topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მინოტავრის სკულპტურული გამოსახულება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მინოტავრის სკულპტურული გამოსახულება

 

1969 წლის ივლისში ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული  მუზეუმის განყოფილების გამგემ ლონდა ჯიქიამ ქ. ქუთაისის ძველ უბანში მიაკვლია მეტად საინტერესო ძეგლს. იგი წარმოადგენს ქვაზე ხარის თავის რელიეფურ გამოსახულებას, რომელსაც პირში ადამიანი უჭირავს. ეს არის მინოტავრის გამოსახულება, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში სხვა ადგილზე დადასტურებული არ არის. ძეგლის ზომაა 36х50 სმ. თავისი სიუჟეტურ-ტექნიკური გადაწყვეტით ეს ძეგლი უაღრესად საინტერესოა. მით უფრო, რომ დასახელებულ ადგილზე ჩვენ მეორე ისეთივე ქანდაკება ვიპოვეთ. ადგილზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ჩვენი ქალაქის უძველესი ისტორიის შესწავლისათვის. ეს ძეგლები  გარდა იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო ცხოვრების ძველი პერიოდისათვის გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას, აგრეთვე საყურადღებოა, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი შესწავლით დაინტერესდებიან ქართული ხელოვნების ისტორიის მკვლევარები. ამჟამად მას სპეციალურად სწავლობს აკად. შ. ამირანაშვილი.

ქუთაისის სახ. ისტ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი მ. ნიკოლაიშვილი