topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქორეთის ეკლესია
There are no translations available.

 

 

ქორეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 610 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი.  სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები - ორი ეკლესია. ერთი დგას ბორცვზე, როგორც ჩანს წინარექრისტიანული სალოცავის ადგილზე და მეორე - ღვთაების ეკლესია - სოფლის თავში მდებარეობს. აშენებულია მე-10 საუკუნსი ბოლო ათეულ წლებში. ნაგებობა დარბაზულია, სამხრეთ -დასავლეთით მთელ სიგრძეზე კარიბჭე აქვს მიშენებული. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. ფასადები ზომიერად მოჩუქურთმებულია. შემოსილია სუფთად გათლილი ქვის პერანგით. 1945 და 1955 წელს ქორეთში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 2 ყორღანული სამაროვანი. აქ აღმოჩენილ ინვენტარს დიდი კავშირი აქვს მტკვარ-არაქსის კულტურასთან. სამაროვანზე მიცვალებულები იმარხებოდნენ ძვ.წ. III ათასწლეულში.

გამოყენებული წყაროები:

1. ქორეთის ეკლესიები - ოთარ ჯაფარიძე, ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეი მესამე, ტ.15., თბ., გამ "ციცინათელა, 2007 წ., გვ.134

2. საბჭოთა ენციკლოპედია

3. http://ka.wikipedia.org

 

 

 

ქორეთის ეკლესიები (საჩხერის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. გავაშელი ვ. ქორეთის "წმინდა გიორგის" ეკლესია //გაზ. "ახალი ცხოვრება" (საჩხერე). - 1965. - 9 სექტემბერი. - ქორეთის ანუ "უდერძის" წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე ლოდის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება.

2. გაფრინდაშვილი გ. 1000 წლის სამშენებლო წარწერა ქორეთის ეკლესიაზე //ძეგლის მეგობარი. - 1970. - N21. - გვ.54-60.

3. ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები. - თბ., 1995. - გვ.131-137. - სოფ. ქორეთის მაცხოვრის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრების, მხატვრული გაფორმების, მხატვრობისა და წარწერების შესახებ. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტოები (სურ. 14,15).

4. ქორეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.549. - ღვთაების სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

5. ქორეთი, ღმრთაების ეკლესია //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.). - თბ., 1980. - გვ.37-38; გვ.119-122. - ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე , მინაშენზე, ფასადსა და ქნის ფილაზე ამოკვეთილი წარწერის აღწერილობა. მოხსენიებულია გ.გაფრინდაშვილი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.12).

6. უზნაძე ი. XI საუკუნის დეკორატიული ძეგლი ლაშედან. - თბ., 1962. - გვ.52-54. - მოკლე ცნობა ქორეთის ეკლესიის შესახებ.

7. ქორეთის ეკლესიები - ოთარ ჯაფარიძე, "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, ტ.15., თბ., გამ. "ციცინათელა", 2007 წ., გვ.134