topmenu

 

კვეტერა

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია-მონასტრები//ციხეები>>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

კვეტერა - ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ახმეტის რაიონი). კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. წყაროებში პირველად XI საუკუნის შუაწლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტის (XVIII ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას. კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული. გეგმით ჯვარისებრი ეკლესია X საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდით. აფსიდებს შორის მოთავსებულია ნიშები. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი. შრომით ნაგები შენობა, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარს ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე შეუქმნია კომპოზიციურად მომხიბლავი ნაწარმოები.

დ. მუსხელიშვილი ., შ. საღარაძე

კვეტერა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., 1980. - გვ. 496

http://ka.wikipedia.org/wiki/კვეტერა

 

 

 

 

************************************************************************************
კვეტერა //საქართველოს ისტორიისა  და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბილისი,  2004.- გვ. 97-101.
კვეტერა,  ციხე-ქალაქი, ისტორიული,არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი,   მდებარეობს მდინარე ილტოს  მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის  გზაზე, ახმეტიდან 12 კმ -ზე. კვეტერის (კვეტარის, კუეტერის) ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდგომში  სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო.  ... << ტექსტი სრულად აქ ...<<
***********************************************************************************
კვეტერა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I. - თბ., 2005. - გვ.136-137
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. იგი მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე  მდებარეობს. კვეტერა წყაროებში პირველად XI საუკუნის შუა  წლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტის (XVIII  ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ  VIII  საუკუნეში უნდა არსებულიყო, რასაც ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა ძიებაც ადასტურებს.... << ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************
კვეტერას ციხესიმაგრე და ეკლესია//"ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, ტ.14., თბილისი, გამ. "ციცინათელა", 2007 წ., გვ.140 - 142
კვეტერას ციხესიმაგრე მდებარეობს ქართლიდან კახეთში გომბორის უღელტეხილით მიმავალ მთავარ გზაზე, დიდ მთაზე, რომელიც ახლა ტყითაა დაფარული. შემაღლებაზე გამყოფილია ციტადელი. მთელი ციხე მასზე 6-7 ჯერ მეტია. ამ მონაკვეთში განლაგებულია გუმბათოვანი ეკლესია, სასახლისა და სხვა შენობათა ნანგრევები..... << ტექსტი სრულად აქ ...  <<
*************************************************************************************
განვითარებული ფეოდალიზმი: კვეტერა - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია. - თბილისი, 1995. - გვ. 80-81
კვეტერას X საუკუნის ეკლესია გეგმაში წარმოადგენს ჯვარს ოთხი აფსიდით,  რომელთა შორის მოთავსებულია ოთხი ნიში. ეკლესიის ცენტრალური კვადრატი დაგვირგვინებულია გუმბათით, ექვსი სარკმლით მის ყელზე. აფსიდების მკლავების ყოველ კუთხეში გაკეთებულია სამი ნახევარსვეტის კონა...<<..ტექსტი სრულად აქ.. <<