ნადოკრა - სოფელი თიანეთის რეგიონში ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1070 მ ზე, თინათიდან 29 კმ -ზე. სიონის გორაზე დგას მე-16 საუკუნის მცირე ზომის ეკლესია ( ქსე - ტ.7, გვ. 287)
სოფელში მდებარეობს რამდენიმე ისტორიული ძეგლი, რომელთაგან ღირშესანიშნავია
- არჩილის მონასტრის კომპლექსი,
სადაც დაკრძალულია წმ. მეფე არჩილი. მონასტრის შემადგენლობაშია ორი ეკლესია, კოშკი, მარანი და საცხოვრებელი ნაგებობანი.
ნადოკრაში ასევე მდებარეობს:
- მცირე ზომის ეკლესია - სოფლის ცენტრში (გვიან შუა საუკუნეების)
- მცირე ზომის ეკლესია სოფლის დასავლეთით, სასაფლაოზე,
- კოშკი სოფლის ცენტრში და
- ღვთისმშობლის ეკლესია - ასევე მდებარე სოფლის ცენტრში
***********************************************************************************
ნადოკრა (თიანეთის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:
ნადოკრა, (სიმონიანთხევის თემის საკრებულო) - სოფელი, ისტორიული ძეგლი. მდებარეობს ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, თიანეთიდან 29 კმ -ზე. ნადოკრა ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც ნოტოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნადოკრა. „ქართლის ცხოვრების„ თანახმად, არაბებისგან წამებით მოკლული არჩილ სტეფანოზის ძის (719 – 745 წწ.) გვამი ქართველ აზნაურებს მოუპარავთ და დაუკრძალავთ ნოტოკრაში, არჩილ მეფის მიერვე აშენებულ ეკლესიაში.... << ტექსტი სრულად აქ.. <<
|