topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბეთანია

<უკან დაბრუნება

ბეთანია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბ., 1977. - გვ.268

ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით (16 კმ), ვერის ტყიან ხეობაში (მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს). რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს. გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავი ნიმუში. გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა "მაცხოვრის" ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღქმის სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა "განკითხვის დღის" კომპოზიციას. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და გიორგი ლაშას პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, 1207 წლის ახლოს. ტაძრის დასავლეთით დგას დარბაზული ეკლესია (1196).

ი.ციციშვილი

***მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან. ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა. XX ს. ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

***გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ბეთანიის_მონასტერი

 

 

 

 

***********************************************************************************

XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: ბეთანია //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XIII სს. - თბ., 1990, გვ.57-72.

საქართველოს ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძრებში ბეთანიას საპატიო ადგილი უჭირავს. აქ ყველაფერი ტიპიურია XII-XIII საუკუნეთა მიჯნის ტაძრებისათვის და ამავე დროს, კერძო, კონკრეტული და ორიგინალურია.... <ტექსტი სრულად აქ..<<

***********************************************************************************

ბეთანია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.153

ტაძარი დასახლებულ ადგილთან მოშორებითაა, მდ.ვერეს ღრმა ხეობაში, თბილისიდან 18 კმ-ის მანძილზე. ეს ერთი საუკეთესო ძეგლთაგანია თავისი დროისა, რომელშიაც ახალი ტიპი ეკლესიისა სავსებით ჩამოყალიბებულია (იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში)...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: ბეთანია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბილისი, 1995. - გვ.97.

XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის გუმბათოვან ძეგლებს აერთიანებს გეგმისა და შიდა სივრცის საერთო გადაწყვეტა. გეგმის მხრივ თავს იჩენს კვადრატისკენ მიახლოების ტენდენცია. იცვლება შენობათა პროპორციები და განსაკუთრებით ფასადთა მორთულობის კომპოზიციური ხერხები....<<ტექსტი სრულად აქ...<<