topmenu

 

ბარალეთი - კ.ხარაძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება<< დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

სოფელი ბარალეთი // ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2004. - გვ.38.

სოფელ ბარალეთში დგას  შუა საუკუნეების ორნავიანი*შესწ. გ.ბაგრატიონის ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ბარალეთისწყლის ნაპირზე, ახალქალაქიდან 16 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1680 მეტრზე.

ბარალეთის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე ასომთავრული წარწერაა: „აღეშენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა“. ადიდენ ღმერთმან ორთავე შინა ცხოვრებათა". მეცნიერები აღნიშნავენ, რადგანაც იმ დროისათვის (1213 წ.) საქართველოში ბაზილიკური ტიპის ეკლესიები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელ ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. ეკლესიის ფასადები თითქმის არავითარი შემკულობით არ გამოირჩევა. ეკლესიის სამრეთ ფრთაზე, დასავლეთიდან დაშენებულია პატარა სამრეკლო. ეკლესიის ეზოში კი მრავალმხრივ საყურადღებო საფლავის ქვებია. განსაკუთრებით გამოირჩევა ერთი ქვა, რომელზეც გამოკვეთილია გუთანი სახნისით და ჯვარი.

 

 

 

* ორიგინალური ტექსტში წერია სამნავიანი, რეალურად ბარალეთი ორნავიანი ბაზილიკაა. (გ.ბაგრატიონი)