topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

იკორთა - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ფოტოს წყარო: http://society.sangu.ge/georgia/displayimage.php?album=15&pos=1

იკორთა (ცხინვალის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ალექსანდრე ეპისკოპოსი [და სხვ]. თქვენო ბრწყინვალებავ! //ივერია. - 1892 (27 მარტი). - N66. - გვ.2. - იკორთის ტაძრის განახლებისათვის დაარსებული კომიტეტის მიმართვა ერისთავთა გვარის წარმომადგენლებისადმი.

2. "ამ დღეებში სახელმწიფო ქონებათა გამგეობაში..."// ივერია. - 1895 (26 აგვ.). - N183. - გვ.1. - ცნობა ბერ გ.გამრეკელის მიერ ეკლესიის აღდგენისა და აღმოჩენილი ახალი მასალების თაობაზე.

3. გვასალია ჯ. იკორთა //ცისკარი. - 1976. - N4. - გვ.154-155. - ცნობები ქსნის ერისთავთა საგვარეულო ტაძრის-მთავარანგელოზის სახელზე აგებულ იკორთის მონასტრის შესახებ.

4. ვარაზაშვილი მ. იკორთა //ძეგლის მეგობარი. - 1992. - N1. - გვ.57-60. - ძეგლის მდებარეობა, არქიტექტურა, მხატვრული გაფორმება, 1991 წლის მიწისძვრის შედეგები - ზოგადი მიმოხილვა.

5. ზაქარაია პ. იკორთა. - თბ., 1967. ბუკლეტი. - გორის მახლობლად აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

6. იკორთა //ზაქარაია პ. XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, XI-XII სს.. - თბ., 1975. - გვ.11-142. - ტაძრის არქიტექტურულ - მხატვრული ანალიზი.

7. XI-XII საუკუნეების ხუროთმოძღვრება: იკორთა //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს. - თბ., 1990. - გვ.40-54. - ტაძრის ხუროთმოძღვრების შედარება შუასაუკუნეების სხვა ძეგლებთან, ისტორია, მის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, არქიტექტურულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის გეგმა, განაკვეთების სქემატური გამოსახულება (ილ.XI-XVI).

8. სიმაგრეები: იკორთა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973. - გვ.79-81. - 1172 წელს აგებული, მეორე პერიოდის მშენებლობის ჩვენამდე მოღწეული იკორთის ტაძრისა და ციხე-დარბაზის მოკლე ისტორია, აღწერილობა. სეხნია ჩხეიძის ცნობა ციხის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ტაბ.22.

9. იკორთის მონასტერი //ზანგურაშვილი ვლ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ეკლესია-მონასტრები. - თბ., 2007. - გვ.32-32-33. - მონასტრის ისტორია. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, ექვ.თაყაიშვილი, იოვანე ქსნის ერისთავი, მონასტრის წინამძღვარი იოაკიმე თითასმანელისძე, შალვა ქვენიფნეველის ძე ერისთავი, მღვდელი დიმიტრი ოქროაძე (ოქროაშვილი). ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.

10. იკორთა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.117. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის (1172 წ.) გადარჩენისა და დაცვის ღონისძიებები.

11. იკორთა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.71. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

12. იკორთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., 1980.- გვ.105. - სოფ. იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული თავისებურებანი.

13. ს.იკორთა (ქართლი) //ცნობის ფურცელი. - 1899 (4 მაისი). - N810. - გვ2. - მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ.

14. სოფ.იკორთა. იკორთის ტაძარი // შიდა ქართლი: პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურურლი მემკვიდრეობა. ტ.I - თბ., 2002. - გვ.92-95. - მდ.მეჯუდას ხეობაში აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე; იასე ქსნის ერისთავი, ერისთავთ-ერისთავები: ვარდანი, არსენი, ჭიაბერი, ბასილი. ტექსტს დართული აქვს საკურთხევლის ფოტო, ძეგლის გეგმა.

15. საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები. - თბ., 1991. ალბომი. - წარმოდგენილია ილუსტრაციები 1991 წლის (29 აპრილი, 15 ივნისი) მიწისძვრამდე და მის შემდეგ.

16. სიგმა. სოფ. იკორთა (გორის მაზრა) // ივერია. - 1891 (5 სექტ.). - N188. - გვ.2. - ერისთავების შეწირულობანი მათი საგვარეულო სამარხის გასაახლებლად. მოხსენიებულია ალექსანდრე ეპისკოპოსი.

17. უნაფქოშვილი ვ. იკორთის ტაძარი //ახალი ქართლი. - 1915. - N55. - გვ.2-3. - მოკლე დახასიათება.

18. მაკალათია ს. ქსნის ხეობა. - თბ., 1968. - გვ.89-92. - სოფ.იკორთის ძეგლების: დარბაზული ტიპის ეკლესიის, კოშკისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ.

19. იკორთა (გორის მაზრა) //ივერია. - 1895 (8 აგვ.). - N168.- გვ.2. - იკორთის ტაძრის შეკეთების თაობაზე. მოხსენებულნი არიან ისტორიული პირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები.

20. მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე : ისტორიის.. სერია. - 1963. - N3. - გვ.170-171. - იკორთის ტაძრის მოკლე აღწერილობა.

21. იკორთის ეკლესია //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1982. - გვ.110-113; გვ.142-143. - XII საუკუნის ძეგლის - იკორთის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია იკორთის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები მ.კალაშნიკოვისა).

22. ციხე-დარბაზები: იკორთა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.164-166. - იკორთის ტაძრისა და მასთან დაკავშირებული ციხე-დარბაზის (ციტადელი, ცილინდრული კოშკი, გალავანი)მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან:ბიძინა ჩოლოყასვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები, შანშე ქსნის ერისთავი.

23. "სამნი მარტვირნი სამებისად მსრბოლობენ". იკორთა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I . - თბ., 2005. - გვ. 242-245. - ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების მოწამებრივი სიკვდილის შესახებ. იკორთის გუმბათოვანი ტაძრის აგების თარიღი, ხუროთმოძღვრული დახასიათება და მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებანი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ფოტოები.

24. განვითარებული ფეოდალიზმი: იკორთა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - 1995. - გვ.95. - მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო (გვ.105).

25. იკორთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება გამ. ხელოვნება, თბ., 1974. -გვ.151. - სოფ.იკორთის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლის ზომები. ტექსტს დართული აქვს იკორთის ეკლესიის ფოტოები (ტაბ.149, 150).

26. იკორთა //საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): შიდა ქართლი. - თბ., 1991. - გვ.4.  - 1172 წელს აგებული გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლის გეგმა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

27. იკორთის ტაძარი - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთის მესამე, ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.99-103

28. იკორთის ციხე-დარბაზი - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთის მესამე, ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.103-104

29. იკორთა  - ნ. გოგიბედაშვილი // ფრესკა, გამ. ნაკადული, 1987, გვ.3-5