|
<უკან დაბრუნება

ფოტოს წყარო: http://society.sangu.ge/georgia/displayimage.php?album=15&pos=1
იკორთა (ცხინვალის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ალექსანდრე ეპისკოპოსი [და სხვ]. თქვენო ბრწყინვალებავ! //ივერია - 1892 (27 მარტი), N66, გვ.2 - იკორთის ტაძრის განახლებისათვის დაარსებული კომიტეტის მიმართვა ერისთავთა გვარის წარმომადგენლებისადმი.
2. "ამ დღეებში სახელმწიფო ქონებათა გამგეობაში..."// ივერია - 1895 (26 აგვ.), N183, გვ.1 - ცნობა ბერ გ.გამრეკელის მიერ ეკლესიის აღდგენისა და აღმოჩენილი ახალი მასალების თაობაზე.
3. გვასალია ჯ. იკორთა //ცისკარი - 1976, N4, გვ.154-155 - ცნობები ქსნის ერისთავთა საგვარეულო ტაძრის-მთავარანგელოზის სახელზე აგებულ იკორთის მონასტრის შესახებ.
4. ვარაზაშვილი მ. იკორთა //ძეგლის მეგობარი - 1992, N1, გვ.57-60 - ძეგლის მდებარეობა, არქიტექტურა, მხატვრული გაფორმება, 1991 წლის მიწისძვრის შედეგები - ზოგადი მიმოხილვა.
5. ზაქარაია პ. იკორთა. - თბ., 1967. ბუკლეტი. - გორის მახლობლად აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
6. იკორთა //ზაქარაია პ. XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, XI-XII სს - თბ., 1975, გვ.11-142. - ტაძრის არქიტექტურულ - მხატვრული ანალიზი.
7. XI-XII საუკუნეების ხუროთმოძღვრება: იკორთა //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს. - თბ., 1990, გვ.40-54. - ტაძრის ხუროთმოძღვრების შედარება შუასაუკუნეების სხვა ძეგლებთან, ისტორია, მის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, არქიტექტურულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის გეგმა, განაკვეთების სქემატური გამოსახულება (ილ.XI-XVI).
8. სიმაგრეები: იკორთა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973, გვ.79-81, 1172 წელს აგებული, მეორე პერიოდის მშენებლობის ჩვენამდე მოღწეული იკორთის ტაძრისა და ციხე-დარბაზის მოკლე ისტორია, აღწერილობა. სეხნია ჩხეიძის ცნობა ციხის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ტაბ.22.
9. იკორთის მონასტერი //ზანგურაშვილი ვლ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ეკლესია-მონასტრები - თბ., 2007, გვ.32-32-33 - მონასტრის ისტორია. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, ექვ.თაყაიშვილი, იოვანე ქსნის ერისთავი, მონასტრის წინამძღვარი იოაკიმე თითასმანელისძე, შალვა ქვენიფნეველის ძე ერისთავი, მღვდელი დიმიტრი ოქროაძე (ოქროაშვილი). ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.
10. იკორთა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998, გვ.117. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის (1172 წ.) გადარჩენისა და დაცვის ღონისძიებები.
11. იკორთა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები - თბ., 2003, გვ.71 - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
12. იკორთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.V - თბ., 1980, გვ.105 - სოფ. იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული თავისებურებანი.
13. ს.იკორთა (ქართლი) //ცნობის ფურცელი. - 1899 (4 მაისი) - N810, გვ.2. - მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ.
14. სოფ.იკორთა. იკორთის ტაძარი // შიდა ქართლი: პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურურლი მემკვიდრეობა. ტ.I - თბ., 2002, გვ.92-95. - მდ.მეჯუდას ხეობაში აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე; იასე ქსნის ერისთავი, ერისთავთ-ერისთავები: ვარდანი, არსენი, ჭიაბერი, ბასილი. ტექსტს დართული აქვს საკურთხევლის ფოტო, ძეგლის გეგმა.
15. საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები - თბ., 1991, ალბომი - წარმოდგენილია ილუსტრაციები 1991 წლის (29 აპრილი, 15 ივნისი) მიწისძვრამდე და მის შემდეგ.
16. სიგმა. სოფ. იკორთა (გორის მაზრა) // ივერია 1891 (5 სექტ.) N188 გვ.2 - ერისთავების შეწირულობანი მათი საგვარეულო სამარხის გასაახლებლად. მოხსენიებულია ალექსანდრე ეპისკოპოსი.
17. უნაფქოშვილი ვ. იკორთის ტაძარი //ახალი ქართლი - 1915, N55 გვ.2-3 - მოკლე დახასიათება.
18. მაკალათია ს. ქსნის ხეობა. - თბ., 1968, გვ.89-92 - სოფ.იკორთის ძეგლების: დარბაზული ტიპის ეკლესიის, კოშკისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ.
19. იკორთა (გორის მაზრა) //ივერია - 1895 (8 აგვ.), N168, გვ.2. - იკორთის ტაძრის შეკეთების თაობაზე. მოხსენებულნი არიან ისტორიული პირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები.
20. მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის. სერია, 1963, N3, გვ.170-171. - იკორთის ტაძრის მოკლე აღწერილობა.
21. იკორთის ეკლესია //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა - თბ., 1982, გვ.110-113; გვ.142-143 - XII საუკუნის ძეგლის - იკორთის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია იკორთის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები მ.კალაშნიკოვისა).
22. ციხე-დარბაზები: იკორთა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები - თბ., 2001, გვ.164-166 - იკორთის ტაძრისა და მასთან დაკავშირებული ციხე-დარბაზის (ციტადელი, ცილინდრული კოშკი, გალავანი)მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: ბიძინა ჩოლოყასვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები, შანშე ქსნის ერისთავი.
23. "სამნი მარტვირნი სამებისად მსრბოლობენ". იკორთა //საქართველოს სულიერი საგანძური წ.I - თბ., 2005, გვ. 242-245. - ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების მოწამებრივი სიკვდილის შესახებ. იკორთის გუმბათოვანი ტაძრის აგების თარიღი, ხუროთმოძღვრული დახასიათება და მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებანი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ფოტოები.
24. განვითარებული ფეოდალიზმი: იკორთა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია - 1995, გვ.95, მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო (გვ.105).
25. იკორთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება გამ. ხელოვნება, თბ., 1974, გვ.151 - სოფ.იკორთის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლის ზომები. ტექსტს დართული აქვს იკორთის ეკლესიის ფოტოები (ტაბ.149, 150).
26. იკორთა //საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): შიდა ქართლი - თბ., 1991, გვ.4 - 1172 წელს აგებული გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლის გეგმა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
27. იკორთის ტაძარი - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთის მესამე, ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.99-103
28. იკორთის ციხე-დარბაზი - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთის მესამე, ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.103-104
29. იკორთა - ნ. გოგიბედაშვილი // ფრესკა, გამ. ნაკადული, 1987, გვ.3-5
|