topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ერთაწმინდა
There are no translations available.


ერთაწმინდა - სოფელი კასპის რაიონში (ახალქალაქი სოფსაბჭო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 840 მ, კასპიდან 20 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 16 კმ... სოფელში დგას XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა ესტატეს ეკლესია. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორთავისუფლად მდგომ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ფასადების მდიდრული მორთულობა (უმეტესად კარ-სარკმელთა საპირეებისა და ჯვრების ჩუქურთმები) ტექნიკურად კარგი ხარისხისაა, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მშრალია და დაქუცმაცებული. ეკლესიას გვიანდელი შეკეთება - გადაკეთების კვალი ეტყობა. XVII საუკუნის დასაწყისიდან იგი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ეკლესიაში დაკრძალულია გიორგი სააკაძეს ვაჟის - პაატას თავი, აგრეთვე მწერალი ს.ერთაწმინდელი....

ერთაწმინდა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - 1979. - გვ.183.

ერთაწმინდა"ესტატე წმინდის" შეცვლილი ფორმაა. წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარს აქვს მხატვრობაც, მაგრამ იგი განსაკუთრებით ფასადებით გამოირჩევა. მას ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. ისინი მკლავების ფრონტონებიდან იწყება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია აღმოსავლეთის ფასადი, ხსენებული ჯვრით, ღრმა, მდიდრულად მორთული ნიშებით და დიდი თუ მცირე სარკმლის საპირეებით. საგრძნობლად გვიანდელია ტაძრის გუმბათი, რომელიც რამდენადმე ამოვარდნილია პროპორციებიდან. მდიდრულად არის მორთული ეკლესიის პორტალები, რომლებიც მას სამი მხრიდან აქვს. დასავლეთით ეყრდნობა ორ თავისუფალ სვეტს, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII-XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს. XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.

 

 

 

 

 

*******************************************************************

გომელაური ი., ჩხარტიშვილი ა. ერთაწმინდის ტაძარი //ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვ. მეორე: საკითხავი ყმაწვილთათვის. - თბ., 2007. - გვ.5-9.

ერთაწმინდა სოფელია კასპის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, კასპიდან 20 კმ-ზე. სოფელ მეტეხიდან 16 კმ-ზე, ზღვის დონიდან 840 მ-ზე. სოფელში დგას XIII სს-ის წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარი, მდინარე თეძმის მახლობლად. ძეგლი აღმართულია მთის ფერდობზე, სოფლის შუაგულში. მახლობლად რამდენიმე სხვა ძეგლიცაა შემორჩენილი: გარიყულასთან (სოფელ ახალქალაქის განაპირა უბანი) მაღლობზე ფავნისის დარბაზული ეკლესია, ერთაწმინდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბორცვზე - "ზედა ციხის" ნანგრევები. ერთაწმინდის ეკლესიამ მკვლევართა ყურადღება ადრევე მიიქცია. ვახუშტი ბატონიშვილი თავის შრომაში "აღწერა სამეფოისა საქართველოსა" წერს: "არს თეძამზე ახალქალაქი, ამას ზეით ეკლესია გუმბათიანი ერთაწმინდისა, სასწაულმოქმედი"....<< ტექსტი სრულად აქ....