topmenu

 

ქაფანაქჩი (ქვემო ბოლნისი)

<უკან დაბრუნება

ქვემო ბოლნისის (ახლანდელი ბოლნის-ქაფანაქჩის) ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონული ცენტრიდან შვიდიოდე კმ-ის მანძილზე, ბოლნისის სიონის მახლობლად. ძეგლი ძლიერ დაზიანებული იყო, ამჟამად აღდგენილია და მოქმედია..კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, ლამაზი ფერის მწვანე კვადრებით. შუა ეკლესიის ორივე შესასვლელის თავზე (სამხრებიდან) საგანგებო დიდ ლოდებზე ამოკვეთილი იყო რელიეფური კომპოზიციები - მარჯვენა კარის ზემოთ ქრისტეს ამაღლება ანგელოზთა მიერ, მარცხენას ზემოთ - სავარაუდოდ ღვთისმშობლის ამაღლება. ახლა პირველი ამათგანი (უმთავრესი) აღარ არსებობს. სტილისტიკური ნიშნებით ძეგლი, რომელიც სამეკლესიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს, V-VI საუკუნეებს მიეკუთვნება.

 

 

 

 

 

 

***************************************************************************************

ქვემო ბოლნისი (ქაფანაქჩი) - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., გამ ხელოვნება, 1974.- გვ.93-94.

ქვემო ბოლნისის (ახლანდელი ბოლნის-ქაფანაქჩის) ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონული ცენტრიდან შვიდიოდე კმ-ის მანძილზე, ბოლნისის სიონის მახლობლად. ძეგლი დაზიანებულია, სამხრეთის ფრთა სულ დანგრეულია, ჩრდილოეთის ფრთისაც ბევრი აღარაფერია დარჩენილი, აღარც კამარა არსებობს...<<ტექსტი სრულად აქ...<<