topmenu

 

პატარა ონი

პატარა ონი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 940 მ, ამბროლაურიდან 26 კმ. სოფელში მოქმედებს საშუალო სკოლა, ბიბლიოთეკა, კლუბი, მედპუნქტი, კავშირგაბმულობის განყოფილება. სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები – ორი ეკლესია და ციხე. ერთ–ერთი რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია XI საუკუნის პირველ მესამედს განეკუთვნება. ეს არის დარბაზული, ერთნავიანი ნაგებობა,რომლის აღმოსავლეთ ნახევარწრიული აფსიდი გარედან კედლის სიბრტყეშია მოქცეული. კამარა პილასტრებზე ამოყვანილ თაღს ეყრდნობა. აქვს სამი შესასვლელი სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან.ნაგებია სუფთად გათლილი შირიმის ქვის კვადრებით. კარ–სარკმელი, ლაგვარდნისა და აღოსავლეთ ფასადის მორთულობა შესრულებულია მოთეთრო კირქვით. ეკლესია უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებითა და რელიეფებით.რესტავრირებულია 1970-იან წლებში (ხელმძღვანელი მ.დვალი), ნაწილობრივ აღდგენილია ეკლესიის შესანიშნავი ჩუქურთმებით შემკული კანკელი, რომლის ჩამოცვენილი ნაწილები ეკლესიაშივეა დაცული.

 

 

 

 

 

 

 

 

************************************************************************************

პატარა ონი -  ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.66-69

პატარა ონს არის ორი ეკლესია: 1."რაკეთის" წმ.ნიკოლოზისა (სურ.6-14) და 2. წმ.გიორგისა (სურ.15). "რაკეთის" წმ.ნიკოლოზის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 7,4X3,6 მ. ნაგები თლილი ქვისა (შირიმი და სხვ.) და კირისაგან. იგი ნანგრევად არის: თაღი ჩამოქცეულია, გარდა საკურთხევლის ნაწილისა, კედლებიდან სამხრეთი ნაწილი ძლიერ არის დაზიანვბული, ხოლო აღმოსავლეთისა გარღვეული ზევიდან ქვევითამდე საქარე-სარკმლის ხაზზე...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

მალაქია დვალი - პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლის აღდგენა - გამაგრების სამუშაოები // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ 18, გვ. 18 -21

სოფ. პატარა ონი მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე აზიდულ მაღალ მთაზე. სოფელში დღემდე შემორჩა მეტ-ნაკლებად დაცული საშუალო საუკუნეების სამი არქიტექტურული ძეგლი. მათგან ორი-ეკლესიაა, ერთი ციხე-სიმაგრე. ამჟამად ჩვენ დაცვით სამუშაოებს ვაწარმოებთ ერთ მათგანზე ე.წ. "რაკეთის წმ.ნიკოლოზის ეკლესიაზე"...<<ტექსტი სრულად აქ...<<