topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მღვიმევის მონასტრის ეკლესიის საკურთხევლის კარის მოჭედილობა

< უკან დაბრუნება   .. << დაბრუნება მთავარ გვედრზე  .. <<< საქართველოს ეკლესია -მონასტრები>>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

რუსუდან ყენია (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი) - მღვიმევის  მონასტრის ეკლესიის საკურთხევლის კარის მოჭედილობა // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ.18, გვ.22 -27

ქართული ოქრომჭედლობის მრავალრიცხოვანი ძეგლები, რომელნიც ქრისტიანულმა ხელოვნებამ შექმნა საუკუნეების მანძილზე, გაფანტული იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - მონასტრებსა და ეკლესიებში. კედლის მხატვრობით, ორნამენტით შემკული კანკელებითა და ფერწერული ხატებით მდიდრულად მორთულ ინტერიერებში თავისებური მხატვრული ეფექტი შეჰქონდათ ჭედურ ხატებსაც. ეს უძვირფასესი განძეულობა, თავის ღირებულებასთან ერთად, თვალნათლივ მეტყველებდა ხელოვნების ამ დარგის მაღალმხატვრულ დონეზე და იძლეოდა მისი განვითარების გარკვეულ სურათს.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ამ მხრივ გამოირჩეოდა სვეტიცხოვლის, თბილისის სიონის, გელათის მონასტრის, მარტვილის, ხობის, ჯუმათის, ალავერდის, შემოქმედის ეკლესია-მონასტრებში დაცული ნივთები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სვანეთის ეკლესიების საგანძური, რომლებიც დღემდე ადგილზეა დაცული. ასეთ მონასტერთა რიცხვს მიეკუთვნებოდა მღვიმევის დედათა მონასტერიც (ჭიათურის რაიონი). მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა დიდი ზომის ხატები - ვედრების კომპოზიციის სამი დიდი ხატი (ღვთისმშობლის, ქრისტესა და იოანესი) და ცალკეული ხატები - მაცხოვრის, ჯვარცმისა  და სხვა. ეს ხატები XI  ს. შემოქმედების თვალსაჩინო ნიმუშებია. რადგან სამონასტრო სალაროები არ იყო სათანადოდ დაცული, მრავალი ნივთი გატაცებული იქნა ამ ეკლესიებიდან. მოწესრიგებული არ იყო მათი მოვლა-პატრონობის საქმეც, რის გამოც ბევრი ნივთი დაზიანდა. ადგილზე არ ტარდებოდა ამ ძეგლთა აღრიცხვა, ამიტომ ბევრი დაღუპული ძეგლის სახელი ჩვენთვის უცნობი დარჩა. ასეთი ბედი ეწვია მღვიმევის მონასტრის ზოგიერთ ხატსაც. მონასტერში, დღემდე მოღწეულ ხატებთან ერთად, კიდევ რამოდენიმე, იმავე პერიოდის, სხვა ხატიც რომ იყო მოთავსებული, ამის დამადასტურებელია დღემდე ადგილზე დარჩენილი ხის კანკელის კარის მოჭედილობა. (დაცვისა და შენახვის მიზნით, 1923/24 წლებში ზემოაღნიშნული ხატები მღვიმევის მონასტრიდან თბილისში გადმოიტანეს  პირველად სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების კაბინეტში, შემდეგ გადაეცა "მეტეხის" მუზეუმს, რომლის ბაზაზედაც დაარსდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ამჟამად ხატები ინახება ამ მუზეუმის სეიფში). კარი დაყოფილია სამ ნაწილად. მათზე თითო, ფერწერით შესრულებული, წმინდანის ფიგურაა სამ მეოთხედში გამოსახული. მოჭედილობა გამოყენებულია მხოლოდ გამოსახულებების მოჩარჩოებისათვის (ჩარჩო ფონისაგან ამაღლებულია). გამონაკლისს წარმოაღგენს მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ჭედურით შესრულებული შარავანდები. კარების მოჭედილობამ ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია ჩვენამდე. ბევრ ადგილას იგი შეკეთებულია სხვა ძეგლისაგან აღებული ფრაგმენტებით. დიდ ნაწილს მოჭედილობა აკლია. განსაკუთრებით დაზიანებულია ქვედა ნაწილი. მოჭედილობა სრული სახით შემორჩენილია ორივე კარის გარე ნაპირებზე, იმ ადგილას, სადაც კარი კანკელს უერთდება. ზოგან კი ვხვდებით ფრაგმენტებს, რომლებიც როგორც დანიშნულებით, ასევე ორნამენტითა და მისი შესრულების ხასიათით სრულიად სხვა საგნის ნაწილებია, ზოგი მათგანი დაბალ რელიეფითაა შესრულებული (ხატის ფონის მოჭედილობის ნაწილებია). შარავანდები კი თითქმის მთლიანად შემოინახა. ღვთისმშობლის შარავანდი დაუზიანებელია (თუ არ მივიღებთ მხედველობაში პატარა ბზარს, რომელიც  მარცხენა მხარეს, ქვედა ნაწილშია და წვერთან უმნიშვნელო ამონატეხს). მთავარანგელოზის შარავანდს აკლდა მხოლოდ შუაში 12 სმ სიგრძის ნაჭერი. ძირითადი მოჭედილობისა და შარავანდის ორნამენტის ნახატი სტილიზებული ფოთლოვანი ორნამენტის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. ფოთლებს ღერო გარშემო აქვთ შემოხვეული წრეების სახით. ყოველი წრის შიგნით თითო  ფოთოლი ან სამყურა ყვავილია მოთავსებული. ორნამენტი ვერტიკალურადაა განლაგებული. წრეები ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. ორნამენტი პუნსონირებულ ფონზეა ამოყვანილი. ნახატი მკაფიო და სადაა. იგი თავისუფლად იკითხება. პლასტიურად დამუშავებული ღეროების დინება დინამიურია, აქცენტირებულია ფოთოლი, რომელიც წრის შუაგულს მთლიანად ავსებს. იგი რელიეფური მახვილის სახითაა მოცემული, ხოლო გარშემოვლებული ღერო თავისუფლად ვითარდება და ჰქმნის ხვეულს რგოლის სახით. დიდი ზომის იმავე სახის ორნამენტს ვხვდებით აგრეთვე მარცხენა კარის მეორე გამოსახულების ჩარჩოზე. ამ ნაწილზე სამი ფრაგმენტია დამაგრებული, რომლეზედაც ვხვდებით ამ ორნამენტის სხვადასხვა სახეობას. პირველ ფრაგმენტზე მოცემულია ერთმანეთში გადახლართული წრეების უწყვეტი ბადე, რომელთა ცენტრშიაც სტილიზებული ფოთოლია მოთავსებული, ზოგ შემთხვევაში სამყურა ყვავილი, ან ნახევარფოთოლი. მეორე ფრაგმენტი იმეორებს იგივე ნახატს, მაგრამ რადგან ფოთლებს წაგრძელებული ფორმა აქვთ, ნახატს სხვა იერი აქვს მიცემული. შიდა ზოლის მოჭედილობისათვის გამოყენებულია იგივე სტილიზებული ფოთლოვანი ორნამენტი, მხოლოდ შესრულებულია იგი დაბალი რელიეფით. კარის ზედა ნახევარწრიული მოჭედილობა კი სრულიად განსხვავებულ ნახატს იძლევა. იგი გეომეტრიული ორნამენტის ერთ - ერთ სახეობას წარმოადგენს. წრეები, რომლებიც მჭიდროდაა ერთმანეთში გადაბმული, ოთხყურა ყვავილის შთაბეჭდილებას ჰქმნის. ორნამენტი სადა ფონზეა ამოყვანილი. ამ ადგილზე, ისევე როგორც კარების შიდა ზოლის დაბალი რელიეფით შესრულებულ ფრაგმენტზე, მოვარაყება იძლევა ინტენსიურ ოქროს ფერს. სხვა ნაწილებზე მოოქროვება უფრო ჩამქრალი ტონისაა. ამავე სახის ორნამენტითაა მოჭედილი გამოსახულებათა მოჩარჩოების სხვა ნაწილებიც. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ზედა ნაწილში მოჭედილობა ზომისდა მიხედვით (სიგანე მოჭედილობისა) არათანაბარია, ზოგან განიერი, ზოგან გაცილებით ვიწრო, ორნამენტი არ არის დასრულებული, იგი ჩამოჭრილია. ჩანს, თავდაპირველად იგი განსაზღვრული იყო სხვა ფართობისათვის, ხოლო როდესაც ეს მოჭედილობა ჩარჩოსათვის გამოუყენებიათ, ორივე მხარეს არათანაბრად შემოუჭრიათ.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

თუ თვალს მივადევნჟბთ ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშებს, დავინახავთ, რომ მღვიმევის კარის ძირითადი ორნამენტის მოტივი X ს-დან მოყოლებული ფართოდაა გავრცელებული. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყველა ძეგლზე იგი ნაირსახეობასა და სიახლეს გვიჩვენებს, რაც ხელოსანთა ინდივიდუალობაზე, მათ შემოქმედებით მიდგომაზე მეტყველებს. ამასთანავე მისი შესრულების დროითაც განისაზღვრება. შესრულებთს მანერით და მხატვრული იერით - ორნამენტის სადა ნახატი, ცოცხალი და დინამიური დამუშავებით, მღვიმევის საკურთხევლის კარის ორნამენტი XI საუკ. ორნამენტის ერთ-ერთ სახეობას, ამ პერიოდის შემოქმედების თვალნათლივ ნიმუშს წარმოადგენს. მღვიმევის ხატებისა და საკურთხევლის კარის მოჭედილობის შესწავლამ ცხადჰყო მათი იდენტურობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთი ოსტატის შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენს. ამასთანავე, მღვიმევის ჯვარცმის ხატზე, რომელმაც დაზიანებული სახით მოაღწია ჩვენამდე, დამაგრებულია იმავე პერიოდის, მაგრამ სხვა ხატების ფრაგმენტები. მათ შორის ისეთი ფრაგმენტებიცაა, რომლებიც საკურთხევლის კარზედაც გვხვდება. ასეთია კარის ძირითადი მოჭედილობის ნაწილი, რომელიც ჯვარცმის ხატის მარცხენა ჩარჩოს ზედა ნაწილზეა დამაგრებული, ასევე მარჯვენა ჩარჩოს ორივე სახის მოჭედილობა გვაქვს კარების მოჩარჩოებაზედაც. კარებზე დამაგრებულია აგრეთვე ჯვარცმის ხატის ფონის ნაწილი, რაც აკლია ხატს. ამ გარემოებას იმ დასკვნამდე მივყევართ, რომ მღვიმევის ეკლესიის კანკელის კარი მოუჭედიათ დაზიანებული ხატების ფრაგმენტებით. ერთი ასეთი ხატი დღემდე შემოგვრჩა - ჯვარცმის ხატი, ხოლო დანარჩენიდან მხოლოდ ფრაგმენტებიღაა მოღწეული.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ამრიგად, ამ ორმა ძეგლმა საკმაოდ დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის  ფრაგმენტები შემოგვინახა. მათი დეტალური შესწავლა (დაჯგუფება, ზომების აღდგენა) შეიძლება მხოლოდ ხის საფუძვლიან ახსნის შემდეგ. კანკელის კარის ფრაგმენტები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ჯვარცმის ხატის ფონის მოჭედილობა მთლიანად, ნაწილობრივ ჩარჩოს მოჭედილობაც. კანკელის კარზე მოთავსებული ორი შარავანდი (ზომით 39,5, მეორე შჟსაძლებელია ოდნავ მცირე 34,15 სმ), რომლებიც ზუსტად იმეორებს ჯვარცმის ხატის ჩარჩოს ორნამენტს, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია ისინი ერთი და იგივე ძეგლის ნაწილები იყოს. ეს, რასაკვირველია, მხოლოდ მოსაზრებაა, რომელიც ამ ორი ძეგლის ფრაგმენტების გაერთიანების შემდეგ შესაძლებელია დადასტურებულ იქნას. საკურთხევლის კარის მოჭედილობაზე მუშაობის დროს, რამოდენიმეჯერ მოგვიხდა ყოფნა მღვიმევის მონასტერში (1959-61 წწ.), ილუსტრირებული ფოტოსურათები გადაღებულია 1961 წ. მთავარანგელოზის შარავანდის ერთი ნაწილი ძეგლზე აღარ აღმოჩნდა. იშვიათად თუ ვინმე არ იცნობს თავის რაიონის ძეგლს. გვიყვარს ჩვენი სიძველენი, რომლებიც ჩვენს წინაპართა მაღალ კულტურაზე მეტყველებენ. მაგრამ ჩვენს შორის, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არიან ისეთებიც, რომლებიც დაუდევრად ეპყრობიან ამ ჩვენს საუნჯეს, ჩვენს სიამაყეს. ისინი არ ერიდებიან მათ დაზიანებასაც. ფრაგმენტი, რომელიც დაუდევარმა ხელმა ძეგლს ჩამოხსნა და მონასტრიდან გაიტანა, მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ძეგლისა. ამით მან დიდი ზიანი მიაყენა ძეგლს, რომელიც ცხრა საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობამ შემოგვინახა, მრავალ ქარ-ცეცხლს გადაარჩინა და შთამომავლობას დაუტოვა, როგორც თავისი ერის მაღალ - მხატვრული კულტურის, ქართველი ოქრომჭედლის ნახელავი. ეს ფრაგმენტი მისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, მაგრამ ძეგლი კი მან სამუდამოდ დააზიანა.

 

     

     

     

     

  • მღვიმევის მონასტერი - მთავარი გვერდია
  • მღვიმევის მონასტერი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • მღვიმევის მონასტერი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
  • მღვიმევის მონასტერი - ფოტოგალერეა