topmenu

 

ხულუტის ციხე

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

ხულუტი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი, მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია  XVIII  საუკუნის  I მესამედში. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი -  5 კოშკი. თითოეული მათგანი პირველ რიგში საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7-სართულიანი. ბოლო სართულები გამოზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი  - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.

ხულუტი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.514

 

 

 

 

 

 

 

***********************************************************************************

ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე-დარბაზები: ხულუტი (ორბელიანების სამფლობელო) //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ., 2002.-გვ.388-392

ძველი ციხეების დიდი უმრავლესობა საქართველოსი მოხდენილად დგას მთისა თუ გორის წვერზე, ხეობაში თუ ვაკეზე. მათთვის ადგილის შერჩევა და ლანდშაფტში ნაგებობის მასშტაბის მოძებნა თავისთავად ხელოვნებაა და საკმაოდ მაღალიც. ასეთი დიდი გემოვნებით დაჯილდოებული ყოფილა ხულუტის ციხის ამგებიც. მან მდ. ხრამის (ქციის) მეტად ღრმა ხეობაში შეარჩია ისეთი ადგილი, რომელიც სტრატეგიულად მისაღები იყო და მხატვრულადაც მომგებიანი. ეს რომ ადრეული პერიოდის სიმაგრე იყოს, მას მაღლა ძნელად მისადგომ ადგილას აღმართავდნენ, მაგრამ გვიან საუკუნეებში ზემოდან ძირს ჩამოიწიეს. მოულოდნელი თავდასხმების გახშირების გამო სიმაგრე სოფელში უნდა ყოფილიყო, ან მასთან შორიახლო...... << ტექსტი სრულად აქ .... <<

 

**************************************************************************

ხულუტის ციხე // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.15, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ. 307-309.

ხულუტის ციხე. ხულუტის ციხე მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონში მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. საინტერესოა ციხია აგების ისტორია. ალექსანდრე ორბელიანი გადმოგვცემს, რომ შაჰ-აბასის ყორჩიბაშს, რომელსაც გამაჰმადიანებამდე ვახტანგი რქმევია, ყაფლან ორბელიანისათვის უთხოვია, ერთ-ერთი შვილი მისთვის გაეგზავნა აღსაზრდელად. ყაფლანს თხოვნა აუსრულებია და მესამე შვილი, ორბელი გაუგზავნია. კარგა ხნის შემდეგ უკან დაბრუნებული ორბელისათვის ყორჩიბაშს მამასთან ფული და წერილი გამოუტანებია. წერილში რჯულგამოცვლილი ყორჩიბაში ითხოვდა, ქრისტიანობაზე გული არ შემცვლია და ამ ფულით ფიტარეთის პატარა ეკლესია შეამკეთო. დიდი შიშიანობის გამო ყაფლანს ეკლესიის ნაცვლად ამ ფულით ხულუტის ციხე აუშენებია. ეს რომ ყორჩიბაშს გაუგია. კიდევ გამოუგზავნია ფული, რომელიც მართლაც ეკლესიისათვის მოუხმარებიათ...<<ტექსტი სრულად აქ..<<