topmenu

 

წუღრუღაშენი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

წუღრუღაშენი, (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ზაქარაია პ. ბოლნისები და წუღრუღაშენი. - თბ., 1953. - წუღრუღაშენის გუმბათოვანი ტაძრის აღწერილობა.

2. ზაქარაია პ. წუღრუღაშენი. - თბ., 1952. - მდინარე ფოლადაურის ხეობაში მდებარე XIII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ისტორია, ორნამენტები, შიდა სივრცის აღწერილობა და წარწერების ანალიზი.

3. ზაქარაია პ. წუღრუღაშენი, 1213 - 1222 წწ.. - თბ., 1955. - ლაშა-გიორგის მეფობის დროს აგებული გუმბათოვანი ეკლესიის - წუღრუღაშენის აღწერილობა.

4. წუღრუღაშენი //საქართველოის სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005.- გვ. 291-292. - XIII საუკუნეში აგებული, მუქი ყვითელი ფერის გუმბათოვანი ტაძრის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული აღწერილობა, წარწერების მოკლე მიმოხილვა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია წუღრუღაშენის სარკმლის მორთულობისა და დეტალის ფოტოები.

5. XII სუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: წუღრუღაშენი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღრება XI-XVIII სს. - თბ., 1990. - გვ.113-131. - ძეგლის გეოგრაფიული სივრცე, ასომთავრული წარწერების ანალიზი და ცნობა ტაძრის ამგების შესახებ. ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასაითება, მხატვრული აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, ი.ბართოლომეი, მ.ბროსე, არქიტექტორი დ.გრიმი, დ.ბაქრაძე, გ.ჩუბინაშვილი, ნ.სევეროვი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.30-34; ტაბ.XLII-XLVI).

6. ბოლნისის ეპარქია: წუღრუღაშენის წმ.გიორგის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები. - თბ., 2005. - გვ.40. მოკლე ცნობა მონასტრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), ტაძრის ამგები ჰასან არსენის ძე (XII-XIII სს.). ტექსტს ახლავს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ფოტო.

7. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): წუღრუღაშენი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955.- გვ.66. - ტაძრის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXI. სურ.1).

8. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი. IV. - თბ., 2003. - გვ.228-229. წუღრუღაშენის (გუნბადი) გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურის აღწერილობა, ასომთავრული წარწერების ანალიზი. აღნიშნულია წუღრუღაშენის ხევის სათავეში გათხრილი და შესწავლილი რკინის საწარმოო უბანი, ნასოფლარი და ძველი გვირაბები მადნის საბადოებში. მოხსენიებული არიან: ვახუშტი ბაგრატიონი, ტაძრის ამგები ჰასან არსენის ძე, ვ.სილოგავა.

9. წუღრუღაშენი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI.- თბ., 1987.- გვ.351. - XIII საუკუნის ტაძრის ხუროთმოძღვრებისა და შემკულობის მოკლე აღწერილობა, აგების სავარაუდო თარიღი. მოხსენიებულნი არიან: მეფე ლაშა-გიორგი, ჰასან არსენის ძე, რ.შმერლინგი.


10. წუღრუღაშენი // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974. გვ.156. ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. სამშენებლო წარწერის მიხედვით ძეგლის მაშენებლად მოხსენიებულია ჰასან არსენისძე. მოცემულია ძეგლის ზომები. ტექსტს დართული აქვს ფოტოები (ტაბ.159, 160).

11. პარმენ ზაქარაია, "ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, XI -XVIII სს., //გამ. "ხელოვნება", თბილისი, 1978 წ. - "წუღრუღაშენი" - გვ.151 - 190.

 

ბმულები ინტერნეტ სივრცეში

http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=495