topmenu

 

ჭულე, ჭულევი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ჭულეს ეკლესია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.407.

ჭულეს ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIV საუკუნის წმ.გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, პატარა ზანავში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდ. ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება საფარისა და ზარზმის მონასტრების ხუროთმოძღვრულ ჯგუფს. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და 2 ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. სესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათის ყელში 6 სარკმელია. კონქის ქუსლის სიმაღლეზე პროფილირებული სარტყელი გარს უვლის მთავარ ჯვაროვან სივრცეს. განსაკუთრებით თვალში ცრუპატრონიკეები. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: აქ შიგა სივრცე უფრო კომპაქტურია. მკლავები და კუთხის ნაწილები უფრო შემჭიდროებულია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო და გუმბათიც უფრო მაღალი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ქვედა კორპუსის ამაღლება და გუმბათის დიამეტრის სიმცირე. ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წ.

 

 

 

 

 

**************************************************************************

ჭულეს მონასტერი - ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ. 15, საკითხავნი ყმაწვილთათვის // გამ. ციცინათელა, თბ., 2007 წ.,  გვ. 277 - 278

ჭულეს მონასტერი. ისტორიულ სამცხეში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში დღევანდელი ადიგენის რაიონი, ადიგენიდან 5 კმ-ზე, ფერსათის მთების ძირში მდებარეობს ჭულეს მონასტერი, რომელიც ნათლად მეტყველებს მესხ ათაბაგ - ჯაყელთა საზოგადოდ კულტურულ და კერძოდ აღმშენებლობით ღვაწლზე. მონასტერი საკმაოდ მოზრდილ ქვაბულშია, სადაც სამეურნეო და  საცხოვრებელ ნაგებობათა კვალი შეიმჩნევა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიტყვა „ჭულე" ძველ ქართულში „ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა.... << ტექსტი სრულად აქ...<<