topmenu

 

სათხე - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

სათხის ეკლესია (ნინოწმინდის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. დოლიძე ვ. კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი //ძეგლის მეგობარი. - 1970. -N20. - გვ.4-14. - X საუკუნის სათხის ერთნავიანი ეკლესიის თავისებური ხუროთმოძღვრული ელემენტების, გარე მოცულობისა და შიდა სივრცის ვრცელი აღწერილობა, წარწერების პალეოგრაფიული დახასიათება, მხატვრულ-სტილისტური ანალიზი, ძეგლის აგების სავარაუდო დათარიღება, ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთის მინაშენის (სტოა, განივი კედლით გამიჯნული დას. სადგომი - ეკვდერი) ხუროთმოძღვრული დახასიათება. ეკლესიიას ამგებად მოხსენიებულია კვირიკე გალატოზი (ხუროთმოძღვარი). ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა.

2. დოლიძე ვ. სათხის ხუროთმოძღვრული ძეგლი //ქართული ხელოვნება. - 1971. - N7. - გვ.131-159. - ძეგლის დაწვრილებითი აღწერილობა, მხატვრულ-ხუროთმოძღვრული მონაცემები:დეკორაციული სისტემა, შემკულობის მოტივები, ორნამენტის სტილისტური ნიშნები, ინტერიერის არქიტექტონიკა, წარწერა, რომელიც შეიცავს ცნობებს ძეგლის ხუროთმოძღვრის, მშენებლებისა და აღმდგენელთა შესახებ.

3. ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური //ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. I. - თბ., 1964. - გვ.69-71. - სოფ.სათხის ძველი ქართული ეკლესიის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განზრახ დაზიანებული წარწერების მოკლე ანალიზი.

4. სათხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984. - გვ.660. - სამების სახელობის დიდი დარბაზული ეკლესიის ხუროთმოძღვრების, მხატვრული ფორმებისა და წარწერების ანალიზი. ტექსტს ახლავს ეკლესიის დას. ფასადის ფოტო.

5. სათხის წარწერები //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ.37-39. - ძეგლის კედლებზე არსებული წარწერების მოკლე ანალიზი.

6. ჯავახეთი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. - თბ., 1997. - გვ.14-15; გვ.II. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - ისტორიულ - ხუროთმოძღვრული გზამკვლევის მომზადების მიზნით, ფონდის მიერ ჯავახეთში მოწყობილი ექსპედიციის შედგები; მოცემულია სოფ.სათხის ცენტრში აგებული, XI საუკუნით დათარიღებული (წარწერის მიხედვით. დღეს წარხოცილია), დარბაზული ტიპის ეკლესიის აღწერილობა და წარწერების მოკლე პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულია ფარსმან ერისთავთ-ერისთავი. ტექსტს დართული აქვს გეგმა და ნახაზები.