topmenu

 

ნადოკრა

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ნადოკრა - სოფელი  თიანეთის  რეგიონში ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1070 მ ზე, თინათიდან 29 კმ -ზე. სიონის გორაზე  დგას მე-16 საუკუნის მცირე ზომის ეკლესია  ( ქსე - ტ.7, გვ. 287)

სოფელში მდებარეობს რამდენიმე ისტორიული ძეგლი, რომელთაგან ღირშესანიშნავია

  • არჩილის მონასტრის კომპლექსი,

სადაც დაკრძალულია წმ. მეფე არჩილი. მონასტრის შემადგენლობაშია ორი ეკლესია, კოშკი, მარანი და საცხოვრებელი ნაგებობანი.

 

ნადოკრაში ასევე მდებარეობს:

  • მცირე ზომის ეკლესია -  სოფლის ცენტრში (გვიან შუა საუკუნეების)
  • მცირე ზომის ეკლესია სოფლის დასავლეთით, სასაფლაოზე,
  • კოშკი სოფლის  ცენტრში  და
  • ღვთისმშობლის ეკლესია - ასევე მდებარე სოფლის ცენტრში
ნადოკრა, (სიმონიანთხევის თემის  საკრებულო) - სოფელი, ისტორიული ძეგლი.  მდებარეობს ერწოს ქვაბულის დასავლეთ  ნაწილში, თიანეთიდან 29 კმ -ზე.   ნადოკრა ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც ნოტოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნადოკრა. „ქართლის ცხოვრების„  თანახმად, არაბებისგან  წამებით მოკლული არჩილ სტეფანოზის ძის (719 – 745 წწ.) გვამი ქართველ აზნაურებს მოუპარავთ  და დაუკრძალავთ ნოტოკრაში, არჩილ მეფის მიერვე აშენებულ ეკლესიაში.... << ტექსტი სრულად აქ.. <<