ხასიათი.

8. გამსახურდია კ. გამსახურდია ზ. დავით-გარეჯა ვეღარ მოიცდის // ლიტერატურული საქართველო. - 1973. - 2 მარტი. - ძეგლის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

9. გამსახურდია ს. კლდეში გამოკვეთილი ქართული ძეგლები //დროშა - 1957. - N10. - გვ.19. - დავით გარეჯის კომპლექსის დახასიათება.

10. გიორგაძე ნ. ძაბილაშვილი ი. გარეჯის მონასტერი //სტალინური სიტყვა (საგარეჯო). - 1948. - 16 ოქტომბერი. - დავით გარეჯის მონასტრის დაარსების ისტორია.

11. გონაშვილი დ. ივრის ხეობაში // საბჭოთა ხელოვნება. - 1964. - გვ.60-64. - დახასიათებულია დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთა ოთხი კომპლექსი - ქვაბები, ქოლაგირი, ზემო და ქვემო მაღაზანები.

12. გონაშვილი გ. ივრის ხეობაში //საბჭოთა ხელოვნება. - 1965. - N12. - გვ.49-54. - დავით გარეჯის უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის ზემო და ქვემო მაღაზანების ანსამბლში შემავალი საყდრების დაწვრილებითი აღწერილობა.

13. დოლიძე ვ. დავით გარეჯის გამოქვაბულთა კომპლექსი //ძეგლის მეგობარი. - 1964. - N3.-გვ.42-46. - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაარსებისა და შემდგომი გაფართოების ისტორია, მხატვრობის თავისებური სკოლა.

14. დოლიძე ვ. დავით გარეჯის ერთი ხუროთმოძღვრული ძეგლის დათარიღებისათვის / - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - 1950. - ტ.XI. - N9. - გვ.607-611.

15. ელერდაშვილი ა. დავით გარეჯა // ივრის განთიადი (საგარეჯო). - 1972. - 18-20 აპრილი. - საგანმანათლებლო სკოლის არსებობის შესახებ დავით გარეჯში .

16. თამარაშვილი ლ. გარეჯა //სტალინური სიტყვა (საგარეჯო). - 1951. - 21 აგვისტო. - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისა და სხვადასხვა დროს იქ მოღვაწე ქართული ლიტერატურისა და კულტურის მოღვაწეთა შესახებ.

17. თოდუა თ. გარეჯი //ძეგლის მეგობარი. - 1973. - N31-32. - გვ.17-30. - გარეჯის მონასტერთა ჩამოყალიბებისა და მათი ზრდა-განვითარების საკითხები.

18. კერატიშვილი ბ. რამდენი მონასტერია გარეჯაში? //ძეგლის მეგობარი. - 1971. - N27-28. - გვ.68-78.

19. კეცხოველი ნ. ახალი სიხარული და ახალი დარდი //ძეგლის მეგობარი. - 1964. - N2. - გვ.3-5. - დავით გარეჯის უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის დაცვის აუცილებლობა.

20. ლოლაშვილი ი. გაბრიელ მცირის მემუარული თხრობანი //ძველი ქართული მწერლობის საკითხები -I. 1962. - გვ.1-32. - გარეჯის ნათლისმცემლის მეუდაბნოეთა სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნის პირველ ნახევარში.

21. ნიკოლაიშვილი ვ. წყალმომარაგება დავით გარეჯის მონასტერში // მეცნიერება და ტექნიკა. - 1964. - N8. - 32-33. - აღწერილია დავით გარეჯის უდაბნოს კულტურის ძეგლები .

22. ალაზნის განთიადი (თელავი). - 1965. - 21 სექტ. 5, 19; 20 ოქტ. - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტაძართა აგების ისტორია, ხუროთმოძღვრება, არქიტექტურა, მოხატულობა.

23. სოხაშვილი გ. დავით გარეჯის უდაბნოს კულტურის ძეგლები //ექო. - 1972. - N1. - გვ.15-16. - დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთა დაარსების, დავითის საქართველოში ჩამოსვლისა და მოღვაწეობის შესახებ.

24. ჯანგიძე მ. გარეჯის თავდაცვითი ნაგებობანი //სამგორი (გარდაბანი). - 1969. - 23 აგვისტო. - აღწერილია დავითის ლავრის სამსართულიანი სათვლთვალო ციხე-კოშკი, ნათლისმცემლის მონასტრის იოანე ბოდბელის კოშკი, დავითის ლავრის გალავნის კარიბჭე.

25. გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლები. ტ.I. - ნაკვ. I. - თბ.,1999. - დავითის ლავრისა და უდაბნოს XI-XVIII საუკუნეების წარწერების არქეოგრაფიკული აღწერილობა.

26. ალიბეგაშვილი გ. ეკრანზეა დავით გარეჯი //ხელოვნება. - 1992. - N3-10. - გვ.28-33. - გარეჯის კომპლექსისადმი მიძღვნილი ფილმის განხილვა. მოხსენიებულნი არიან: რეჟისორი - ლ.თაქთაქიშვილი, სცენარის ავტორი - თ.მამულაშვილი, ოპერატორი - ი.ვაჩნაძე, კოსტულტანტი -გ.აბრამიშვილი.

27. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ.,1971. - გვ.186-189. - დავით გარეჯის უდაბნოში შემავალი წმინდა დოდოს ეკლესიის, ბერთუბნის მთავარი ტაძრის საკურთხევლისა და სატრაპეზოს მხატვრობის იკონოგრაფიულ-სტილისტური ანალიზი.

28. აღდგომისა წამებული //საქართველო:ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.261. - ცნობები კომპლექსში შემავალ შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიაზე.

29. ახალი ამბები //დროება. - 1880. - N134 (26 ივნ.). - გვ.2. - ცნობა ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ დავით გარეჯის მონასტრის შეკეთების შესახებ.

30. ახალი ამბები //დროება. - 1881. - N56 (15 მარტი). - გვ.2. - ცნობა საბინინის გამგზავრების შესახებ გარეჯის მონასტერში.

31. ბარამიძე რ. თამარ მეფის სურათი ბერთუბანში //ივერია. - 1900. - N57 (15 მარტი). - გვ.4.

32. ალავიძე ო. დავით გარეჯი //ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა და გეოგრაფია სკოლაში. - 1981. - N2. - გვ.23-32. - კომპლექსის არქიტექტურა, ისტორია.

33. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.46-48; გვ.156. - დავით გარეჯის კომპლექსში შემორჩენილი წარწერების შესახებ.

34. ბერძენოვი ი. წმინდა დოდოს მონასტერი //დროება. - 1881. - N118 (10 ივნ.). - გვ.2-3. - ცნობა დოდოს მონასტრიდან ჯვრის წაღების თაობაზე.

35. ბერთუბნის მონასტრის ფრესკები. - თბ., 1998. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - ფოტოალბომი. მოკლე ცნობები გარეჯის მრავალმთის კლდეში გამოკვეთილი ბერთუბნის მონასტრის მოხატულობზე (ლ. მირიანაშვილის ფოტოები).

36. დავით-გარეჯა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.65; გვ.168. - გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსისმდებარეობის, განვითარებისა და მხატვრობის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტოები (ტაბ.184-186).

37. ბერიძე ვ. ხელოვნება (X-XIII სს.) //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.III. - თბ., 1979. - გვ.484-485. - მოკლე ცნობები დავით გარეჯის კომპლექსისა და ვარძიის შესახებ.

38. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1983. - გვ.163-164. - სამონასტრო კომპოლექსის გასამაგრებელი ღონისძიებების შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის გეგმა.

39. ბერიძე ვ. XVIII საუკუნის ქართველ ხუროთმოძღვართა ნახაზები //საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე. - 1947. ტ.XIV-B. - გვ.219-237. - საქართველოს სახ. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში აღმოჩენილი მასალები დავით გარეჯის მონასტერის აგების შესახებ.

40. ბულია მ. უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობის შესახებ //ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური კონფერენცია მიძღვნილი პროფესორ ლ. რჩეულიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. - თბ., 1989. - გვ.21-22.  - ხარების ეკლესიაში შემორჩენილი ფერწერული დეკორის სტილისტური ანალიზი.

41. ბულია მ. სამწირველოები მონასტერში. უდაბნოს ხარების ეკლესია და მისი მოხატულობა //სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში. გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი. - თბ., 2001. - გვ.240-247. რეზ. ინგლ. ენაზე. - ხარების მცირე ეკლესიის სამწირველოს XIII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული მოხატულობის შესახებ.მოხსენიებულნი არიან: მთავარეპისკოპოსი იოანე, წმინდა მეფე დემეტრე II.

42. ბულია მ. მეფე დემეტრე თავდადებულის გამოსახულება უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიაში //საბჭოთა ხელოვნება. - 1990. - N5. - გვ.2-7. - ხარების ეკლესიის შეასასვლელის პირდაპირ მოთავსებული დემეტრე II-ის პორტრეტის შესახებ.

43. გაფრინდაშვილი გ. 1089 წლის წარწერა მიწისძვრის შესახებ გარეჯის წამებულის უდაბნოს ხარიტონის ქუაბიდან //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის... სერია. - 1976. - თბ., 177-17. - გარეჯის სამონასტრო კომპლექსში წამებულის უდაბნოს ქვაბებიდან უკიდურესი დასავლეთით მდებარე "ხარიტონის ქვაბის" ხუროთმოძღვრული დახასიათება.

44. გარეჯის მონასტრის ბრწყინვალება //კახეთი. - თბ., 2005. - გვ.100-107. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.  - კომპლექსის დაარსებისა და განვითარების ისტორია.

45. გარეჯის მრავალმთის მონასტრები //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. - თბ., 1997. - გვ.40-41; გვ.V-VI. - გარეჯის მრავალმთის დასავლეთი მასივისა და გამოქვაბული მონასტერების: "წამებულის" (VI-VII-IX-X სს.), "მრავაწყაროს" (IX-X სს.), "თეთრი უდაბნოს" (ადრეული შუა საუკუნეები) კლდეში ნაკვეთ მონასტერთა ხუროთმოძღვრების, კედლის მხატვრობის, ფრესკული და ნაკაწრი წარწერების, ნახატი გრაფიტების შესახებ. ტექსტს დართული აქვს გეგმები, ნახაზები და საილუსტრაციო მასალა.

46. გარეჯის მრავალმთა და ადამიანი. - თბ. ფონდი "უდაბნო". - 1997. - გვ.31. - კომპლექსის ისტორია, წყალშემკრები სისტემები, მონასტრის კუთვნილი სოფლები. ტექსტს ერთვის ლ. მირიანაშვილის ფოტოები.

47. დავით-გარეჯი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.79. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

48. დავით გარეჯის უდაბნო //ივერია. - 1890. - N55 (14 მარტი). - გვ.3. - ცნობა ეკლესიის დაზიანებისა და კანკელის ჩუქურთმების ჩამომტვრევის შესახებ.

49. დავით გარეჯი. - თბ., 1996. - დავით გარეჯისადმი მიძღვნილი კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.

50. {დავით გარეჯი] წამებული. დარბაზული ეკლესია მონასტრის ცენტრალურ ნაწილში //ფონდი "ღია საზიოგადოება საქართველო" ეროვნულიო ეკულტურული მემკვიდრეობა პროგრამა. საანგარიშო კრებული.-თბ.,1997. - ეკლესიისა და "ხარიტონის ქვაბის" მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტაბ. N45; N42 (გვ.XVIII; გვ.XVII).

51. დოდოს რქა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - თბ., 1978. - გვ.604-605. - დოდოს რქის მონასტრის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება.

52. დავით გარეჯის მონასტერი და ცხოვრება დავით გარეჯელისა // მწყემსი. - 1893. N2. - გვ.8-11. - სამონასტრო კომპლექსისი ისტორია და მასში შემავალი ეკლესია-მონასტრების აღწერილობა.

53. დავითგარეჯა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბ., 1978. - გვ.338-339. - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, როგორც რელიგიურ-კულტურული ცენტრი.

54. ერთი მეინახეთაგანი //ცნობის ფურცელი. - 1899. - N855. - იოანე ნათლისმცემლისა და დავით გარეჯის უდაბნოს შესახებ.

55. ვოლსკაია ა. დავით გარეჯის ძეგლების შესწავლის პრობლემები გიორგი ჩუბინაშვილის გამოკვლევებში //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXVI სამეცნიერო სესია მიძღვნილი გ. ჩუბინაშვილის დაბადების 95-ე წლისთავისადმი. მუსაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები 1981 წლის 29-30 იანვარს. - თბ., 1981. - გვ.13-16.

56. თვალჭრელიძე ზ. გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნო - მონასტერი // ძეგლის მეგობარი. კრ.80. - 1988. - გვ.12-21. - იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული თავისებურებანი, განვითარების პერიოდები (გვიანფეოდალური და და ახალი ხანა-XIX ს.) 1980 - 1981 და 1983-1987 წლებში საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მონასტერში ჩატარებული კვლევა-ძიების მასალების მიმოხილვა.

57. თვალჭრელიძე ზ. დოდოს რქის უდაბნო-მონასტერი. - თბ., 1993. - 16გვ. - ნათლისმცემლის უდაბნოს შესახებ არსებული მასალების მიმოხილვა.

58. თვალჭრელიძე ზ. ქებულაძე ნ. გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევის ახალი ასპექტი(ნავთობი IX-X სს. ჭრაქებში) //ძეგლის მეგობარი. - 2000. - N2 (109). - გვ.18-22. - რეზ. ინგლ. ენაზე. - გარეჯის კომპლექსის ქვაბების მონასტერში აღმოჩენილ ჭრაქებში "შავი მასის" ანალიზის შედეგები. მოკლე ცნობები მონასტრის ისტორიასა სდა არქიტექტურაზე.

59. კალისტრატე მღვდელ-მონაზონი წმიდა დავით გარეჯელის უდაბნო. - თბ., 1884. - 32გვ. - გარეჯის უდაბნოს დაარსების ისტორია და მის შესახებ არსებული გადმოცემები.

60. კლდიაშვილი დ. და სხვ. გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია. - 1985. - N1. - გვ.183-192. - სამონასტრო კომპლექსის ეპიგრაფიკული შესწავლის მიზნით 1984 წელს ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელთა კომპლექსში მივლინების წინასწარი ანგარიში.

61. კლდიაშვილი დ. სხირტლაძე ზ. გარეჯის ნაკაწრი ნახატები // საბჭოთა ხელოვნება. - 1990. - N5. - გვ.71-79. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ისტორიის ინსტიტუტის გაერთიანებული ექსპედიციის შედეგედ გარეჯის მონასტრებში მოპოვებული ნახატი-გრაფიტების სისტემატიზაცია და ანალიზი.

62. მირიანაშვილი ლ. დავით-გარეჯის ისტორია //დავით გარეჯი. - თბ., 1996. - გვ.10-15. - გარეჯის აღწერილობა, დაარსების ისტორია, "ათცამეტ ასურელ მამათა" მოღვაწეობა, კომპლექსის განვითარება. მოხსენიებული არიან: ილარიონ ქართველი (IX ს.) და წინამძღვარი დავით მაჭუტაძე (XVII ს.).

63. დავით გარეჯის კლდის მონასტერები //მაჩაბელი კ. შედევრები და საუკუნეები.- თბ., 2001. - გვ.157-169. - გარეჯის დაარსების ისტორია, განვითარების ეტაპები, კომპლექსის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

64. მელიქსეთ - ბეგი ლ. გარეჯის მრავალმთის სომხური ეპიგრაფიკა და პოლიგლოტური წარწერა - ქართულ - სომხურ - სპარსულ - უიღურული //ენიმკის მოამბე. ტ.V-VI-B. - 1940. - გვ.153-175. - დავითის ლავრის, უდაბნოს ანუ წამებულის, ბერთუბნის მონასტრებში შემორჩენილი სომხური წარწერებისა და სატრაპეზოს ქვეშ მოთავსებული 1325 წლით დათარიღებული წარწერის შესახებ.

65. მელითაური კ. ბერთუბნის მონასტრის საამშენებლოი ხუროთმოძღვრული ორგანიზაცია // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.XXIV.-N1. - გვ.115-120. - ბერთუბნის მონასტერში 1958 წელს ისტორიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების მიერ ჩატარებული ექსპედიციის მასალები.

66. მივიწყებული დავითგარეჯი //არტანუჯი. - 1996. - N5. - გვ.8-16. - დავით გარეჯის რეალობასა და პერსპექტივებზე ჟურნალ "არტანუჯის" კორესონდენტ ბ. კუპატაძის ინტერვიუ ფონდ "უდაბნოს" დამაარსებელ ლ. მირიანაშვილთან.

67. მორჩილი. დავით გარეჯის მონასტერი და მისი დღეობა //ცნობის ფურცელი. - 1899 (6ივნ.). - N836. - გვ.2.

68. დმანისიდან ქვეშამდე //მუსხელიშვილი ლ. არქეოლიგიური მოგზაურობა მაშავრის ხეობაში. - თბ., 1941. - გვ.33-34. - სამონასტრო კომპლექსის ნანგრევების სახით შემორჩენილი მთავარი და მცირე ეკლესიების მოკლე აღწერილობა.

69. ლაშქარიჯვრელი. ს. საგარეჯო //ივერია. - 1902 (23 ივნ.). - N131. - გვ.2. - დოდოს რქის ეკლესიის გაპარტახების გამო.

70. ნათლისმცემელი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984.- გვ.299. - სამონასტრო კომპლექსის ნათლისმცემლის მონასტრის ხუროთმოძღვრება და მხატვრული გაფორმება.

71. საბინინი მ. ჩემი პასუხი იოანე გრიგორის ძეს ბერძენოვს // დროება. - 1881 (27ივნ.). - N133. - გვ.2-3. - წმინდა დოდოს ნაწილთა გადმოსვენების შესახებ.

72. სილოგავა ვ. წარწერები გარეჯის მრავალმთიდან (IX-XIII სს). - თბ., 2000. - გვ.285. - გარეჯის გამოქვაბულთა 1995 წელს აღმოჩენილი უცნობი კომპლექსის-მრავაწყაროს ორი ეკლესიის IX-XIII სს. წარწერების სტილისტური ანალიზი.

73. სილოგავა ვ. თარიღის აღმნიშვნელი წარწერა გარეჯის მრავალწყაროდან //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.158. - 1998. - N1. - ფონდ "უდაბნოს" მიერ გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში მიკვლეული უცნობი სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი თარიღიანი (851 წ.) წარწერის შესახებ.

74. სხირტლაძე ზ. ბერთუბნის ტაძრის მოხატულობის ფრაგმენტები საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან // ძეგლის მეგობარი. - 1983. - N63. - გვ.59-65; 1983. - N65. - გვ.63-69. - ბერთუბნის ტაძრის მოხატულობის ფრაგმენტები და დედნისეული ფრაგმენტების ადგილი ტაძრის ფერწერული შესრულების სისტემაში.

75. სხირტლაძე ზ. ბერთუბნის ტაძრის მოხატულობის იკონოგრაფიისათვის //საბჭოთა საქართველოს 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზიგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ახალგაზრდა მეცნიერთა III რესპუბლიკური კონფერენციის მასალები. - თბ., 1981. - გვ.142-144. - ბერთუბნის გამოქვაბული მონასტრის მთავარ ეკლესიაში შემორჩენილი წმინდა მარიამის ყრმობის ამსახველი ფერწერის იკონოგრაფიულ-სტილისტური ანალიზი.

76. სხირტლაძე ზ. დავით გარეჯის ფრესკული მხატვრობა //დავით გარეჯი. - თბ., 1996. - გვ.16-19. - გარეჯის კომპლექსის მონასტრებში შემორჩენილი მონუმენტური ფერწერის იკონოგრაფიული დახასიათება და ორგინალური თავისებურებანი.

77. სხირტლაძე ზ. ისტორიულ პირთა პორტრეტები გარეჯის მრავალმთის ქოლაგირის მონასტერში. - თბ., 2000.-134გვ. - ქოლაგირის მთავარ ტაძარში ისტორიული პირების გამოსახულებათა და ფრაგმენტულად შემორჩენილი წარწერების დახასიათება.

78. სხირტლაძე ზ. კვლავ ნათლისმცემლის მონასტრის საკტიტორო გამოსახულებების შესახებ //საბჭოთა ხელოვნება. - 1987. - გვ.108-118. - ბეთანიის ეკლესიაში პორტრეტებისა და ნათლისმცემლის ტაძრის მოხატულობაში წარმოდგენილი პორტრეტების იდენტიფიკაციის შესახებ.

79. სხირტლაძე ზ. რაზე მეტყველებენ კედლები //ძეგლის მეგობარი. - 1991. - N1. - გვ.49-54. - დავით გარეჯის წმინდა დოდოს მონასტრის მთავარი ტაძრის საკურთხეველთან შესრულებეული საკტიტორო პორტრეტის თარიღისათვის.

80. სხირტლაძე ზ. საბერეების ფრესკული წარწერები. - თბ., 1985. - გვ.152. - საბერეების ეკლესია-სამლოცველოს IX-X საუკუნეების ფრესკული წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი თავისებურებანი.

81. სხირტლაძე ზ. ღვთისმშობლის ცხოვრების აპოკრიფული ციკლი ბერთუბნის ტაძრის მოხატულობაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია. - 1982. - N2. - გვ.114-133. - ბერთუბნის ტაძრის მოხატულობაში არსებულ წმინდა მარიამის ცხოვრებასთან დაკავშირებული სიუჟეტების იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნები.

82. სხირტლაძე ზ. წმ.შიო ახლის და მის თანამოწამეთა სამარტვილე გარეჯის მრავალმთის დავითის ლავრაში //შოთა მესხია- 90.-თბ., 2006.- გვ.214-223. - კლდეში გამოკვეთილი მომცრო გამოქვაბული სამარტვილე-დახასიათება.

83. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ძეგლთა მდგომარეობისა და მათი მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების შესახებ //ძეგლის მეგობარი. - 1976. - N41. - გვ.5-6.

84. ტ[არასი] ა[რქიმანდრიტი] "აღწერა საქართველოს მონასტერთა". "უდაბნო ღირსის მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისა". "უდაბნო წმიდისა წინამორბედისა იოანე ნათლისმცემლისა" // საქართველოს სასულიერო მახარებელი.- 1864.- N7. - გვ.24-26; N8. - გვ.36-50. - N9. - გვ.49-76. - დავით გარეჯის უდაბნოს, იოანე ნათლისმცემლის კომპლექსისა და აქ მოღვაწე მეუდაბნოეთა ცხოვრების აღწერილობა.

85. ქვლივიძე ი. დავით-გარეჯა - თბ., 1981. - 31გვ. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. - საქართველოს ფეოდალური ხანის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მოკლე ისტორია.

86. გარეჯი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.301-312. - უდაბნოს, ბერთუბნისა და საბერეების კომპლექსში შემორჩენილი ბერძნული ფრესკული წარწერების, დოდოს რქის, უდაბნოს, ნათლისმცემლის ეკლესიათა და სათავსოთა კედლებზე ამოკვეთილი ბერძნული გრაფიტოების დახასიათება.

87. შინაური ქრონიკა //დროება. - 1884 (28 მარტი) (N69. - გვ.1-3. - მამა კალისტრატეს ბროშურის "წმინდა დავით გარეჯელის უდაბნოს" შესახებ.

88. ჩვენ შევიტყვეთ ნამდვილათ რომ...// დროება. - 1879 (4მარტი). გვ.3. - დავით გარეჯის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების შესახებ.

89. [კარბელაშვიული] ცხვილოელი პოლ. დავით გარეჯის უდაბნოში //ივერია. - 1895 (22აგვ.). - N179. - გვ.1-2.

90. [კარბელაშვილი] ცხვილოელი პოლ. დავით გარეჯის უდაბნო //ივერია. - 1893 (28 მარტი). -N64. - გვ.2.

91. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. თბ., 1995. - გვ.101-102. - დავით გარეჯის კომპლექსის მოკლე აღწერილობა.

92. ჯანდიერი. დავით გარეჯა //პიონერი. - 1962. - N2. გვ.30.

93. ხელ-ი ნათლისმცემლის უდაბნო კახეთში //ივერია. - 1886. - N207.

94. ჯოჯუა თ. გარეჯის ქვაბოვანი სავანეების საისტორიო გეოგრაფიის საკითხები //ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი. საერთაშორისო სიმპოზიუმი.- თბ., 2000. - გვ.108. - ქვაბოვან სავანეთა სრული ნუსხა, წერილობით წყაროებში დადასტურებული ზუსტი სახელწოდებები, ქრონოლოგიური, გეოგრაფიული და სემანტიკური ურთიერთმიმართება.

95. იამბე, ციხის ნაშალო.... - თბ., 2007. - გვ.54. - გარეჯის შესახებ არსებული ლეგენდა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

96. ჯანდიერი დავით გარეჯა //პიონერი. - 1962.- N2.- გვ.30. - მოკლე ცნობები გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ.

97. სხირტლაძე ზ. იოანე მამასახლისის საქტიტორო მოღვაწეობა და გარეჯის მრავალმთის ნათლისმცემლის მონასტერში //სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში. გარეჯა და ქრისტიანული აღმოსაცვლეთი. - თბ., 2002. - გვ.133-161. რეზ. ინგლ. ენაზე (გვ.162-165). - ნათლისმცემლის მონასტრის კლდეში ნაკვეთი მომცრო ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მოხატულობის თავისებურებათა შესახებ. ტაძრის აგების სავარაუდო თარიღი.

98. სხირტლაძე ზ. სამეფო ქტიტორული პორტრეტი გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მთავარ ტაძარში //საბჭოთა ხელოვნება. - 1983.- N11.- გვ.98-116. - ნათლისმცემლის მთავარი ტაძრის კედლებზე მოთავსებული ისტორიული პირების ფერწერული პორტრეტების გახსნის შედეგად აღმოჩენილი მასალა, მონუმენტურ ფერწერის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი. ტაძრის აგების თარიღის დადგენის გზები.

99. "განშორებულთა სიკეთე მამა დავით". დავითგარეჯა //საქართველოს სულიერი საგანძური.წიგნი I.- თბ., 2005. - გვ.23-30. - გარეჯის კომპლექსის გეგოგრაფიული სივრცე, ისტორია, ფრესლული მხატვრობის თავისებური სკოლა, ძეგლის მნიშვნელობა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ ცხოვრებაში. - ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დართული აქვს ძეგლის ფოტოები.

100. სხირტლაძე ზ. წმ.ელია წინასწარმეტყველის ეკლესია გარეჯის მრავალთავის უდაბნოს მთაზე. გაწმენდითი და საკონსერვაციო სამუშაოები //მშვენიერება მოსილი სევდით. თამარ გამსახურდია - 70 საიუბილეო კრებული. - თბ., 2007. - გვ.319-330. - 1999 წელს წმინდა ელიას სახელობის ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ტექსტს დართული აქვს: ეკლესიის გეგმა, ჭრილები და აღმ.ფასადის ჩანახატები, 14 ფოტო-სამუშაოების საწყისი ეტაპიდან დასასრულამდე. მოხსენიებულნი არიან: ა.მურავიოვი, არქიმანდრიტი სოფრომი (1845 წ.), გ.ჩუბინაშვილი, არქიტექტორი მ.კიკნაძე, რესტავრატორი თ.აბრამიშვილი.

101. საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქია: გარეჯის მრავალმთა; წმ.იოანე ნათლისმცემლის მონასტერი: მამათა; წმ.დავით გარეჯელის მონასტერი (სტავროპიგიალური):მამათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.97-104. - ძეგლების ისტორია, სამონასტრო ცხოვრების განვითარების ეტაპები, გარეჯის ლიტერატურული სკოლა-კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, ცნობები გარეჯში მოღვაწე პირების შესახებ, აღდგენითი სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: ილარიონ ქართველი (IX ს.), ანტონ გლონისთავისძე (XII ს.), ონოფრე მაჭუტაძე (XVII ს.), ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბესარიონი (ორბელიშვილი-ბარათაშვილი, XVIII ს.), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელმონაზონი ირაკლი (მახარაძე, ამჟამად ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი) და სხვები. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.

102. განვითარებული ფეოდალიზმი: დავით-გარეჯი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. თბ., 1995.- გვ.101-102. - ანსამბლის მოკლე აღწერილობა, კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა - ზოგადი მიმოხილვა. ტექსტს ახლავს უდაბნოს სატრაპეზოს მხატვრობის ფოტო (გვ.103, 113.).

103. უდაბნო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X.- თბ., 1986.- გვ.101. - მოკლე ცნობა დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს სამონასტრო ანსამბლის შესახებ.

104. დავითგარეჯის მონასტრები:ლავრა უდაბნო //ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრი. - თბ., 2008. - 123გვ. - ფოტოალბომი. ტექსტი მოცემულია ქართ. და ინგლ. ენებზე.

105. დავით გარეჯა. ნათლისმცემლის მონასტერი. სტელა-ჯვარი //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.114-115. - მონასტრის სტელა - ჯვრის წარწერის - მოსახსენიებელი მართუეცისა - აღწერილობა, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.26).

106. ალიბეგაშვილი გ. თამარ მეფის ოთხი პორტრეტი //ძეგლის მეგობარი. - 1966.- კრ.8.- გვ.15-16. რეზ. რუს. ენაზე. - მოკლე ცნობა ბერთუბნის ეკლესიის შესახებ. აღნიშნულია თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის გამოსახულებათა თაობაზე.

107. ბერთუბნის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.2.- თბ.,1977.- გვ.318. - მოკლე ცნობა XII საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის სახ. დარბაზული ტიპის ეკლესიისა და სატრაპეზოს შესახებ. მოცემულია ძეგლის კედლის მოხატულობის ფრაგმენტის ფოტო.

108. ბულია მ. ისტორიულ პირთა გამოსახულებები "ნათლისმცემლის" მონასტრის საკრებულო ტაძარში //საქართველოს სიძველენი. ტ.7-8. -2005. - გვ.168-210. რეზ. ინგლ. ენაზე. - იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. ტაძრის კედლის მოხატულობის (წარმოდგენილი ისტორიულ პირთა უმაგალითო მრავალრიცხოვნებით: წმ.ლუკიანე, წმინდა მამები, წმ.დავით გარეჯელი, კათალიკოსი თეოდორე, ბაგრატ IV, დავით აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი, დავით სოსლანი, გიორგი-ლაშა) ვრცელი მხატვრულ-სტილისტური ანალიზი, მათი შესრულების სავარაუდო თარიღი. მოხსენიებულნი არიან: ექვ. თაყაიშვილი, ა.მურავიოვი, ა.ვოლსკაია, ე.ვისტმონდი, ე.პრივალოვა, ზ.სხირტლაძე, გ.ოთხმეზური. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (ფოტო ნ. კუპრაშვილისა).

109. მირიანაშვილი ლადო, გარეჯის ადრეული მონასტიციზმი და ჩიჩხიტურის ზოსიმე–პიმენის კერძო სამლოცველოს მოხატულობის პროგრამა, როგორც ბერული ცხოვრების არსის ანარეკლი. კრებულში: Analecta Iberica (ისტორიის, რელიგიისა და კულტურის საკითხები), I, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კლდის ძეგლები, თბ. 2001, გვ.164–273.

110. მირიანაშვილი ლადო - ჩიჩხიტურის მონასტერი და მისი უცნობი კედლის მხატვრობა