<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
სოფელი ბურნაშეთი // ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბილისი 2003. - გვ. 34-35.
ახალქალაქიდან 22 კილომეტრით დაშორებულ, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სოფელ ბურნაშეთში (ძველი სახელია ბურნაშენი) დგას X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესია ნაგებია წითელქვანარევი ბაზალტით, რომელსაც მიშენებული აქვს შეწყვილებულ თაღებიანი კარიბჭე. მისი ფასადები დეკორატიული ფორმებითაა შემოსილი.
აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის თავზე რელიეფური გამოსახულებაა - დანიელ ლომთა ხაროში. აქვეა რამდენიმე სტრიქონიანი ასომთავრული ლაპიდარული წარწერა: "უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომთაისა ეგრე იხსნენ ამის წმიდისა ეკლესიისა მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა". უფრო მოგვიანებით პერიოდის ასომთავრული წარწერა ეკლესიის შიგნით ჩრდილოეთ კედელზეცაა, სადაც მოხსნიებულია სოფლის ძველი სახელი - ბურნაშენი. "სახელითა ღმრთისაითა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისათა დაგიწერე მე გიორგიმან თქუენ ბურნაშნელთა მღდელთა, - მოგეც ყანაი თიქაროანს (?) ჩემგან ნასყიდი". ეკლესიის გარეგან სახეს თავისებურ ელფერს აძლევს თაღოვანი კარიბჭე. სამხრეთის ფასადზე გამოსახულია მზის საათი, რომლის ფრაგმენტებია დარჩენილი. საერთოდ მზის საათი საქართველოში რამდენიმე ეკლესიის სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი. მათ შორის, ყველაზე კარგად არის დაცული გელათისა და იკორთის ტაძრებზე.
|