topmenu

 

ქურმუხი

<უკან დაბრუნება

ქურმუხის ეკლესია - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.10, გვ.576-577, თბ., 1986

ქურმუხი, საქართველოს ისტორიული მხარის - ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი, ახლანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონის ცენტრის ქალაქ კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე. შუა საუკუნეებში აქ საეპისკოპოსო კათედრალი იყო. ქურმუხის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა აგრეთვე ჰერეთის მთიანეთისა და წახურის (დაღესტანში) მრევლი. XVII საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა აბას I-მა ჰერეთის აღმოსავლეთი თემი კაკი ქურმუხითურთ ჩამოართვა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს და წახურელ ლეკებს გადასცა, რომელნიც აქ საბოლოოდ XVIII საუკუნის I მეოთხედიდან გაბატონდნენ. ქურმუხი მოსწყდა კახეთის სამეფოს. შემდგომ იგი უკვე საინგილოს მნიშვნელოვანი პუნქტია. შემორჩენილია XIII-XIV საუკუნეების ეკლესია "ქურმუხის წმინდა გიორგი". იგი როგორც ქართულ, ისევე მუსლიმანური მოსახლეობის წმინდა ადგილად ითვლებოდა.

თ. პაპუაშვილი

http://ka.wikipedia.org/wiki/ქურმუხი

 

 

 

***********************************************************************************
"უფალო უფლისაო, საყდარო მუხისაო". ქურმუხი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.284.
საინგილოს ქურმუხის წმიდა გიორგი საქართველოს უდიდეს სალოცავთა რიცხვს განეკუთვნება. ქურმუხი ჰქვია მდინარეს, რომელიც კახში მოედინება. სწორედ ამ მდინარის პირას, მთაზე ყოფილა აშენებული ქვითკირის ეკლესია. იგი მტერს დაუნგრევია. 1894 წელს ნაწილობრივ ხალხის სახსრებით და ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების შეწევნით აშენდა ქურმუხის წმიდა გიორგის ახალი ეკლესია. მისი დღესასწაული 23 ნოემბერს აღინიშნება....<< ტექსტი სრულად აქ .. <<
***********************************************************************************
ქურმუხის ტაძარი //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.15, გვ.143-145
ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მდებარეობს რაიონული ცენტრის (კახის) სამხრეთ - აღმოსავლეთით, მისგან ორი კილომეტრის დაშორებით, ქურმუხის ხეობაში (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია). აღსანიშნავია, რომ ქურმუხის წმ.გიორგის ეკლესიას თაყვანს სცემდა არა მარტო ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველობა, არამედ არაქართველი მუსლიმანური მოსახლეობაც. ისინი ამ ადგილს წმიდათაწმიდად მიიჩნევდნენ...<< ტექსტი სრულად აქ <<
************************************************************************************
ქურმუხი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.10, გვ.576-577, თბ., 1986
ქურმუხი, საქართველოს ისტორიული მხარის - ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი, ახლანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონის ცენტრის ქალაქ კახის სამხრეთ - აღმოსავლეთით 2 კმ-ზე...<< ტექსტი სრულად აქ .. <<