topmenu

 

სოფელ მლეთაში დაცული ლომისას საგანძური - ო. სანებლიძე

< უკან დაბრუნება  << დაბრუნება მთავარ გვერდზე  <<<საქართველოს ეკლესია -მონასტრები>>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ოთარ სანებლიძე (საქ. კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილე) - სოფელ მლეთაში დაცული ლომისას საგანძური // ძეგლის მეგობარი, თბ., 1969 წ., კრ. 19, გვ. 25-29

საქართველოს მატერიალური კულტურის საგანძური მეტად მდიდარია ჭედური ხელოვნების ნიმუშებით, მათ არა მარტო ისტორიული მნიშვნელობა აქვთ, არამედ დღესაც ხელოვნების ამ დარგში შემოქმედების წყაროს წარმოადგენენ. ჭედურ ხელოვნებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაო რაოდენობის უნიკალური ჭედური ნიმუშებია შექმნილი. საკმარისია მოვიგონოთ თრიალეთის, სამთავროს. არმაზის, ბაგინეთის, ახალგორისა და ახლახანს აღმოჩენილი ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას, შორეულ წარსულშივე ჭედური ხელოვნების განვითარების მაღალ დონეზე.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ისტორიულად, ქართული ჭედური ხელოვნების განვითარების უმაღლესი საფეხური ქვეყნის პოლიტიკური ძლიერების ზენიტს (X- XII სს.) ემთხვევა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ პერიოდში "კეთილმობილი ლითონები", როგორც მხატვრული წარ8ოების მასალა, მრავლად იშოვებოდა, რაც უქმნიდა პირობას ძვირფასი მასალა - ლითონის ნივთების ფართო დამზადება-მოხმარებას. მეორე მხრივ, გკლესია, რომელიც თვითონ საჭიროებდა ძვირფასი ლითონისაგან ნაკეთებ მრავალ ნივთს, ნებსით თუ უნებლიეია გამოღიოდა აღნიშნული დარგის ხელოვნების განვითარების ხელშემწყობის როლში. ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს ისტორიული და ხელოვნების მუზეუმის საგანძურებში დაცული ჭედური ხელოვნების უმდიდრესი ფონდი, რომელიც თავისი ისტორიულ-მხატვრული ღირებულებითა და სიმრავლით ცნობილია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში.  საგულისხბოა ის ფაქტიც, რომ გარდა მუზეუმებში დაცული ძეგლებისა, ჯერ კიდევ მრავლად მოიპოვება ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ძეგლები, რომლებიც მოითხოვენ ზრუნვა-პატრონობას. მათ ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს. ასე მაგალითად: სვანეთში, კერძო პირთა ხელშია დიდი რაოდენობის ჭედური ხელოვნების უნიკალური ძეგლები, რომელთაგან უმრავლესობა მეცნიერულად შესწავლილი და გამოქვეყნებულია, მაგრამ ბევრი მათგანი მოითხოვს სათანადო დაცვასა და შესწავლას. უნდა გამოვნახოთ ფორმები მათი შემდგომ დაცვისა და შენახვისა. ეს, პირველ ყოვლისა, ძეგლთა დაცვის საზოგადოების და ძეგლთა დაცვის სახელმწიფო დაწესებულებების საქმეა. ამ მიზნით, ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმმა, მწერალ ლევან გოთუას ინიციატივით, მოაწყო ექსპედიცია სოფელ მლეთში. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: პრეზიდიუმის სწავლული მდივანი ირაკლი ზაქარიაშვილი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის გამგე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი გურამ აბრამიშვილი და ამ წერილის ავტორი. სოფელ მთელში წმინდა გიორგის სახელწოდების ეკლესიაში დაცული აღმოჩნდა დიდი რაოდენობის ჭედური ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც გარკვეული ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. მათგან ზოგიერთს აქ აღვწერთ:

Free Image Hosting at www.ImageShack.us

1) წინგასაძღოლი ჯვარი ვერცხლისა, ზომა 44 X 39 სმ., ჯვარის პირზე ცენტრში წმინდა გიორგის გამოსახულებაა, შუბით და ფარით ხელში, ზედა მკლავზე მრგვალ ნაწილში ღვთისმშობელია გამოსახული, მის ქვევით ღვთისმშობელი ყრმით. მარჯვენა და მარცხენა მკლავებზე კი ჯვარცმის კომპოზიციებია. მთლიანად გვარი დაფარულია შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი რელიეფური მცენარეული ორნამენტით, რომელზედაც შემორჩენილია ზედ დაკრული ორი ქვა ლურჯი და წითელი. ჯვარის კიდეები მთავრდება სადა წრიული სფეროებით. ქვედა მკლავზე მიმაგრებულია, ხელში დასაკავებელი, მრგვალი ღერძი. ჯვარის ზურგზე ვერტიკალურად მოცემულია 18 სტრიქონიანი ასომთავრული და ხუცური ერთმანეთში არეული წარწერა, რომელიც ჯვარის მარცხენა მკლავზე გრძელდება. წარწერაში ვკითხულობთ:

1. ქ:სახელით(ა) ღვთისაით(ა) ესე

2. ხატი ჩვენ შევაქმნ

3. ევინეთ ბურ

4. დულმ(ა), ცხორე

5. ბელმ(ა)

6. ნუგზარ

7. ერისთავი

8. ისა ჟამსა (ოდეს)

9. გატეხილ (იყო)

10. მთავარმოწამე

11. ლომმ(ისა)ო

12. ჩემის სი

13. მრთელის

14. გულისთ (ვის)

15. ჩემის (უღ)ლის

16. საქონელისათვის               !

17. შევაჭედი

18. ნე ესე

19. ხატი წმიდაო

20. გიორგი

21. შევცვალე

22. ღმერთმან მომივ

23. ლინოს მკვდარსა

24. შეუნდვნენ ღმერთმან.

როგორც ზემოთ მოყვანილი წარწერიდან ირკვევა, ადგილობრივ მაცხოვრებელ ბურდულს (დღესაც სოფ. მლეთი უმთავრესად ბურდულების გვარის ხალხით არის დასახლებული) შეუკეთებია ეს ჯვარი "ნუგზარ ერისთავის ჟამსა", (ოდეს) გატეხილ (იყო)" ე. ი. ზემოთ დასახელებული ჯვარი ნუგზარ ერისთავის ცხოვრებამდე ყოფილა მოჭედილი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

2. წინგასაძღოლი ჯვარი ზომით 98X65 სმ. ს მოოქრული ჯვრის პირი დაფარულია რელიეფური ჭედური კომპოზიციებით; შუა ტანზე მოცემულია ჯვარცმის კომპოზიცია. ვერტიკალურად ზემოდან ქვევით, წმინდა გიორგის გამოსახულებაა ცხენზე მჯდარი, შუბით გველეშაპს ლახვრავს, მის ქვევით გრძელდება იგივე კომპოზიცია, მაგრამ უფრო მომცრო სახით, შემდეგ ამაღლების გამომსახველი სიუჟეტია, ქვევით ღვთისმშობლის ყრმით გამოსახულება, ქვედა ტოტზე გრძელდება იგივე სიუჟეტები შენაცვლებით და ქვედა ნაწილზე ცხენზე მჯდარი წმინდა გიორგის გამოსახულებით თავდება. ჯვარის მარცხენა და მარჯვენა მკლავებზე მეორდება იგივე სიუჟეტები და აქაც კიდურები მთავრდება წმინდა გიორგის ცხენზე მჯდარი გამოსახულებებით. მთლიანად ჯვარი დამაგრებულია სფეროზე და გრძელ ღერძზე. ჯვრის უკანა მხარეზე მოცემულია ერთმწკრივიანი ასომთავრული წარწერა, რომლის ამოკითხვა არ ხერხდგბა. ეს ჯვარი ისე, როგორც წინა ჩვენ მიერ აღწერილი ერთი და იგივე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს, რაზედაც მისი შესრულების მანერა მეტყველებს.

3. სამწერობელი - ზომით 37,5X28,10

ვერცხლის, შესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს გვიან ფეოდალური ხანის ჭედურ ხელოვნებაში, სამწერობელის ოთხ მკლავზე განაწილებულია მახარობელთა სიმბოლიური გამოსახულებები სახარებებით. მშვენივრად არის განაწილებული ექვსფრთიანი ანგელოზის ფრთები სამწერობელის ტოლ მკლავებზე, მთლიანად კი იგი დაფარულია XVI  საუკუნის აღმოსავლური ჭედური სკოლისათვის დამახასიათებელი რელიეფური ორნამენტით და თითონ ძეგლიც XVI საუკუნით უნდა თარიღდებოდეს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლებისა, სოფ. მლეთის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩვენ მიერ აღწერილია სხვა მრავალი ძეგლი. მათ შორის: ჯვრები, ხატები, თასები, რომლებიც ეჭვგარეშე დიდ ინტერესს იწვევს და მათი სათანადო შესწავლა საინტერესო მასალას მისცემს ამ დარგის მკვლევართ.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

ლომისას მასალები

"მთის თხემსა ზედა, არს ეკლესია წმიდის გიორგისა, წოდებული ლომისა, უგუნბათო. არს მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი, დახიზნულობით". (ვახუშტი." გვ. 65)

 

ლომისას მცველი ხევისბერი შიო მამუკას ძე ბურდული.

ლომისას ჯაჭვის ლექსი (შიო ბურდულის მიერ ,,წინაპართაგან გაგონილი")

"ლომისას ჯაჭვი ჰკიდია

არვინ არ იცის ვისია

მოვიდა ქალი, შესტირა

„ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,

შავეთით გამოტანილი

შავგვრემანაის ყმისია!"

„დაეხსგნ ჟანგმა შასჭამოს

ლომისას საკადრისია,

დედ-მამის გაუგონარსა,

ესამც დღე დაადგისია!"

ამ ლექსის არა ერთი ვარიანტი დაბეჭდილია ჩვენს სათანადო ლიტერატურაში. დაწვრილებით იხილეთ ელ.ვირსალაძე - ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვაობა (მთიულეთი, გუდამაყარი). ეს ვარიანტი ჩაგვაწერინა თავად "ჯაჭვის" მცველმა. დაახლოებით 2,5 ფუთამდე ჯაჭვი ახლაც დაცულია ლომისას სალოცავში ლომის-ალევის ქედზე. ჩასწერა ლევან გოთუამ 1968 წ. სოფ. მლეთში.

 

 

 

 

 

  • მლეთა. ლომისას წმ. გიორგი - მთავარი გვერდი
  • მლეთა, ლომისას წმ. გიორგი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • მლეთა, ლომისას წმ. გიორგი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
  • მლეთა, ლომისას წმ. გიორგი - ფოტოგალერეა