<უკან დაბრუნება
იკორთა - სოფელი გორის რაიონში, (არცევის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს ორბოძალის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრი. ცხინვალიდან 35 კილომეტრი. ფეოდალურ ხანაში იკორთა იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. 1732 წელს იკორთასთან ბრძოლაში მოიგერიეს ლეკი ფეოდალების თავდასხმა. 1736 წელს ქსნის ერისთავი შანშე ირანს განუდგა და იკორთის ციხეში გამაგრდა. ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა მტერი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი დაეუფლა ციხეს. სოფლის განაპირას მდებარეობს იკორთის ტაძარი.
იკორთის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - აღმართულია სოფ.იკორთას (ცხინვალის რაიონი) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია. ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრულსტილისტიკური თავისებურებებით უაღრესი ნიმუშია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე. იკორთის ტაძარში არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების (1659) ხელმძღვანელები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
გამოყენებული წყარო:
იკორთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., 1980 .- გვ.105.
http://ka.wikipedia.org/wiki/იკორთა
საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I
***********************************************************************************
"სამნი მარტვირნი სამებისად მსრბოლობენ". იკორთა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I . - თბ., 2005. - გვ.242-245.
იკორთის გუმბათოვანი ტაძარი სოფელ იკორთის განაპირას, მთის კალთაზეა აღმართული. იგი აგებულია 1172 წელს. ეკლესიის აგების თარიღი აღნიშნული იყო დასავლეთის ფასადის დიდ წარწერაში. ფეოდალურ ხანაში იკორთა ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო შიდა ქართლში....... << ტექსტი სრულად აქ <<
***********************************************************************************
იკორთა - ნ.გოგიბედაშვილი, ჟურნ. "ფრესკა", გამ. "ნაკადული", თბილისი, 1987 წ., გვ.3-5.
იკორთის ტაძარს - განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებებით ეს ძეგლი უადრესი ნიმუშია XII –XIII სს. მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე....<< ტექსტი სრულად აქ <<
***********************************************************************************
იკორთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. გამ. ხელოვნება, - თბ., 1974. - გვ.151
პატარა სოფელი იკორთა მთებშია, ცხინვალის რაიონში. ეს არის პირველი, უადრესი ნიმუში ქართლის ეკლესიების ჯგუფისა, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა. გეგმა კვადრატს უახლოვდება, გუმბათი ემყარება საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. მომდევნო ნიმუშთაგან განსხვავებით, აქ ჯერ კიდევ არის ბოძების წყვილი დასავლეთის მკლავში, აგრეთვე პატრონიკეც. აღმოსავლეთი ფასადი იმეორებს, გარკვეული ვარიაციებით, სამთავისში შემუშავებულ სისტემას, მაგრამ გეერდის ფასადებზე უკვე ჩანს დეკორაციული თაღების სისტემის რღვევის ნიშნები...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|