topmenu

 

სიონი (თიანეთის)

მადლობას ვუხდით ავტორს მისი ფოტოს გამოყენების ნებართვისათვის

http://ka.wikipedia.org/:Jinvali_church_in_tbilisi_muzeum.JPG

სიონი - დაბა თიანეთის რაიონში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე (ზღვის დონიდან 1000 მ, თიანეთიდან 32 კმ). სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 0.4 ათასი (2002). სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-63) სიონში იდგა V ს-ის II ნახევრის ბაზილიკა - სიონის წყალსაცავის ტაძარი, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.

http://ka.wikipedia.org/wiki/სიონი_(თიანეთი)


სიონის წყალსაცავის ტაძარი - ბაზილიკური ტიპის ადრეფეოდალური ძეგლი, მდებარეობდა უჯარმის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, იქ სადაც ახლა სიონის წყალსაცავია. აღნიშნული ძეგლი 1948 წელში იქნა აღმოაჩენილი, რომელიც შემდგომ 1951 წლის ივლისში გაითხარა. მოგვიანებით კი თბილისის ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში მოხდა მისი გადმოტანა. ძეგლი წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის ბაზილიკური ტიპის შენობას. ბაზილიკის სამივე ნავს საერთო, ორკალათიანი კრამიტით დახურული სახურავი ჰქონია, რომელსაც ეკვროდა აღმოსავლეთის ფასადზე გამოშვერილი ხუთწახნაგოვანი აბსიდის დამოუკიდებელი საბურავი. შენობა, რომლის კედლები მსხვილი, კარგად გათლილი შირიმის ქვის წესიერი რიგითაა ნაგები, გარედან რამდენადმე სიმძიმის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მისი ფართო, ჰაერით სავსე, მზრუნველობით დამუშავებული და შემკული შიდა სივრცე ხალისიანი და მიმზიდველია. კამარათა საბჯენი თაღები ეყრდნობა მონოლითურ მრგვალ სვეტებს, რომლებიც ანაწევრებენ შიდა სივრცეს. ყველა თაღი და შესასვლელი ნალისებური მოხაზულობისაა. განსაკუთრებით საზეიმო იერს ატარებს საკურთხეველის კონქის მკაფიოდ გამოყვანილი ნალისებური თაღი. ტაძარი იშვიათი სიუხვითაა მორთული: გეომეტრიული და მცენარული ჩუქურთმით შემკულია სვეტების თავების ყველა მხარე; თაღის იმპოსტზე გამოსახულია სხვადასხვა ცხოველები და მცენარეები; შესასვლელთა არქიტრავებსა და საპირეებზე ორიგინალური ჩუქურთმოვანი კომპოზიციებია, მშვენივრად შესრულებული ვაზის ფოთლებითა და მტევნებით. შენობის კონსტრუქციული და სამშენებლო ხერხები და დეკორატიული მორთულობა საზღვრავს ძეგლის აშენების თარიღს, რომლის მიხედვით იგი ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთერთ ადრეული ძეგლს წარმოადგენს.

სიონი (თიანეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. სიონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2.- თბ,2004. - გვ. 407-416. -  დაბის ტერიტორიაზე ,არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ , სხვადასხვა დროს ჩატარებული გათხრების შედეგები (ხელმძღვ.-ები: ი.ციციშვილი, ლ.ხიმშიაშვილი, რ.რამიშვილი, ლ.ქადეიშვილი, დ. მუსხელიშვილი). აქ განლაგებული ძეგლების: ბაზილიკის (გეგმით სწორკუთხა, მონოლითური სვეტებით სამ ნავად დანაწევრებული, გარედან ხუთწახნაგოვანი, მოცემულია აგების სავარაუდო თარიღები), ეკლესიის (მდებარობს ნასოფლარ კუპრიანთკარის აღმ.-ით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბზული ტიპის, მთლიანად ჩამონგრეულია კამარა), ეკლესიის (მდებარეობს დაბისა და სოფ.ღოლოვანს შორის, დარბაზული ტიპის, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით), ეკლესიის ( მდებარეობს ნასოფლარ უკუღმართის ტერიტორიაზე, ძლიერ დაზიანებული, გვიანდელი შუა საუკუნეების; აღნიშნულია მინაშენი), კოპალას ეკლესიის (ძლიერ დაზიანებული, გვიანდელი შუა საუკუნეების), ლოდების წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (აგებულია დაბის ჩრდ.-ით, განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს, დარაბაზული ტიპის, სწორკუთხა საკურთხევლით), ჟალეთის ბაზილიკის (აგებულია ტყით დაფარული პატარა მთის ფერდობზე, განეკუთვნება IX -X საუკუნეებს, სამნავიანი ბაზილიკაა, ძლიერ დაზიანებული, შემორჩენილია მხოლოდ აღმ. ნაწილი, აღნიშნულია ტაძრის ბურჯებს შორის აგებული სწორკუთხა შენობა, შემორჩენილია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი, VI-VII საუკუნეების სანათლავი, ქვის კანკელი), ჟალეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის კომპლექსის (მდებარეობს დაბის ჩრდ.-ით, შედგება: VIII-IX საუკუნეების ეკლესიის - შემორჩენილია ტრაპეზის ნაშთი, კანკელი, მხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი; გეგმით კვადრატული, ოთხსართულიანი, ძლიერ დაზიანებული კოშკის, ოვალური ფორმის, განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული გალავნისა და ნამოსახლარებისაგან), ჟალეთის ეკლესიის (მდებარეობს ნასოფლარ ჭიოტაანთკარის ჩრდ.-ით, დარბაზული ტიპის, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, ძლიერ დაზიანებულია), უკუღმართის ეკლესიის (გვიანი შუა საუკუნეებს, მდეაბრეობს ნასოფლარ უკუღმართის აღმ.-ით, დარბაზული ტიპის, ძლიერ დაზიანებული), ჭიანჭველთგორის კვირიკეს ეკლესიის (განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს, მდებარეობს ტყეში, დარბაზული, ძლიერ დაზიანებული)ხუროთმოძღვრულ-მხატვრული და იკონოგრაფიული ანალიზი. მოცემულია მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

2. ლევან ხიმშიაშვილი - თიანეთის სიონის ნაწილობრივი აღდგენის პროექტი //ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ.18, გვ. 9-12

3. ვახტანგ ცინცაძე  - მეცნიერული დაცვის ზოგი საკითხი და შენიშვნები თინეთის სიონის აღდგენა-გამაგრების პროექტთან დაკავშირებით // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ. 18, გვ. 13 -17

4. სიონის წყალსაცავი // დროშა .- 1951 .- N4 .- გვ.11

ელ რესურსი:

http://ka.wikipedia.org/wiki/სიონი_(თიანეთი)