topmenu

 

ბორჯომ-ხარაგაულის თავგადასავლები
There are no translations available.

 

<უკან დაბრუნება

 

ეროვნული პარკის ცნება ჩვენში ბორჯობ-ხარაგაულიდან იწყება და იგი მინერალურ წყაროებს, მრავალფეროვან ტყეებს და ამ ტყეებში მოსერინე ირებსა და ნიამორებს უკავშირდება. ბორჯომის ხეობის სიამაყე კავკასიური კეთილშობილური ირემი, რომელიც ბრაკონიერობის გამო განადგურდა, კვლავაც აღდგა. ნიამორების გამრავლებაზე ზრუნვა კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს ულამაზესი ცხოველები სომხეთიდან გადმოიყვანეს და ჯერჯერობით შეგუების პერიოდს გადიან.

ბორკომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა ნაწილებს აერთიანებს: თორის, იმერეთის და სამცხის. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყეებიც: წიფლნარებს შერეული ფოთლოვანი ტყეები ენაცვლება, რცხილნარებს - წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში განსაკუთრებით თვალწარმტაცია პარკის ჩარდილოეთი ნაწილი. 1800 მეტრის სიმაღლიდან კი სუბალპური მდელოები იწყება და ყვავილთა იმ ფერადოვნებით გვახარებს, რაზეც მხოლოდ გვიოცნებია.

პარკი საერთო ფართობი დაახლოებით 61235 ჰექტარია და მის მოსანახულებლად შეგიძლიათ 9 სხვადასხვა გზას დაადგეთ ცხენით ან ფეხით. ე.წ რომანოვის ბილიკით ლიკანიდან სოფელ მარელისამდე ლაშქრობას სამი დღე დასჭირდება, იგივე დრო უნდა აწყურიდან მარელისამდე `ანდრია პირველწოდებულის ბილიკით~, ამ გზაზე პარკის უმაღლეს მწვერვალს, 2642 მეტრის სიმაღლის სამეცხვარიოს მთას გადაივლი. თუკი ხედებით დატკბობა გინდათ, პარკში აწყურიდან უნდა შეხვიდეთ და ამარათამდე რთულ და წრიულ ბილიკს დაადგეთ. ყველაზე მოკლე ბილიკი კი რომელიც პარკს კვეთს, ნუნისიდან ზანავამდე გადის, ხელულხებელ ტყეებს გაივლის და განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, დეკის ყვავილობისას. აბასთუმნიდან საირმემდე მოგზაურობა ზეკარის უღელტეხილის გავლით მთის ველოსიპედითაც შეგიძლიათ. ერთი ბილიკი მდინარე მეღრუკის ხეობასაც მიუყვება, ეგრეთ წოდებული მწყემსის ბილიკით კი შეგიძლიათ შავ სერს შეუყვეთ და ლომის მთა გადაიაროთ. ამ ყველაფრის ნახვის მერე კი შესძახებთ: `ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო"...

ბელა ჩეკურიშვილი