topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბაგინის კოშკი

<

ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი პირველი, ტ.13. საკითხავნი ყმაწვილთათვის, თბ., გამ. "ციცინათელა",  2006 წ.,   გვ. 142

ქსნის ხეობის ალპურ ზონაში მდებარეობს სოფელი ბაგინეთი (ახალგორის რაიონი), რომლის განაპირას აღმართულია სადაზვერვო კოშკი. ეს სწორკუთხა კოშკი ორგინალურადაა აგებული. ამჟამად სართულშუა გადახურვა და ზედა ნაწილი მორღვეულია. შესავლელი ჩრდილოეთიდ მიწის დონეზეა. ამავე მხრიდან აქვს შესასვლელი მეორე სართულსაც. ზედა სართულების კედლებში სათოფეებია განლაგებული, მეოთხე სართულის ყოველ კედელში დამატებით თითო სალოდეა, რომლებიც შიგნიდან ღრმა ნიშებშია ჩამჯდარი, გარე კედლებში დატოვებული წვრილი ხვრელობები, ალბათ სათოვეები იყო. კოშკის ფასადები ოსტატურადაა მოპირკეთებული თლილი ქვით და კარგი პროპორციების შედეგად მიმზიდველად გამოიყურება. კოშკი თარიღდება XVI-XVIII საუკუნეებით.



ბაგინის კოშკი (ახალგორის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბაგინი //საქართველო: ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.314. -  ქსნის ხეობაში მდებარე XVI-XVII საუკუნეების ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. XVI-XVIII საუკუნეების სიმაგრეები კოშკები: ბაგინი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უჩველესი დროიდან XVIII სს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.423-425.- ძეგლის მდებარეობა და დახასიათება.

3. ზაქარაია პ. ლენინგორის რაიონი.-თბ., 1981. - გვ.11. - სოფ.ბაგინის მატერიალური ძეგლების მოკლე აღწერილობა.

4. კოშკები: ბაგინი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.165. - ქსნის ხეობაში, სოფ.ბაგინში შემორჩენილი სათვალთვალო კოშკის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ბაგინის კოშკის ფოტო.

5. ზაქარაია პ. ქსნის ხეობის ციხესიმაგრეები //საქართველოს მუზეუმის მოამბე. XVI-B.-1950.- გვ.189. - სათვალთვალო კოშკის ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

6. ქსნის ხეობა ფოტომეგზური.- თბ.,2006.-გვ.31.- კოშკის მდებარეობა და მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. დართული აქვს ძეგლის ფოტო.

7. სიმაგრეები. ბაგინი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.151. - სოფ.ბაგინის განაპირას აღმართული ციხის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ტაბ.50.

8. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები პირამიდული კოშკები: ბაგინი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ., 2002.-გვ.423-425 - სადაზვერვო კოშკის გადარჩენილი ოთხი სართულის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.188; ტაბ.147).

8. კოშკები: ბაგინი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.193. - მოკლე ცნობა ძეგლის შესახებ.