topmenu

 

ხულუტის ციხე - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ხულუტის ციხე (თეთრიწყაროს რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. სიმაგრეები: ხულუტი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.102-104. - ძეგლის აგების ისტორია გადმოცემული ალექსანდრე ორბელიანის მიერ. ციხის ამგებად მოხსენიებულია ყაფლან ორბელიანი. ციხისა და ხუთი კოშკის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ტაბ.29.

2. ზაქარაია პ. ხულუტის ციხე-დარბაზი //საქართველის სახელმწიფო მუზეუმის მოამბე.XIX-B.-1972.-გვ.86-89. - ყაფლან ორბელიანის მიერ XVII საუკუნეში აგებული ხულუტის ციხის აღწერილობა.

3. ხულუტი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.XI.-თბ., 1987.- გვ.514. - XVIII საუკუნეში აგებული ორნაწილიანი -საცხოვრებელი და საბრძოლო დანიშნულების ციხისა და კოშკების მოკლე აღწერილობა. ახლავს ციხის ფოტო.

4. ციხე-დარბაზები: ხულუტი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.158-160. - მდ.ხრამის ვიწრო ყელში მდებარე ციხის ისტორია, ხუთი დიდი და პატარა კოშკის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ციხის ფოტო. მოხსენიებულნი არიან: ალექსანდრე ორბელიანი, ყაფლან ორბელიანი.

5. ციხეები და ციხე-დარბაზები: ხულუტის ციხე-დარბაზი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ.,1960.-გვ.32-33. - მოკლე ცნობები ხულუტის ციხის ისტორიისა და მდებარეობის შესახებ. ციხის ამგებად მოხსენიებულია ყაფლან ორბელიანი(XVII ს.). ტექსტს ახლავს ციხის ჩანახატი(სურ.10).

6. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე-დარბაზები: ხულუტი (ორბელიანების სამფლობელო) //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე- თბ.,2002.-გვ.388-392 //ძეგლის მეგობარი.-1970.-კრ.20.-გვ.49-50. რეზ. რუს. ენაზე. - ყაფლან ორბელიანის მიერ XVII საუკუნეში აგებული ძეგლის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, ისტორიული წყაროების მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.164-166; ტაბ.132).

7. ციხეები და ციხე-დარბაზები: ხულუტი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.130-133. - ციხის მოკლე ისტორია. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

8. სიმაგრეები: ხულუტი //საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.109-111. - ციხის აგების ისტორია ალექსანდრე ორბელიანის გადმოცემის მიხედვით. ციხის კოშკების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ხულუტის ციხის გეგმა.

9. ხულუტის ციხე // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.15, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ. 307-309.

10. ქვემო ქართლის ზოგიერთი ციხე - სიმაგრე //პარმენ ზაქარაია, ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ 20, გვ. 44 -51