|
<უკან დაბრუნება

ნაბახტევის ეკლესიები (ხაშურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ნაბახტევი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - თბ., 1990, გვ.438-440 - სოფ.ნაბახტევის ეკლესიების: დედაღვთისას, კვერცხობის,ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება, ფასადთა აღწერილობა, შემორჩენილი მხატვრობის ანალიზი, მხატვრული გაფორმება.
2. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია - თბ., 1971, გვ.341 - მოკლე ცნობები სოფ. ნაბახტევის ეკლესიათა მოხატულობის შესრულების ტექნიკა და იკონოგრაფიული თავისებურებანი.
3. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები - თბ., 1962, გვ.116-117 - ნაბახტევის ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ხუთსტრიქონიანი წარწერის ანალიზი.
4. გვასალია ჯ. ფრონის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული VII, თბ., 1989, გვ.24-25 - ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მხატვრობის ანალიზი.
5. ლორთქიფანიძე ი. ისტორიულ პირთა პორტრეტები ნაბახტევიდან //ძეგლის მეგობარი - 1969, N17, გვ.18-26 - სოფ. ნაბახტევის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის მოხატულობა. მოხსენიებულნი არიან: მეფე ალექსანდრე I, ქუცნა ამირეჯიბი.
6. ლორთქიფანიძე ი. ნაბახტევის მხატვრობა - თბ., 1973, გვ. 78 -ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის მხატვრობის იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზი, მოხატულობის სავარაუდო თარიღი.
7. ლორთქიფანიძე ი. ნაბახტევის ძეგლის დათარიღებისათვის //ცისკარი 1969, N1, გვ.116-121 - დარბაზული ტიპის ეკლესიის მოხატულობის სავარაუდო თარიღი.
8. მატერიალირი კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ფრონის ხეობა - თბ., 1963, გვ.75-76 - მოკლე ცნობები ნაბახტევის ციხესა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ (ისტორიული წყაროები, ხალხური გადმოცემები). მოხსენიებულია ქუცნა ამირეჯიბი.
9. ნაბახტევი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VII, თბ., 1984, გვ.280 - მოკლე ცნობები სოფ. ნაბახტევის ეკლესიათა ხუროთმოძღვრებასა და მხატვრობაზე.
10. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში - თბ., 1951, გვ.183-188 - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ბერძნული წარწერების ვრცელი აღწერილობა და ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: თ.ჟორდანია, ა.ხახანაშვილი, შ.ამირანაშვილი.
11. ნაბახტევი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი - თბ., 2004, გვ. 194-195 - ნაბახტევის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის ფრესკული წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.
12. ხაშურის რაიონის ისტორიული ძეგლები //გოგოლაძე გ. ხაშურის რაიონი: გზამკვლელვი - თბ., 1970, გვ.18-19 - მოკლე ცნობა XIV საუკუნის სოფ.ნაბახტევის ღვთისმშობლის სახ. ტაძრის აგების, საკურთხევლის მხარეს შემორჩენილი მხატვრობისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. მოხსენებული არიან: ქუცნა ამირეჯიბი, ივ. ჯავახიშვილი; ფრესკები გადმოხატეს: ლ. გუდიაშვილმა, გ. ერისთავმა, მ. და ე. თოიძეებმა, მ. ჭიაურელმა და დ. შევარდნაძემ.
|