topmenu

 

სამთავისი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

სამთავისის ტაძარი (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ალშიბაია გ. სამთავისი. თბ., 1962. -  გვ.10 - ცნობები სამთავისის გუმბათოვანი ტაძრის შესახებ.

2. ბარნაველი ს. სამთავისის "მეორედ აღმშენებლის" ვინაობა //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.XII. - N9. - 1951. - გვ.571-578. - ვახტანგ V შაჰნავაზის ასულის მიერ სამთავისის ტაძრის აღდგენის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მოსაზრების უარყოფისა და ბაგრატ VI-ის დის, გაიანეს მიერ XV საუკუნეში ძეგლზე რესტავრაციის ჩატარების თაობაზე.

3. სამთავისი //ზაქარაია პ. IX-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XII სს.  თბ., 1975. - გვ.7-46. - სამთავისის ტაძრის ისტორია, არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი, კედლებზე შემონახული წარწერები, ინტერიერი, დეკორატიული სისტემა.

4. სოხაშვილი გ. სამთავისი (მასალები ტაძრის ისტორიისათვის ). თბ., 1973. რეზ. რუს და ინგ. ენებზე. - XI-XIII საუკუნეების ტაძრის ისტორია, ძეგლის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის კლასიფიკაცია. ტაძრის შიდა სივრცისა და გარე მასების ურთიერთშეთანხმების, ფასადების სისტემის ახლებურად გააზრების შესახებ. ნაშრომს ერთვის მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

5. სოხაშვილი გ. სამთავისის ტაძარი // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - 1968. - N3. - გვ.178-199. - ტაძრის ხუთი ასომთავრული წარწერა ძეგლის აგებისა და აღდგენის თარიღების შესახებ, ფასადებზე შემორჩენილი გვიანი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლების მიმოხილვა.

6. ქანდურაშვილი ა. "გუმბათიანი, დიდმშვენიერად შენებული" //საქართველოს ბუნება. - 1965.- N5. - გვ.9. - სამთავისის ტაძრის აღწერილობა.

7. ღვთაებრივი ცეცხლით განდევნილი მტერი. სამთავისი //საქართველოს სულიერი საგანძური წ.I.- თბ., 2005.- გვ.200-206. - ამაღლების სახელობის ტაძრის მდებარეობა, ხალხური გადმოცემა მის შესახებ, მშენებლობის ეტაპები, ფასადების დეკორატიული სისტემა, ხუროთმოძღვრული აღწერილობა. სამთავისი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. ტექსტი ქართ. და ინგ. ენებზე. დართულია ტაძრისა და დეტალების ფოტოები.

8. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში გამაგრებული ეკლესია-მონასტრები: სამთავისის გალავანი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002.- გვ. 504-505. - 1030 წელს აგებული ტაძრის რამდენჯერმე გადაკეთებული გალავნის აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.258; ტაბ.193).

9. XI-XII საუკუნეების ხურთმოძღვრება: სამთავისი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს. - თბ., 1990. - გვ.9-26. - ძეგლის მდებარეობა, წერილობითი წყაროების შეჯერება და ანალიზი, მშენებლობის ეტაპები, ტაძრის აღწერილობა, არქიტექტურულ- მხატვრული ანალიზი, პარალელები ამ პერიოდის სხვა ქართულ ტაძრებთან. მოხსენიებულნი არიან: მ.ბროსე, ს.ბარნაველი, არქიტექტორი რიპარდი; გივი ამილახვარი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.1-5; ტაბ.I-V/2).

10. მცხეთა-გორი. სამთავისი //ზაქარაია პ. თბილისის. ბორჯომი. ვარძია. - თბ., 1977. - გვ.20-22. - ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული დახასიათება. აღნიშნულია ანსამბლში შემავალი სხვა ნაგებობები (ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პატარა ეკლესია). მოხსენიებლნი არიან: სამთავნელი ეპისკოპოსი ილარიონ ვაჩე ყანჩაელისძე (XI ს.), გივი ამილახვარი, სამთავნელი ეპისკოპოსი მელიტონი (XVII ს.). ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.

11. განვითარებული ფეოდალიზმი: სამთავისის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. თბ., 1995. - გვ.93-94. - XI საუკუნის გამარტივებული გეგმის ტაძრის მხატვრული ფორმების ანალიზი.

12. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): სამთავისი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955.- გვ.63. - ტაძრის კომპოზიციური წყობის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXVI. ნახ.1,2,3).

13. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათაის ს. ლეხურის ხეობა. - თბ., 1964.- გვ.18-26. - ძეგლის მდებარეობა, მოკლე ისტორია, წარწერების ანალიზი, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

14. სამთავისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია IX. - თბ., 1985. - გვ.10. - მოკლე ცნობები სამთავისის გუმბათოვანი ტაძრის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრულ გაფორმებაზე.

15. ბერიძე ვ. ხელოვნება (XI-XII სს.) //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.III. - თბ., 1979. - გვ.481-482. - 1030 წელს სამთავრელი ეპისკოპოს ილარიონის მიერ აგებული სამთავისის ტაძრის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრული ფორმების მოკლე აღწერილობა.

16. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.57-58; გვ.142. - საეპისკოპოსო ტაძრის ხუროთმოძღვრულ - მხატვრული ანალიზი.

17. სამთავისი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერები. - თბ., 2004.- გვ.211-213. - ამაღლების ტაძრის გუმბათისა და საკურთხევლის ფრესკათა ორ ფენაზე შემორჩენილი ბერძნული წარწერების პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, მათი შესრულების სავარაუდო თარიღი.

18. სამთავისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990.- გვ.191-197. - ტაძრის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა. კომპლექსში შემავალი სამთავისი ტაძრის (გადმოცემის მიხედვით ვახტანგ გორგასალის მიერ აგებული, ასაომთავრული წარწერის მიხედვით-სამთავნელი ეპისკოპოსი ილარიონი ვაჩეს ძე ყანჩაელი. სავარაუდოდ, ძველი აუგიათ 472 წელს, ტაძარი კი - 1030 წელს), დიდი ტაძრის (ჯვარგუმბათოვანი, გათლილი მოყვითალო - მონაცისფრო ქვით ნაშენი), გალავნის (გეგმით მრავალგვერდი, ნაშენი რიყის ქვით, თარიღდება XVIII საუკუნით), ეპისკოპოსის პალატის (აგებულია დიდი ტაძრის ჩრდ.-აღმ.-ით, თარიღდება XVIII საუკუნით), მცირე ეკლესიის (ნაგებია რიყისა და თლილი ქვით, ძლიერ დაზიანებულია, ეკლესია 1,5 მ სიმაღლემდე მიწითა და ღორღითაა ამოვსებულია), სამრეკლოს (სამსართულიანი, თარიღდება XVIII საუკუნით), კოშკის (გალავნის თანადროულია, სართულებზე განლაგებულია სათოფურები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები) ხუროთმოძღვრული ფორმებისა და მხატვრული შემკულობის დეტალების, მთავარი ტაძრის ინტერიერის, საკურთხევლის მოხატულობის ვრცელი აღწერილობა, წარწერათა პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: VI საუკუნის ეკლესიის ამშენებელი, ასურელი მამა ისიდორე - ეზდერიო; კალიგრაფები: ილია (XVI ს.), არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს.), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIIII სს.), ანტონ კათალიკოსი, შანშე ქსნის ერისთავი, ვახუშტი აბაშიძე, გივი ამილახვარი; თ.ჟორდანია. ტაძრის წარწერის მიხედვით მოხატულობის კტიტორებად დასახელებულია გივი აილახვარი, მისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებლად-მელიტონ სამთავნელი; რესტავრატორები: შ.აბრამიშვილი, კ.ბაკურაძე. მოცემულია ტაძრის კომპლექსის გენგეგმა, საერთო ხედისა და გუმბათის მოხატულობის, დეკორატიული დეტალების - ჯვარი, რომბები, აღმ. ფასადის - რელიეფი ფასკუნჯი - ფოტოები, განივი განაკვეთი აღმოსავლეთისაკენ, კოშკის გეგმა სართულების მიხედვით.

19. სამთავისის მონასტერი //მოცულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1983. - გვ.98 - 104; 141. - 1030 წელს აგებული სამთავისის მონასტრის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ.მოცემულია მონასტრის გეგმის აგების სტადიების, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები ღუდუშაურისა).

20. სამთავისი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.56. - მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ. მოცემულია ძეგლის ფოტო.