topmenu

 

კვარშა (ყვარშა)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

(+) - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

კვარშა (ყვარშა) - ეკლესია ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში, ქილდას ჩრდილოეთით რამოდენიმე კმ-ის დაშორებით. დღესდღეობით შემორჩენილია ნანგრევების სახით. ეკლესიის შიგნით აღინიშნება ძლიერ დაზიანებული ფრესკის ფრაგმენტები და ასომთავრული წარწერები ეკლესიის ფასადებზე. ეკლესიის გარშემო ძველი ნასახლარებია. ტაძრის გარშემო მეგალითური წყობის გალავანია.

წარწერა ჩრდილოეთ ფასადზე

ცისკარიშვილი ვ. - ჯავახეთია ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. -ყვარშას წარწერები - გვ.124. - თბ., 1959

ახალქალაქის ჩრდილო - დასავლეთთ, 18-იოდე კილომეტრის მანძილზე მდებარე სოფელ ყვარშას ეკლესიაზე ამოკვეთილია 6 პატარა წარწერა. წარწერებს ივ.როსტომაშვილი ასე კითხულობს

1. წარწერა მოთავსებულია სამხრეთ კარის თავზე:

"ქრისტე, შეიწყალე... შეუნდვენ ცოდვანი".

2. აღმოსავლეთის კედელზე:

"ამ ეკლესიას (თუ ეკლესიის)"

3. ჩრდილოეთის კედელზე:

"ქრისტე, შეიწყალე მოქელ ცოდვილი"

4. იქვე სხვა ქვაზე:

"ქრისტე, შეიწყალე გაბრიელ"

5. დასავლეთის კედელზე:

"ქრისტე, შეიწყალე...შეუნდვენ..." 409.

წარწერა აღმოსავლეთის კედელზე

წარწერა სამხრეთ კარის თავზე

წარწერა ქვაზე

წარწერა დასავლეთ ფასადზე

ყვარშა (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ყვარშას წარწერები //ცისკარიშვილი ვ.ჯავახეთია ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ.124. - ცნობა ი.როსტომაშვილის მიერ სოფ.ყვარშას ეკლესიის წარწერების წაკითხვის თაობაზე.

2. ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტორული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში. - თბ., 2012. -გვ.64-65. - ყვარშას ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი.