topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

აკაურთა - ქართული წარწერების კორპუსი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

აკაურთას ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო. - თბ., 1980, გვ.71-72.

აკაურთას ეკლესია - ერთდარბაზიანი ეკლესია, სოფ.აკაურთაში (ბოლნისის რ-ნი): მდ.მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ქ.ბოლნისიდან დასავლეთით 7 კმ მანძილზე. ეკლესია, ხუროთმოძღვრული ნიშნებით, თანადროულია ბოლნისის სიონისა, მაგრამ განუცდია გვიან გადაკეთება (ლ.რჩეულიშვილი). ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია აშენების თანადროული (წარწერის მცირე ფრაგმენტი და რამდენიმე გვიანდელი ასომთავრული წარწერა. ეკლესიას მიაკვლია და შეისწავლა ლ.რჩეულიშვილმა. მანვე გამოაქვეყნა პირველი ცნობა ძეგლის უძველესი რელიეფური წარწერის ფრაგმენტის შესახებ.

V ს. ფრაგმენტი საამშენებლო წარწერისა

ეკლესიის ჩრდილოეთის ფასადზე, ამოქოლვილი კარის თავზე, გვიანდელი სარკმლის ქვემოთ, გრძელ ბლოკზე (კარის ბალავარი?) (სიგრძე - 233), გეომეტრიული სახის ჩუქურთმის ზემოთ, გამოქანდაკებულია რელიეფური, ასომთავრული წარწერა, რომლის მხოლოდ ერთი სტრიქონის მცირე ფრაგმენტი შემოგვრჩა. წარწერის სიგრძე 92; გრაფემების სიმაღლე 7-7,5; სიგანე 3-3,5-4. წარწერის აღდგენა არ ხერხდება. განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ჩანს.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

დაზიანება: წარწერის გრაფემების დიდი ნაწილი მთლიანად მოტეხილია, შემორჩენილი გრაფემებიც დაზიანებულია (ლ.რჩეულიშვილას ვარაუდით ბლოკი უფრო მაღალი იყო და მის დაზიანებასთან ერთად დაკარგულა წარწერის დასაწყისიც).

წარწერის დათარიღების საფუძველი:

1) პალეოგრაფიული ნიშნები: ყ. გრაფემა თავშეკრულია, რ გრაფემის რკალები ახლოსაა  ბუნთან, ე - ს არა აქვს მარცხნივ გაზიდული ხაზი.

2) ეკლესიის აგების დრო, ხუროთმოძღვრული ნიშნების მიხედვით.