There are no translations available.
ქორეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 610 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი. სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები - ორი ეკლესია. ერთი დგას ბორცვზე, როგორც ჩანს წინარექრისტიანული სალოცავის ადგილზე და მეორე - ღვთაების ეკლესია - სოფლის თავში მდებარეობს. აშენებულია მე-10 საუკუნსი ბოლო ათეულ წლებში. ნაგებობა დარბაზულია, სამხრეთ -დასავლეთით მთელ სიგრძეზე კარიბჭე აქვს მიშენებული. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. ფასადები ზომიერად მოჩუქურთმებულია. შემოსილია სუფთად გათლილი ქვის პერანგით. 1945 და 1955 წელს ქორეთში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 2 ყორღანული სამაროვანი. აქ აღმოჩენილ ინვენტარს დიდი კავშირი აქვს მტკვარ-არაქსის კულტურასთან. სამაროვანზე მიცვალებულები იმარხებოდნენ ძვ.წ. III ათასწლეულში.
გამოყენებული წყაროები:
1. ქორეთის ეკლესიები - ოთარ ჯაფარიძე, ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეი მესამე, ტ.15., თბ., გამ "ციცინათელა, 2007 წ., გვ.134
2. საბჭოთა ენციკლოპედია
3. http://ka.wikipedia.org
ქორეთის ეკლესიები (საჩხერის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. გავაშელი ვ. ქორეთის "წმინდა გიორგის" ეკლესია //გაზ. "ახალი ცხოვრება" (საჩხერე). - 1965. - 9 სექტემბერი. - ქორეთის ანუ "უდერძის" წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე ლოდის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება.
2. გაფრინდაშვილი გ. 1000 წლის სამშენებლო წარწერა ქორეთის ეკლესიაზე //ძეგლის მეგობარი. - 1970. - N21. - გვ.54-60.
3. ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები. - თბ., 1995. - გვ.131-137. - სოფ. ქორეთის მაცხოვრის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრების, მხატვრული გაფორმების, მხატვრობისა და წარწერების შესახებ. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტოები (სურ. 14,15).
4. ქორეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.549. - ღვთაების სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
5. ქორეთი, ღმრთაების ეკლესია //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.). - თბ., 1980. - გვ.37-38; გვ.119-122. - ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე , მინაშენზე, ფასადსა და ქნის ფილაზე ამოკვეთილი წარწერის აღწერილობა. მოხსენიებულია გ.გაფრინდაშვილი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.12).
6. უზნაძე ი. XI საუკუნის დეკორატიული ძეგლი ლაშედან. - თბ., 1962. - გვ.52-54. - მოკლე ცნობა ქორეთის ეკლესიის შესახებ.
7. ქორეთის ეკლესიები - ოთარ ჯაფარიძე, "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, ტ.15., თბ., გამ. "ციცინათელა", 2007 წ., გვ.134
|