topmenu

 

ჭულე - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ჭულე (ადიგენის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. კუტალაძე გ. მაისურაძე ო. ჭულე. - თბ., 2008. - 62 გვ. - ეკლესიის გეოგრაფიული სივრცე, ისტორია, ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება, ეტიმოლოგია, შედარება საფარისა და ზარზმის ტაძრებთან, ხელნაწერებისა და სიძველეთა მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, ვ.ბერიძე, მ.ბროსე, პ.უვაროვა, დ.ბაქრაძე, ვახუშტი ბატონიშვილი, გ. ბოჭორიძე, რ.შმერლინგი, ვ.ტოლმაჩევსკაია, გ.ბედოშვილი, ვ.სამსონაძე და სხვები. ახლავს ძეგლის ხედებისა და ფრესკების ფოტოები (ავტორი რ.კორშია). ტექსტი ქართ.და ინგლ. ენებზე.

2. ჭულის ეკლესია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.407. - წმინდა გიორგის სახელობის გეგმით სწორკუთხა ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ტაძრის ორო ფოტო.

3. ალხაზიშვილი ნ. ჭულე //ძეგლის მეგობარი. - 1974. - N35. - გვ.29-33. - XIII საუკუნის ტაძრის ნანგრევების აღწერილობა.

4. ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში. - თბ., 1952. - გვ.152-156. - ჭულის გუმბათოვანი ეკლესიის არქიტექტურულ-მხატვრული გაფორმება, წარწერების ანალიზი.

5. ჭულე //ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI სს.. - თბ., 1955. - გვ.139-151. - ძეგლის არქიტექტურისა და მხატვრული გაფორმების შესახებ. ტაძრის თაობაზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურის განხილვა.

6. ჭულე //ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები. - თბ., 1970. - გვ.74-76. - ჭულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ისტორია, მხატვრულ - ხუროთმოძღვრული ანალიზი, შედარება საფარისა და ზარზმის ტაძრებთან. ტექსტს ერთვის სამრეკლოს (აღარ არსებობს), ტაძრის აღმოსავლეთი ფასადისა და საერთო ხედის ფოტოები.

7. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია: ჭულევის წმ. გიორგის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.25-26. - დაარსება, მდგომარეობა 1973 წლისათვის, შემდგომ ჩატარებული გაწმედითი და სარესტავრაციო სამუშაოები - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ქართული ხელოვნების ინსტირიუტის თანამშრომლები: ნ.ჩუბინაშვილი, ნ.ალხაზიშვილი; ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), არქიმანდრიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რესტავრატორი ბეჟან ბერიძე და სხვები. ტექსტს ახლავს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა (XIV ს.) და ჭულეთის ბერ-მონაზონთა სენაკების (XX ს-ის 90-იანი წლები) ფოტოები.

8. ახალციხე და მისი მიდამოები //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია. - თბ., 1977. - გვ.49-50. - ანსამბლის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა და ისტორია.

9. ბერიძე ვ. ადიგენის რაიონის ისტორიული ძეგლები // გაზ. "ადიგენის კოლმეურნე". - 1947 (28 ოქტ.).

10. რეხვიაშვილი მ.შალვა, სამცხის სპასალარი და ათაბაგი //ძეგლის მეფობარი. - 1986. - კრ.73. - გვ.40-43. - ისტორიული წყაროები ჭულის ტაძრის შესახებ. მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონი, სარგის, შალვა, ბექა, ყვარყვარე ჯაყელები. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

11. გ.კუტალაძე - ჭულეს მონასტერი // ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ.15, საკითხავნი ყმაწვილთათვის, გამ.ციცინათელა, თბ., 2007 წ., გვ.277 - 278