topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გუდალეთი

<უკან დაბრუნება...<<<კასპის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

გ.ჩანადირის ფოტო

გუდალეთი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - თბ., 1978. - გვ.290.

გუდალეთი - სოფელი კასპის რაიონში, კავთისხევის სოფ.საბჭო.. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე გავაზურისწყლის (კავთურის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, კასპიდან 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 163 ადამიანი. სოფელი ისტორიულ წყაროებში XIV საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება.

გამოყენებული სყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/გუდალეთი

 

გუდალეთის ეკლესიები // "ჟღერს ქვის ჰარმონია", საკითხავნი ყმაწვილთათვის, ტ.13, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ.269

გუდალეთის ეკლესიები. გუდალეთი სოფელია კასპის რაიონში. მდებარეობს მდ.გავაზურისწყლის (მდ.კავთურას მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე, კასპიდან 19 კმ-ზე. წყაროებში პირველად იხსენიება XIV ს-ის ბოლოს. სოფელში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესია:

  • ღვთისმშობლის ეკლესია
  • წმ.ესტატეს ეკლესია
  • კვირაცხოვლის ეკლესია
  • წმ.მარინეს ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია XIII - XIV სს-ის მიჯნაზე, ძირითადა თლილი ქვით. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. შიგნით მოხატული ყოფილა. ტაძარს გარს უვლის უვლის XVIII ს-ის ნახევრის კოშკებიანი ციხე - გალავანი.

 

გარდა ამისა  სოფლის ტერიტორიაზეა:

  • წმ.მარიამის ეკლესია
  • მთავარანგელოზის ეკლესია ნასოფლარ ვარჯაანში
  • წმ.გიორგის ეკლესია თაგვიანთ უბანში
  • კაციაანთ ეკლესია
  • ჭოტისუბნის წმ.გიორგის ეკლესია

 

 

 

***********************************************************************************
გუდალეთი // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.152 - 154
გუდალეთის ტაძრის კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელში, ამაღლებულ ადგილზე, მდინარე გუდალურას მაღალი ხევის პირას. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი და კოშკებიანი ციხე - გალავანი. ღვთისმშობლის ტაძარი - ჯვარ - გუმბათოვანი ნაგებობაა. აგებულია XIII-XIV სს. მიჯნაზე, ნაშენია თლილი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგური. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. გუმბათი და კამარები ჩაქცეულია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები 1-2 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი... << ტექსტი სრულად აქ ....<<
************************************************************************************