topmenu

 

ბურნაშეთი - ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება . << დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

ბურნაშეთის (ახალქალაქის) ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი პირველი, ტ.13., გამ "ციცინათელა", თბილისი, 2006 წ. გვ.222-223

ბურნაშეთის ეკლესია (ახალქალაქი). ბურნაშეთი სოფელია ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდ.ჭერულის (მდ.ფარავნის აუზი) მარცხენა ნაპირას, ახალქალაქიდან 22 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. სოფლის (ძველი სახელი "ბურნაშენი" უნდა ყოფილიყო. აქ შემონახულია დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან შეწყვილებული თაღებით გაფორმებული კარიბჭე აქვს. არქიტექტურულ - დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის აფსადის რელიეფის მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს საუკუნისა. ეკლესიის კედლებზე დაცულია ორი წარწერა (X და X III სს.). ერთი წარწერა აღმსოავლეთ ფასადზეა, რელიეფური კომპოზიციის გვერდით, რომელზეც გამოსახულია დანიელ ლომთა ხაროში. ასომთავრულ წარწერაში ეკლესიის მშენებელთა უფლისადმი მავედრებელი ფორმულაა: "უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომთაისა ეგრე იხსნენ ამის წმიდისა ეკლესიისა მაშენებენი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა". მეორე ასომთავრული წარწერა ეკლესიის შიგნით ჩრდილოეთ კედელზეა, რომლის მიხედვით ვინმე გიორგი თავის ნასყიდ ყანას აძლევს "ბურნაშელ" მღვდლებს: "სახელითა ღმრთისაითა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისათა დაგიწერე მე გიორგიმან თქუენ ბურნაშნელთა მღდელთა, - მოგეც ყანაი თიქაროანს (?) ჩემგან ნასყიდი". ეკლესიის გარეგან სახეს თავისებურ ელფერს აძლევს თაღოვანი კარიბჭე. სამხრეთის ფასადზე გამოსახულია მზის საათი, რომლის ფრაგმენტებია დარჩენილი. საერთოდ მზის საათი საქართველოში რამდენიმე  ეკლესიის სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი. მათ შორის, ყველაზე კარგად არის დაცული გელათისა და იკორთის ტაძრებზე. მატერიალურ იკულტურის ძეგლებიდან ასევე აღსანიშნავია მოზრდილი ქვაჯვარი და მრგვალი კოშის ნანგრევები. სოფელში ამჟამად სომხური მოსახლეობა, რომელთა წინაპრები აქ გადმოასახლა რუსეთის მთავრობამ XIX საუკუნის I მესამედში არზრუმის მხრიდან.

ნიკო ჩუბინაშვილი, დევი ბერძენიშვილი, კობა ხარაძე