topmenu

 

ლიხაური
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ოზურგეთის რაიონის ძეგლები>>>

ლიხაური - (1951 წლამდე ვაშტიალი), სოფელია  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). მდებარეობს ნაბადას მთის ჩრდილოეთით, სოფელში არის საჯარო სკოლა, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი. გარკვეული პერიოდის მანძილზე წარმოადგენდა გურიის სამთავროს ცენტრს. სოფელში დგას შუასაუკუნების ლიხაურის ციხე და ლიხაურის ეკლესია. სოფელში დაიბადნენ: ექვთიმე თაყაიშვილი - მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე წუწუნავა - სცენარისტი, რეჟისორი

ლიხაურის ციხე, თამარის ციხე - ციხე ლიხაურში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით. 1774 წელს ლიხაურის ციხე ასკანის ციხესა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. თედო სახოკიას ცნობით, რომელიც 1896 წელს იმყოფებოდა ლიხაურში, ციხეში რუსული სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. გეგმაში ოვალურ ციხეს ორსართულიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან აქვს. გალავნის ოთხივე მხარეში კოშკებია ჩართული. სამხრეთისა და დასავლეთის ოთხკუთხა, ხოლო ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისა მრგვალი. კოშკებს ახლავს სათოფურები, ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის რეზერვუარი და ჭა. ციხე ვიზუალური დაკვირვებით გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.

ლიხაურის ეკლესია - XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გურიის მხარეში, ს.ლიხაურში. ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე , ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. მას ხის სახურავი აქვს, რომელიც ოთხ, ძალზედ მახვილ ქვის სვეტს ეყრდნობა. მის ქვეშ ორი ზარია, რომლეთაგან ერთი ძველია თუჯისაა, უენო და უწარწერო, სამრეკლოს ორივე ფასადი ყურძნის მტევნებისა და ხის ფოთლების სახეებითაა მოჩუქურთმებული. სამრეკლოზე არის წარწერა და გამოკვეთილია ვერძის თავი. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა, აღმოსავლეთ ნაწილში ხუთწახნაგიანი ნახევარწრით. ამ ნახევარწრეს დატანებული აქვს სამი ვიწრო ფანჯარა, რომლებიც საკმაოდ საგულდაგულოდ არის მოჩუქურთმებული. დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის კარგათ გათლილი, მონაცრისფრო კვადრები, სახურავისთვის კი - ორფერდა კრამიტი. ეკლესიის ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა. აქ ინახება ორი ძველი ქართული ხელნაწერი: “ოთხთავი” და “ჟამნი”. ეკლესიის ხატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: წმიდა იაკობის ხატი, რომელიც იმდენად ძველია, რომ ხეზე გამოსახულება არ ჩანს; ღმრთისმშობლის ხატი დაუსაბამო ჩვილით; მაცხოვრის მცირე ხატი ხის კუბოში. ხატებზე გამოკვეთილი წარწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი უძველესია გურიის ძველ წარწერებს შორის, რომლებიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათში და ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიაში.

წყარო:

http://ka.wikipedia.org/wiki/ლიხაური

http://ka.wikipedia.org/wiki/ლიხაურის_ციხე

http://ka.wikipedia.org/wiki/ლიხაურის_ეკლესია


ლიხაურის დარბაზული ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", საკითხავნი ყმაწვილთათვის, ნაკვეთი მესამე, წიგნი 14, თბილისი, გამ."ციცინათელა", 2007 წ., გვ.165-166.

ლიხაური - (1951 წლამდე ვაშტიალი), სოფელია ოზურგეთის რაიონში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 120 მ-ზე, ოზურგეთიდან 5 კმ-ზე. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ გურიის საერისთავოს პოლიტიკურ ცენტრი იყო. სოფლში შემორჩენილია XIII ს-ის, II ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (გადაკეთებულია). ეკლესიის სამრეკლო XV ს-ის I ნახევარს მიეკუთვნება. მისი ქვედა სართული ოთხი მხრიდან კედლებით შემოზღუდული საკმაოდ მაღალი სათავსია, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ მხრიდან შესასვლელები აქვს გაჭრილი. მეორე სართული გეგმით ოვალური რვათაღიანი ფანჩატური იყო (შემორჩენილია ფრაგმენტები). მორთულობა ძირითადად პირველ სართულს ამკობს. ლიხაურისა და სოფელ ჭანიეთის საზღვრზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრე.

 

 

 

 

**************************************************************************************
ინა გომელაური - ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო -ძეგლის მეგობარი 1969 წ., კრ.17, გვ.27-34
საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით გურიაში ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლები მცირე რაოდენობითაა შემონახული. ამის გამო სოფელ ლიხაურის ეკლესია და სამრეკლო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ, როგორც უშუალოდ ამ კუთხის, ისე საერთოდ ძველი ქართული არქიტექტურის შესწავლის თვალსაზრისით. ეს შენობები დღემდე არ გამხდარა სპეციალური კვლევის საგნად, თუმცა ლიტერატურაში ლიხაური არაერთხელ იხსენიება უკვე XIX საუკუნეში. ეკლესიას და სამრეკლოს ამ ძეგლებში დაცულ სიძველეებთან და წარწერებთან დაკავშირებით ეხებიან დიუბუა, ბროსე, კონდაკოვი, ბაქრაძე, თაყაიშვილი. .....<< ტექსტი სრუალდ აქ..<<