topmenu

 

ბარალეთი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

ბარალეთი (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბარალეთი // საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.355. - სოფ. ბარალეთში მდებარე შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკისა და მისი წარწერების თაობაზე.

2. ბარალეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბ., 1977. - გვ.201. - მოკლე ცნობები სოფ. ბარალეთის სამნავიან ბაზილიკურ ეკლესიაზე

3. ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური //ბერძენიშვილი ნ.საქართველოს ისტორიის საკითხები. I. - თბ., 1964. - გვ.143-147. - სოფ. ბარალეთის ისტორია, ეკლესიაში შემორჩენილი ლაშა გიორგის ჯავახეთისადმი დამოკიდებულების მაჩვენებელი წარწერის ანალიზი.

4. ლაფაჩი ც. შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლები ბარალეთის ტერიტორიაზე // ჯავახეთი. ტ.I. - ახალციხე - 2002. - გვ.204-210. რეზ. რუსულ და ინგლისურ ენებზე. ტაბ. გვ.211. - ბარალეთში შემორჩენილი ლაშა გიორგის დროინდელი წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ეკლესიისა და მის მახლობლად მდებარე აბანოს ნანგრევების აღწერილობა.

5. როსტომაშვილი ი. სოფელი ბარალეთი (ძველი ქართული ეკლესია და ამაღლების სვეტი) // მოგზაური. - 1901. - N1. - გვ.26-31. - სოფ. ბარალეთის საყდარსა და ამაღლების ქვის ჯვრის შესახებ შემორჩენილი თქმულებები.

6. ბარალეთის წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო.  თბ., 1959. - გვ.52. - განხილულია სოფ. ბარალეთის ეკლესიის კედელზე შემორჩენილი XII საუკუნის წარწერა.

7. სოფელი ბარალეთი //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები თბ., 2004.- გვ.38. - ძეგლის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

8. იამბე, ციხის ნაშალო.... - თბ., 2007. - გვ.26. - ბარალეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ არსებული ხალხური გადმოცემა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

9. ალელიშვილი ნ. ს.ბარალეთი. ამაღლების ჯვარი //გაზ. "ოქტომბრის დროშით" (ახალქალაქი). - 1959. - 21 აგვისტო.