topmenu

 

სამთავისი

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სამთავისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX.- თბილისი, 1985. - გვ.10.

სამთავისი - სოფელი კასპის რაიონში, მდ.ლეხურის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 680 მ. კასპიდან 11 კმ... ძველად სამთავისი კულტურულ - საგანმანათლებლო კერა იყო. იქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: გადამწერები ილია (XVI ს) და არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს.) მწიგნობარი და მთარგმნელი კვიპრიანე სამთავნელი (XVII–XVIII ს.ს.) ანტონ I კათალიკოსი და სხვ. სამთავისში დგას XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი - გუბათოვანი ტაძარი. ტაძრის აღმშენებელი იყო ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში. ერთ - ერთ წარწერაში, რომელიც თავის დროზე გამოაქვევნა თ.ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა ახლა დაკარგულია), მითითებული იყო ძეგლის აშენების თარიღი - 1030. დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა; გადარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი აღადგინეს XV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთ მხარე გადაანგრია; ახლანდელი გუმბათის ყელიც იმდროინდელია. შენობას, კერძოდ დასავლეთის ფასადსაც, ატყვია XIX საუკუნის შეკეთების კვალი. გვიანდელი მხატვრობის ფრაგმენტები გადარჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართული ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიული დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება; მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის I ნახევარში. ძეგლს გარს ერტყმის გალავანი, რომლის შიგნით ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევებია. სამრეკლო, როგორც ჩანს, საუკუნეშია აგებული.

სოხაშვილი გ., სამთავისი, თბილისი, 1973

 

 

 

 

 

***********************************************************************************
ღვთაებრივი ცეცხლით განდევნილი მტერი. სამთავისი //საქართველოს სულიერი საგანძური.  წ.I. - თბ., 2005. - გვ. 200-206.
ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, როდესაც თემურ ლენგი სამთავისის  ტაძარში შევარდნილა და ერთ-ერთ კედელზე ჯვრის შემუსვრა განუზრახავს, ტაძრის სიღრმიდან გამოვარდნილა ცეცხლი. XIX საუკუნის ცნობილი მოგზაური, ა.მურავიოვი, თავის მოგზაურობაში აღნიშნავს. რომ ადგილობრივი მოსახლეობა მნახველს ტაძარში იმ ადგილს უჩვენებს, საიდანაც ცეცხლი  გამოვარდნილა.... << ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
სამთავისი //ზაქარაია პ. IX-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XII სს. თბ., 1975. - გვ.7-46.
სამთავისის ტაძარი - შუა საუკუნეების ქართული საკულტო არქიტექტურის  ქვაკუთხედია. გენიალურმა ხუროთმოძღვარმა შექმნა ლაკონიური კომპოზიციისა და მიმზიდველი ფასადების მქონე ნაგებობა. XI ს. პირველ ნახევარში წარმოშობილი ნაგებობის ეს ტიპი მცირე ცვლილებებით, სხვადასხგა ნიუანსებით შე მდგომ საუკუნეებშიც მეორდება.... << ტექსტი სრულად აქ ...<<
***********************************************************************************
სამთავისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5., თბილისი, 1990.- გვ. 191-197.
სამთავისი - სოფელი, ისტორიული ძეგლი მდებარეობს მდინარე  ლეხურის მარცხენა ნაპირზე, კასპიდან 11 კმ-ზე. VI საუკუნის 50-იან წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - ისიდორემ (ეზდერიო) აქ ააშენა ეკლესია. ძველად სამთავისში საგანმანათლებო კერა იყო, სადაც მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები. ილია (XIV ს.), არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს.), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII სს), ანტონ I კათალიკოსი და სხვ. აქ იყო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო, რომელიც გაუქმდა 1811 წ.... <<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათაის ს. ლეხურის ხეობა. - თბ., 1964. - გვ.18-26.
სამთავისი მდებარეობს ლეხურის მარცხენა ნაპირას, იგი შედარებით პატარა სოფელია, შედგება 200 მეკომურისაგან. მთავარი გვარებია უზნაძე, მჭედლიძე, ილურიძე, რაზმაძე, ტერიაშვილი, ხატისკაცი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია უზნაძე. .... <<ტექსტი სრულად აქ ...<<
***********************************************************************************
განვითარებული ფეოდალიზმი: სამთავისის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 93-94.
XI საუკუნეში დიდებულ ტაძრებთან ერთად იგება შედარებით მცირე შენობებიც, რომელთა ხუროთმოძღვართა წინაშე აღარ იდგა ახალი სივრცითი ფორმების გადაწყვეტის ამოცანა. მათ ჩვეული გამომუშავებული ფორმების გამოყენებისას ძირითადი ყურადღება მიაქციეს შენობის გარეგან გაფორმებასა და მორთულობას. ..<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
სამთავისის ტაძარი// ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.57-58. გვ.142
სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი 1030 წლისა (თბილისის ჩრდილო - დასავლეთით, 65 კმ. მანძილზე) საყურადღებოა არა მარტო განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით - პროპორციულ შეფარდებათა საკვირველი ჰარმონიულობით, ვირტუოზული ბრწყინვალებით შესრულებული მორთულობით - არამედ იმითაც, რომ აქ თავს იჩენს ზოგი თავისებურება, რომლებიც საფუძვლად დაედო შემდგომს განვითარებას. გეგმაში იგივე ტენდენცია ჩანს, რომელიც სამთავროში ვნახეთ. გამარტივება, დამოკლება მართალია, აქ ჯერ კიდევ ოთხი გუმბათქვეშა ბოძია, მაგრამ აღმოსავლეთის ორი ბოძი ძალიან მიახლოებულია საკურთხეველთან. ..<<<ტექსტი სრულად აქ...<<<