topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამთავისი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი// ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.57-58.

სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი 1030 წლისა (თბილისის ჩრდილო - დასავლეთით, 65 კმ.მანძილზე) საყურადღებოა არა მარტო განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით - პროპორციულ შეფარდებათა საკვირველი ჰარმონიულობით, ვირტუოზული ბრწყინვალებით შესრულებული მორთულობით - არამედ იმითაც, რომ აქ თავს იჩენს ზოგი თავისებურება, რომლებიც საფუძვლად დაედო შემდგომს განვითარებას. გეგმაში იგივე ტენდენცია ჩანს, რომელიც სამთავროში ვნახეთ. გამარტივება, დამოკლება მართალია, აქ ჯერ კიდევ ოთხი გუმბათქვეშა ბოძია, მაგრამ აღმოსავლეთის ორი ბოძი ძალიან მიახლოებულია საკურთხეველთან. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, რთულ დეკორაციულ კომპოზიციას ქმნის. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ - კუთხით დაყენებული და აგრეთვე ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. ეს ელემენტები, რომლებიც ფასადის შუა ღერძზეა ასხმული, ერთმანეთს უკავშირდება მომჩარჩოებელი ლილვით - ზემოთ იგი მთავარ თაღებს ებმის, ქვემოთ კი კედლის ძირამდის ჩადის. კომპოზიცია, შუა თაღის ორ მხარეს დამატებულ თაღებსა და ლილვებთან ერთად, ქმნის პლასტიკურად პროფილირებულ ხაზების უწყვეტ, უაღრესად დინამიკურ დინებას. აქ გაცილებით მეტია, ვიდრე სვეტიცხოვლის ფასადზე, თავისთავადი დეკორაციული მნიშვნელობის მქონე ელემენტი. სამთავისის აღმოსავლეთი ფასადის გავლენა ხანგრძლივი იყო, მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII ს-ის მეორე ნახევარში. ეკლესიების გეგმათა შემდგომი განვითარებაც სამთავროსა და სამთავისს უკავშირდება. (საფიქრელია, რომ სამთავისის მშენებელი - არა მარტო კტიტორი, ე.ი. მშენებლობის მოთავე, არამედ ხუროთმოძღვარიც იყო - ილარიონ სამთავნელი (სამთავისის ეპისკოპოსი). გუმბათის ყელი და დასავლეთის კედელი აღდგენილია XV ს-ში.

სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი// ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.142.

1030 წ.

სოფ.სამთავისი ქართლშია, კასპის რაიონში. მისი სახელგანთქმული საეპისკოპოსო ტაძარი, XI ს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ერთი ყველაზე შესანიშნავი ძეგლთაგანი, გარკვეული თვალსაზრისით ახალი ისტორიული ეტაპის დამწყებია (გეგმა, აღმოსავლეთი ფასადის მორთულობის სისტემა. იხ.ზემოთ, ძირითადი ტექსტი). ტაძრის მაშენებელი იყო ილარიონ, ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენებულია აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში (წარწერა ულამაზესი მთავრული ასოებითაა შესრულებული). თარიღი - 1030 წ. - მითითებული იყო ერთ წარწერაში, რომელიც გამოაქვეყნა თ.ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა მას ეზოში უპოვნია. ახლა დაკარგულია). საფიქრებელია, რომ ილარიონი არა მარტო მშენებლობის მოთავე იყო, არამედ ხუროთმოძღვარიც (აშურიანის ეკლესიის 1032 წლის წარწერაში ნათქვამია, რომ ის ილარიონის ხელითაა ნაშენი). სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა. ხელუხლებლად გადარჩა, არსებითად, მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი მთლიანად თავიდანაა აწყობილი XV ს-ში, მას შემდეგ, რაც გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთი მხარე გადაანგრია. ახლანდელი გუმბათის ყელიც იმდროინდელია. შენობას, კერძოდ. დასავლეთის ფასადსაც, ატყვია XIX ს-ის შეკეთებათა კვალიც. შიგნით გვიანდელი მხატვრობის ფრაგმენტები გადარჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. გალავნის ფარგლებში ეპისკოპოსის სასახლის ნანგრეეებია. სამრეკლო, როგორც ჩანს, XVII ს-შია აგებული. შენობის გეგმა, რომელიც აქვეა დართული, გრაფიკულ რესტავრაციას წარმოადგენს: ამჟამად, ერთ-ერთი შეკეთების წყალობით, ჩრდილო - დასავლეთის გუმბათქვეშა ბურჯს ფორმა შეცვლილი აქვს. ეკლესიის გარეთა ზომები: სიგრძე - 25 მ., სიგანე - 17 მ., სიმაღლე შიგნით - 29,1 მ.

1.გივი სოხაშვილი სამთავისის ტაძარი (მასალები ტაძრის ისტორიისათვის)

2.სარა ბარნაველი. სამთავისის მეორედ მაშენებელის ვინაობა. სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, XII, №9, თბ., 1951. გვ. 571-578

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - "+"