topmenu

 

ერთაწმინდა - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ერთაწმინდა (კასპის რ-ონი) ბიბლიოგრაფია:

1. გომელაური ი. ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XVIII სამეცნიერო სესია. 1962 წლის 7-8 დეკემბერი: მოხსენებათა თეზისები. - თბ., 1962. - გვ.12-18. წმ. ესტატეს სახელობის გუმბათიანი ეკლესიის არქიტექტურისა და აგების თარიღის შესახებ.

2. გომელაური ი. ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა. - თბ., 1976. - 68 გვ. ტაძრის არქიტექტურული და დეკორატიული ფორმების ანალიზი, ძეგლის დათარიღება.

3. ერთაწმინდა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.75. მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

4. ერთაწმინდა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - 1979. - გვ.183. სოფ. ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია-მოკლე ცნობები.

5. ერთაწმინდა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.156 -158  - წმ. ესტატეს სახ. ჯვარგუმბათოვანი ტაძრის, გალავნის, სამრეკლოს, სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთების ხუროთმოძღვრებისა და ფასადთა დეკორატიული გაფორმების ვრცელი ანალიზი. ტექსტს დართული აქვს ტაძრის გეგმა, განივი განაკვეთი აღმ.-კენ, გეგმა.

6. ერთაწმინდის ტაძრის აღწერა //იოსელიანი პლ. დიდი მოურავი გიორგი სააკაძის ცხოვრება. - თბ., 1973. - გვ.71-82. ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება; ჯვარ-ხატებისა და სამკაულების აღწერილობა.

7. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.22-25. ტაძრის მდებარეობა, ისტორია, მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება და ძეგლის შესახებ არსებული ხალხური გადმოცემები და ხატობის - ერთაწმინდობისშესახებ; ქვიტკირით ნაგები ორი, მრგვალი კოშკის აღწერილობა.

8. ნუცუბიძე ა. ეროვნული თვითშეგნების ნათელი ფურცელი //ძეგლის მეგობარი. - 1986. - N73. - გვ.44-46. XIII საუკუნის ეკლესიის აღწერილობა და შემორჩენილი ოთხსტრიქონიანი წარწერის განხილვა.

9. მატერიალური და სულიერი კულტურა //პავლიაშვილი დ. თეძამ-კავთურას ხეობა.- თბ., 2005. - გვ.83-100. პლატონ იოსელიანის ცნობები ერთაწმინდისა და ქვათახევის მონასტრების შესახებ. ძეგლის მოკლე არქიტექტურული დახასიათება და მის შესახებ არსებული თქმულება. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის ფოტო.

10. ერთაწმინდა //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი. ტფ., 1907. - გვ.213-221. XI-XII საუკუნეების ძეგლის-ერთაწმინდის ტაძრის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, წარწერების, ხატების, წიგნებისა და საფლავის ქვის ეპიტაფიის აღწერილობანი.

11. გომელაური ი., ჩხარტიშვილი ა. ერთაწმინდის ტაძარი //ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვ. მეორე: საკითხავი ყმაწვილთათვის. - თბ., 2007. - გვ.5-9. XIII საუკუნის გუმბათიანი ტაძრის მდებარეობის, სამშენებლო ეტაპების, შიდა სივრცის(აზიდულობა, განათება), ძლიერ დზიანებული მოხატულობისა და გეომეტრიული ფორმების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, ექვ. თაყაიშვლი, პლ. იოსელიანი, გიორგი სააკაძე; მწერალი სეზან ერთაწმინდელი. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.

 


ბმულები ინტერნეტ სივრცეში: