topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ნოქალაქევი - არქეოპოლისი, მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ნოქალაქევი (სენაკის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. აფაქიძე ა. ძველი ქალაქი-არქეოპოლისი ნოქალაქევი //ძეგლის მეგობარი.-1969.-N19.-გვ.10-15. - ნოქალაქევის აღწერილობა, ძველქართული და ბერძნული სახელწოდებანი, ქართული და ბიზანტიური საისტორიო წყაროთა ცნობები.

2. ზაქარაია პ. ნოქალაქევი-არქეოპოლისი.-თბ.,1979. - ნოქალაქევის ციხესიმაგრის, სასახლეების, სამნავიანი ბაზილიკის, სამეფო აბანოს, კოშკის ნაშთების აღწერილობა.

3. გეორგიკა: ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქრათველოს შესახებ.ტ.2.-თბ.,1965.-გვ.188-221. - მოკლე ცნობები არქეოპოლისის გეოგრაფიული სივრცისა და ბაზილიკის შესახებ.

4. გრძელიშვილი ი. ნოქალაქევის ციხე-ქალაქის მშენებლობის გეოლოგიური პირობებისა და ტექნიკის ზოგიერთი საკითხი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.IX.-1948.-N5.-გვ.323-328. - ციხე-ქალაქის კედლების წყობა და საამშენებლო ტექნიკა. ძეგლის დათარიღება.

5. ელიავა გ. აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი.-თბ.,1971.-გვ.67-72. -არქეოპოლისის (ნოქალაქევის) ტერიტორიაზე შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების - მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ნოქალაქევის ქვედა ციხის ეზოში ნაგები "ორმოცთა" ეკლესიის ფოტო.

6. ზაქარაია პ. კაპანაძე თ. ციხე-გოჯი, არქეოპოლისი-ნოქალაქევი. ხუროთმოძღვრება.-თბ.,1991. -მონოგრაფია. განხილულია ეგრისის დედაქალაქის ციხე-გოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევი ს(IV-VIII სს. - ხუროთმოძღვრული ნაგებობები. ტექსტს ერთვის მრავალფეროვანი საილუსტრაციო მასალა.

7. ქალაქები: ციხეგოჯი-ნოქალაქევი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.18-19. - მოკლე ცნობები ნოქალაქევის ციხის კონსტრუქციათა შესახებ.

8. ზაქარაია პ. ლომოური ნ. ციხე-გოჯი, არქეოპოლისი, ნოქალაქევი.-თბ.,1988.-გვ.1-33. - ბროშურაში განხილულია ნოქალაქევის ტერიტორიაზე განლაგებული მატერიალური კულტურის ძეგლები.

9. ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.15-16. - მოკლე ცნობები ნოქალაქევის შესახებ.

10. ზაქარია პ. და სხვ. ნოქალაქევის ექსპედიციის 1980-1981 წლების მუშაობის ანგარიში //საქართველოს სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები.VIII.-თბ.,1986.-გვ.86-87. - ნოქალაქევის შიდა ციხის აღწერილობა.

11. ზაქარაია პ. ნოქალაქევის ექსპედიციის 1978-1979 წლების მუშაობის მოკლე ანგარიში //საქართველოს სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები.VII.-თბ.,1980.-გვ.55-57. - ცნობები ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარე ძველი ბაზილიკისა და ეკლესიის შესახებ.

12. ზაქარაია პ. და სხვ. ნოქალაქევის ექსპედიციის 1973 წლის მუშაობის მოკლე ანგარიში //საქართველოს სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები.IV.-თბ.,1975.-გვ.101-102. - გათხრების შედეგად გამოვლენილი აბანოს, გაწმენდილი კოშკის შესახებ.

13. ზაქარაია პ. და სხვ. ნოქალაქევის ექსპედიციის მიერ 1976-1977 წლებში ჩატარებული მუშაობის ანგარიში //საქართველოს სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები.VI.-თბ.,1978.-გვ.78-80. - თავდაცვითი ნაგებობების შესახებ.

14. ზაქარაია პ. ნაქალაქარი. ციხე-გოჯი-ნოქალაქევის არქიტექტურა //სამეცნიერო შრომების კრებული. ხელოვნებათმცოდნეობა.-თბ.,2001.-N2.-გვ.74083. ილ.გვ.84-89. - 26 წლის არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული მასალები.

15. კაპანაძე თ. ნოქალაქევის "მისარონის" ეკლესია //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1988.-N1.-გვ.151-161. - მცირე ზომის ეკლესიის არქიტექტურული და მხატვრული დახასიათება. სავარაუდო დათარიღება.

16. ლომოური ნ. ნოქალაქევისა და ციხე გოჯის იგივეობის თაობაზე //მნათობი.-1979.-გვ150-159.

17. ნოქალაქევი-არქეოპოლისი. არქეოლოგიური გათხრები .ტ. I.-თბ., 1981.- 257გვ; ტ.II.- 1987.-313გვ. - არქეოლოგიური გათხრების 10 წლის შედეგების განხილვა. - კრებული მიძღვნილია ციხე გოჯი-ნოქალაქევი-არქეოპოლისის-ეგრისის სამეფო დედაქალაქის შესწავლისადმი.

18. ლომიტაშვილი დ. ლორთქიფანიძე ბ. სამშენებლო კერამიკის ტიპები ნოქალაქევის ნაქალაქარზე //ძეგლის მეგობარი.კრ.76.-1987.-გვ.63-67. - სამშენებლო კერამიკის კლასიფიკაცია.

19. ლორთქიფანიძე ბ. ნოქალაქევის ეკლესიებისა საეპისკოპოსო კათედრის არსებობის საკითხისათვის არქეოპოლისში //ძეგლის მეგობარი.-1999.-N1(104).-გვ.14-19. რეზ. ინგლ.ენაზე გვ.53. - ადრე შუა საუკუნეების ექვსი ეკლესიის დათარიღებისა და საეპისკოპოსო ცენტრის უქონლობის მიზეზთა შესახებ.

20. ლორთქიფანიძე ბ., ზაქარაია პ., ლომიტაშვილი დ. ახალი მასალები ეგრისის სამეფოს ქრისტიანობის გავრცელების საკითხისათვის //ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი. საერთაშორისო სიმპოზიუმი.-თბ.,2000.-გვ.50. - ნოქალაქევის არქიტექტურული ძეგლების მოკლე აღწერილობა.

21. მაკალათია ს. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია.-თბ.,1941.-გვ.229-232. - კონსტრუქციულ-არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ერთვის ციხის ფოტო.

22. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.50-51. - ციხე-გოჯის (ნოქალაქევის) მოკლე აღწერილობა.

23. ციხე გოჯი-ნოქალაქევი.-თბ.,1984.-78გვ. - ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევის შედეგები. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა.

24. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.I.-ტფ.,1936.-გვ.30-31. - ნოქალაქევში დაცული ორმოცი მოწამის გადაკეთებული ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულია ა.შნაიდერი. ტექსტს ახლავს სურ.8.

25. ნოქალაქევი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.VII.-თბ.,1984.-გვ.482. - ისტორიული ციხე-ქალაქის სახელწოდების ეტიმოლოგია, მოკლე ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება. ისტორიული წყაროების მიხედვით ციხე-ქალაქი ააგო ეგრისისა სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III ს. დასაწყისი).

26. ციხე-ქალაქები ციხეგოჯი-ნოქალაქევი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.20-25. - ციხის მდებარეობა, გათხრების შედეგები (მეფეთა ორი სასახლე, ორი აბანო, ექვსი ეკლესია), დაცვის სისტემის თავისებურებანი, კოშკების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ციტადელის მთავარი კოშკისა და გალავნის კარის ფოტოები.

27. ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.)დასავლეთ საქართველო: ციხეგოჯი-(არქეოპოლისი)-ნოქალაქევი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.71-79. - ლეონტი მროველის ცნობა ციხეგოჯის შესახებ, 1973 წლის ექსპედიციის შედეგები; სახელწოდებების - ციხეგოჯის, არქეოპოლისისა და ნოქალაქევის იდენტურობაზე; ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.27-32; ტაბ.15-18).

28. ციხეგოჯი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.236. - მოკლე ცნობა ციხე-ქალაქის, ციხეგოჯის, იგივე ნოქალაქევის შესახებ.

29. ნოქალაქევი: IV-VI სს. მუზეუმი და საველე ლაბორატორიის რეაბილიტაცია //ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში.-თბ.,2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მუზეუმ-ნაკრძალის იფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.