topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბაგრატის ტაძარი - ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ბაგრატის ტაძარი //ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი პირველი, ტ.13. საკითხავნი ყმაწვილთათვის, თბილისი, გამ."ციცინათელა", 2006 წ., გვ.142 - 146

X - XI სს- ის მიჯნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდებარეობს ქუთაისში, რიონის მარჯვენა ნაპირზე, უქიმერიონის გორაზე. აგებულია ბაგრატ III -ის (975-1014) მეფობაში. თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნის სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელს. მემატიანე მოგვითხრობს. რომ ტაძრის კურთხევა დიდი ზეიმით მოეწყო - მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები. როდესაც ბაგრატის ტაძარი ააგეს, თანამედროვენი გრძობდნენ, რომ ნაგებობა გამოირჩეოდა. იგი შესანიშნავი იყო თავისი „მიუწვდომელითა“ თვისებებით. მისი კურთხევის არაჩვეულებრივი ზეიმისათვის ბაგრატ მეფემ „შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი კათალიკოსნი, მღვდელმთავარნი, და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი ქვემონი მამულისს სამეფოს მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი" (ქართლის ცხოვრება", ტ I. გვ.281). ქვეყანა მაშინ თითქმის მთლიანად გაერთიანებული იყო ბაგრატ III -ის ხელქვეით. ამ ზეიმით ბაგრატმა თითქოს საგანგებოდ წარმოაჩინა, რომ საქართველოს მაშინდელ დედაქალაქში ახლად აგებულ საეპისკოპოსო" ტაძარს ზოგადეროვნული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

XVII  ს-ის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. რუსი ელჩები, რომელთაც ტაძარი დანგრევამდე ნახეს, მოწმობენ, რომ შიგნით იგი მოზაიკით იყო მორთული. 1692 წ.. როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. ამ დროს ჩამოინგრა გუმბათი და გადახურვები. XIX ს.-ის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის დასავლეთი კარიბჭე, რასაც მოწმობს მხატვარ ნ.ჩერნეცოვის ნახატები. შემდეგ ისიც  ნანგრევებად იქცა. შენობა ზიანდებოდა XIX ს-ის მანძილზეც - მის ქვებს ეზიდებოდნენ სამშენებლო მასალად. ბაგრატის ტაძარი გეგმით ოშკის ტაძარს ენათესავება, მაგრამ მისი უბრალო გამეორება კი არ არის, არამედ ოშკის ტაძარში ჩანერგილი იდეის განვითარება. ხუროთმოძღვარმა შექმნა ტრიკონქი. ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. იმავე დროს მან გაზარდა და თითქოს განაზოგადა შიგა სივრცე: მოსპო სადგომები სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ორივე მხარეს და აქ მხოლოდ აფსიდები დატოვა; გააფართოვა დასავლეთი მკლავი, გაყო სამ ნავად და მოაწყო ამ მხარეს პატრონიკე-გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფის ოჯახი და დიდებულები იდგნენ. საკუთრხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. გუმბათი ეყრდნობოდა თავისუფლად მდგომ ოთხ მძლავრ ბოძს. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილო - დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI ს-ის I ნახევარში დასავლეთიდან და სამხრეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული საზეიმო კარიბჭეები მიაშენეს. მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებულ დეკორატიულ თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთ ფასადი, რომელზედაც გამოყენებულია ხუთი თაღისა და ორი ნიშის ცნობილი კომპოზიცია. სავსებით დასრულებულ სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებს და სათაურებს.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამენტი უფრო გრაფიკულია, ხასიათდება სიმსუბუქით, კვეთის მცირე სიღრმით და სტილის მხრივ კუმურდოს ჩუქურთმებს ენათესავება. კარიბჭეების შემკულობას კი ღრმა პლასტიკური კვეთა ახასიათებს, გამოყენებულია მცენარეული და გეომეტრული სახეები, ცხოველთა გამოსახულებანი; გვხვდება შუა სუკუნეებში დიდად პოპულარული მოტივი არწივისა, რომელსაც კლანჭები მსხვერპლისათვის ჩაუსვია, ან ცხოველისტანიანი და ფრინველის ან ადამიანისთავიანი რაღაც ფანტასტიკური არსება და სხვ. შიგნით ბაზისებს და სვეტისთავებს რელიეფურ გამოსახულებები ამკობდა. კედელ-კამარები და იატაკი მოზაიკით იყო დაფარული (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი კვალი). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის ნაშთი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძარში და ეზოში ეწყო ქვაზე ნაკვეთი რელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული დეტალები, რომლებიც ტაძრის შიგა კედლებს და ფასადებს ამშვენებდა. ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიგა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. 1952 წლიდან დაიწყო ტაძრის აღდგენა-კონსერვაცია. სამუშაოთა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია (აღდგენილია დასავლეთის კარიბჭე, კედლების ნაწილი, ფასადების პერანგის მნიშვნელოვანი ნაწილი და სხვ.) არქიტექტორ ვ.ცინცაძის პროექტითა და ხელმძღვძელობით გამოვლენილია ისტორული მნიშვნელობის წარწერები. გადაწყვეტილია რიგი საკითხებისა ძეგლის თავდაპირველი ხუროთმოძღვრული ფორმების წარმოსადგენად, რომლებშიც მკვეთრად ჩანს ჩვენი ხალხის შრომისა და ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი  ტრადიციები.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ტაძრის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ამოკვეთილია ქართულ ასომთავრული წარწერები. მთავარი სამშენებლო წარწერა, რომელიც აფხაზთა და ქათველთა მეფე და კურაპალატი და დედამისი-გურანდუხტ დედოფალი იხსენიება, ამოკვეთილია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის სარკმლების ზემოდან ჩუქურთმიანი თაღედის ქვედა ბრტყელ წახნაგზე. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა) ძეგლი 1001-08 წლებით თარიღდება. ჩრდილოეთ კედელზე, აღმოსავლეთ მკლავის სარკმლის ქვემოთ ჩასმულ დიდი ზომის ქვის ფილაზე, სარკმლის ღიობის ორივე მხარეს ამოკვეთილია ორი წარწერა: შედარებით ვრცელი, 6 სტრიქონიანი მარცხენა წარწერა შინაარსით მემორიალურია და შეიცავს ბაგრატ III-ის განდიდების ტექსტს: „ქ. მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველთა მეფე, თანა: მამით, დედით დედოფლით და ძით მათით, ამენ". ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა, მისი დედისა და მამის ცოცხლად მოხსენიება) ეს წარწერაც, აღმოსავლეთ ფასადის წარწერის მსგავსად, 1001-08 წლებით თარიღდება. მარჯვნივ ამოკვეთილი წარწერის ტექსტი ასეთია: "ქ.ოდეს განმტკიცდა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“, ე.ი. 1003 წ. ეს წარწერა ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად გადმოსცემს თარიღს არაბული ციფრებით (მანამდეც და შემდეგაც კარგა ხანს თარიღი ასონიშნებით გადმოიცემოდა). ამ დროს თარიღის აღნიშვნა არაბული ციფრებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არაბული ციფრების ხმარება ევროპაში, გაცილებით გვიან შემოუღიათ, ვიდრე საქართველოში. შენობის გარეთა ზომებია მთავარ ღერძებზე კარიბჭეების გარეშე: სიგრძე. 43 მ. სიგანე 35 მ.

ვახტანგ ცინცაძე, ვახტანგ ბერიძე, ვალერი სილოგავა.