topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქილდა

<უკან დაბრუნება

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

ქილდა - ნასოფლარი ახალქალაქის პლატოზე, კუმურდოდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1688 მეტრზე. ნასოფლარში შემორჩენილია X საუკუნის წმ.ესტატეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები. აქვეა მეგალითური ციხის ნაშთები, მენჰირები, დარანთა სისტემა და შუასაუკუნოვანი ნასახლარები... სოფელში გასული საუკუნის 50-იან წლებამდე სახლობდნენ შემდეგი გვარები: ალელიშვილები, მაღრაძეები, გეგიძეები, ნადირაძეები, მაისურაძეები, ოქროაძეები, ხუციშვილები, მიქელაძეები, სამადაძეები, ხარშილაძეები, კუჭაიძეები, გოგოლაძეები და სხვ.

********************************************************************************************************

ქილდის ორნავიანი ეკლესია - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, ტ.15., გამ."ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.129

სოფელი ქილდა მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე. სოფელ კუმურდოს ჩრდილოეთით 6-7 კილომეტრზე. სოფელში არის ორნავიანი ეკლესია, რომელიც აღმართულია სწორ ადგილზე და შემოფარგლულია ციკლოპური ქვის ლოდებით ნაგები გალავნით. მხატვრულ - სტილისიკური ანალიზით, ამ ტიპის სხვა ძეგლებთან შეპირისპირებით და ანალოგებით, ეკლესია X საუკუნის I ნახევრით თარიღდება.

ირინე ელიზბარაშვილი

ირინე ელიზბარაშვილი - ქილდის ორნავიანი ეკლესია // ძეგლის მეგობარი, 1986. - კრ.71. - გვ.28-33.

ქართული საკულტო არქიტექტურის ისტორიაში ბევრია მცირე ზომის შეუმჩნეველი ძეგლი, რომელიც არ იპყრობს ყურადღებას განსაკუთრებული მხატვრული სივრცითი გადაწყვეტით და არც ახალს მატებს რასმე ამა თუ იმ არქიტექტურული ტიპის განვითარებას. ამასთანავე თითქმის ყველა მათგანი წარმოადგენს განუყოფელ ნაწილს იმ არქიტექტურული თუ ბუნებრივი გარემოსი, რომელთან კავშირი მათ განსაკუთრებულ მომხიბვლელობას და განუმეორებლობას ანიჭებს, ხოლო დრო უმრავლეს შემთხვევაში გარკვეულ კეთილშობილებასა და ღირსებას სძენს. ასეთ ძეგლთა რიცხვს ქილდის ეკლესიაც მიეკუთვნება....<<ტექსტი სრულად აქ...<<

 

 

ქილდის ეკლესია (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ელიზბარაშვილი ი. ქილდის ორნავიანი ეკლესია //ძეგლის მეგობარი. - 1986. - კრ.71. - გვ.28-33. - მიმოხილულია 1974 წელს სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს თანამშრომელტა მიერ ნასოფლარ ქილდის ტერიტორიაზე მდებარე ორნავიანი ეკლესიის გაზომვის, გაწმენდისა და მეცნიერული შესწავლის საფუძველზე მოპოვებული მასალა. მოხსენიებულია თ.ნემსაძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.

2. ირინე ელიზბარაშვილი - ქილდის ორნავიანი ეკლესია - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, ტ.15., გამ."ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.129

 

 

ფოტოების  ავტორი თ.დუნდუა