topmenu

 

ბარალეთი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

ფოტოს ავტორი თ.დუნდუა

ბარალეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბ., 1977. - გვ.201

ბარალეთი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ბარალეთის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 16 კმ–ით.

„ამ წყალზედ (იგულისხმება ბარალეთის მდინარე) არს ბარალეთი, მცირე ქალაქი“, წერს ვახუშტი. ბარალეთი მოიხსენიება როგორც ბარალეთად, ისე ბარალისად (ს. ჯიქია). სოფელში ქართულ-სომხური შერეული მოსახლეობაა.

სოფლის ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ჯავახური დარბაზი: გოგოლაძეებისა და ბერძენიძეების დარბაზი, რომლის გვირგვინიც პირდაპირ კედლიდან იწყება.

სოფლის ცენტრში დგას მე-11 საუკუნის ქართული ეკლესია – ორნავიანი*შესწ. გ.ბაგრატიონის ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: „[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა“. „ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისათვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. სოფლის აღმოსავლეთით, ნასოფლარ სირგვთან ახლოს, აღმართულია კარგად შენახული 6 მეტრის სიმაღლის სტელა.

ლიტერატურა:

მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ.335-404.

დ.უკლება, ნ.ჩუბინაშვილი,

გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ბარალეთი

 

 

 

*ორიგინალური ტექსტში წერია სამნავიანი, რეალურად ბარალეთი ორნავიანი ბაზილიკაა. (გ.ბაგრატიონი)

 

 

*************************************************************************
სოფელი ბარალეთი //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.- თბ., 2004. - გვ. 38.
ძეგლის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
სოფელ ბარალეთში დგას შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ბარალეთისწყლის ნაპირზე, ახალქალაქიდან 16 კილომეტრის დაშორებითმ ძღვის დონიდან 1680 მეტრზე... << ტექსტი სრულად აქ<<