topmenu

 

მეღვრეკისი - ბიბლიოგრაფია

 

მეღვრეკისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ტირძნისის საკრებულო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 840 მეტრი, გორიდან 30 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს გვიან ფეოდალური ხანის  იოანე ნათლისმცემლის სახელობის დარბაზული ეკლესია და კოშკის ნანგრევები

 

მეღვრეკისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,  ტ.6, თბ. 1983 წ. გვ. 636

http://ka.wikipedia.org/wiki/მეღვრეკისი

 

 

************************************************************************************

ი. მეგრელიძე - სიძველეები ლიახვის ხეობაში//გამ. "საბჭოთა საქართველო", თბ.  1984 წ, გვ.45-47.

გორის რაიონის უკანასკნელი სასოფლო საბჭოა. იგი ცენტრიდან 32 კმ-ზე მდებარეობს. ცხინვალიდან კი - 4 კმ-ზე. მეღვრეკისში 186 კომლი ცხოვრობს, მასში შემავალ ერგნეთში --- 129. ამგვარად, მეღვრეკისის კოლმეურნეობა 315 კომლს აერთიანებს (16.07.1954 წ.). მეღვრეკისი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს. იგი ამბობს: "შერთულს ზეით, დიდ-ლიახვზედ, არს მეღვრიკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღვარი".... << ტექსტი სრულად აქ... <<

 

***********************************************************************************

მეღვრეკისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. 5.- 1990.- გვ. 79.

იოანე ნათლისმცემლის  ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,8 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კარის ჩარჩო, კუთხეები და ზედა სარტყელი მოპირკეთებულია რუხი ქვით. სამხრეთით კარი და ორი სარკმელია, აღმოსავლეთითა და დასავლეთით - თითო სარკმელი. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა. გადახურულია ღარიანი კრამიტით.... << ტექსტი სრულად აქ ... <<

 

 

 

 

 

მეღვრეკისის ეკლესია (გორის რ-ნი) , ბიბლიოგრაფია:

1. მეღვრეკისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. 5. - 1990 .- გვ. 79. - სოფ.მეღვრეკისის გვიან ფეოდალური, იოანე ნათლისმცემლის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესიისა და სოფლის დასავლეთ ნაწილში მდებარე XVII-XVIII საუკუნეების ცილინდრული კოშკის მოკლე აღწერილობა.

2. მეღვრეკისის ეკლესია (XIII ს.) //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული:.-თბ.,1997.-გვ.14-15; გვ.III. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - ძეგლის ნახაზები-გვ.III. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

3. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ., 1971.- გვ. 50-52. - იოანე ნათლისმცემლის სახელობის ნანგრევების სახით შემორჩენილი ეკლესიისა და სამრეკლოს მოკლე აღწერილობა.

4. ი. მეგრელიძე - სიძველეები ლიახვის ხეობაში// გამ. "საბჭოთა საქართველო", თბილისი  1984 წ, გვ.45-47

5. მეღვრეკისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.6, თბ. 1983 წ. გვ.636

 

 

  • მეღვრეკისი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • მეღვრეკისი - ფოტოგალერეა