topmenu

 

კაზრეთი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

კაზრეთი (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. დოლიძე ვ. კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი // ქართული ხელოვნება. - 1987. - N9. -გვ.26-56. - კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსში შემავალი ძეგლების: სამების ეკლესიის, სატრაპეზოს, საცხოვრებელი ნაგებობისა და გალავნის აღწერილობა, ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტების ანალიზი.

2. დოლიძე ვ. კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი //ძეგლის მეგობარი. - 1970. -N20.-გვ.4-18. - რეზ. რუსულ ენაზე. - კაზრეთის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის სამების ტაძრის (XIII ს., უგუმბათო) შიდა სივრცის, კედლის მხატვრობის (რეგისტრების მიხედვით), გარე მოცულობის ხუროთმოძღვრული აღწერილობა, ძეგლის აგების სავარაუდო თარიღი. ტექსტს ერთვის სარკმლის მორთულობის ფოტოები.

3. ვაჩეიშვილი ნ. დარბაზულ ეკლესიათა შიდა სივრცის მხატვრული გადაწყვეტის რამდენიმე თავისებურება //ძეგლის მეგობარი. - 1997. - N1 (196). - გვ.14-24. - მოკლე ცნობები კაზრეთის XIII საუკუნის სამების ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და შიდა სივრცის შესახებ.

4. კაზრეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., 1980. - გვ.317. - კაზრეთის არქეოლოგიური შესწავლის მასალები, XIII საუკუნის სამონასტრო კომპლექსის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

5. სინაურიძე გ. კაზრეთის ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლები // ძეგლის მეგობარი. - 1971. - N27-28. - გვ.46-49. - VI-VII საუკუნეების ორი ეკლესიის: "ბუჩურიანი" ("ბუჩურაშენის") და მდ. კაზრეულას ნაპირზე მდებარე ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევების აღწერილობა.

6. სხირტლაძე ზ. საკურთხევლის მოხატულობის სქემის ზოგიერთი თავისებურება XIII საუკუნის ქართული კედლის მხატვრობაში // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია. - 1981. - N4. - გვ.85-98. - შუა საუკუნეების ძეგლების: კაზრეთის სამებისა და ქობაირის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების საკურთხევლის მოხატულობათა თავისებურებები.

7. ჯაფარიძე ვ. ჩვენი ისტორიის ერთი მატიანე // ძეგლის მეგობარი. - 1975. - N39. - გვ.73-78. - კაზრეთის მახლობლად მდებარე პატარა დარბაზული ტიპის ეკლესიის აღწერილობა.

8. ყაუხჩიშვილი თ. კაზრეთის ბერძნული წარწერები // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XXVII-B. - 1967. - გვ.152-165. რეზ. რუსულ ენაზე. - კაზრეთის მახლობლად , ტყეში, ბაზილიკის ნანგრევებში აღმოჩენილი ბერძნული წარწერების ვრცელი ანალიზი.

9. თაყაიშვილი ექვ. სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები. მეორე ნაწილი // თსუ შრომები.ტ.43.-1951.-გვ.155-163. - კაზრეთის სამებისა და სათხის ეკლესიების ხუროთმოძღვრული აღწერილობა და წარწერების ვრცელი ანალიზი.

10. კაზრეთი. "სათხის" ეკლესია // ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.255-258. რეზ.რუს.ენაზე. - სოფ.კაზრეთის მახლობლად მდებარე "სათხის" ეკლესიის ექვსი ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიულ-ენობრივი აღწერილობა და ანალიზი.

11. ამირანაშვილი შ. და სხვ. გადარჩენილი ტაძრები // გაზ. "კომუნისტი". - 1970 (18 ივლ.). - გვ.4. - მოკლე ცნობები კაზრეთის ტაძრების შესახებ.

12. მიქიაშვილი ნ. მე-13 საუკუნის ფრესკები ნაგავს გაატანეს // გაზ. "რეზონანსი". - 2001 (30 ივნ.). - გვ.5. - კაზრეთის წმინდა სამების ეკლესიის სავალალო მდგომარეობის გამო.

http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=659